04 მაისი, 2014
გოგოლა კალანდაძე საყიდლებზე დეზერტირების ბაზარში დადის
სად უყვართ საჭმელად ყველაზე მეტად სიარული და რომელ სუპერმარკეტებს ანიჭებენ უპირატესობას ჩვენი რუბრიკის მორიგი სტუმრები არიან პაატა გულიაშვილი და გოგოლა კალანდაძე. მათგან შევიტყობთ, სად უყვართ საჭმელად ყველაზე მეტად სიარული და რომელ სუპერმარკეტებს ანიჭებენ უპირატესობას.

გოგოლა კალანდაძე:
- საყიდლებზე ხშირად დეზერტირების ბაზარში დავდივარ. მართლა არ ვსარგებლობ სუპერმარკეტებით. ძალიან იშვიათად "კარფურსა" და "ნიკორაში" თუ შევივლი. ასეთი მაღაზიები არ მიყვარს.
- ჭამა სად გიყვარს?
- ჭამა ყველაზე მეტად სახლში მიყვარს. ერთადერთი "ანტრე" მომწონს, როცა სწრაფად მინდა ხოლმე რამის
ჭამა, ფასების მხრივაც და სიგემრიელითაც, აბსოლუტურად მისაღებია ჩემთვის. ძირითადად, სალათებსა და ნამცხვრებს გეახლებით და ყავა ''ლატეს'' ვაყოლებ. ჰო, კიდევ "ასორტი" რომ არის, იქაც ძალიან გემრიელი კერძებია, ნამცხვრები და ფუნთუშეულობაც.
- ქართული სამზარეულო გიყვარს?
- კი, "მეგრელები". ხშირად ვერა, მაგრამ როცა მაქვს საშუალებაც და დროც, მივდივარ. ელარჯზე ვგიჟდები და ძირითადად ამას ვჭამ ხოლმე.

პაატა გულიაშვილი:
- ყველაზე ხშირად ოჯახთან ერთად ქავთარაძის ''გუდვილში'' მიწევს სიარული. სოსისების საყიდლად ''ნიკორაში'' დავდივარ და ვაკის სოსისების მაღაზიაა დელისთან. ''ნიკორაში" ძირითადად საბავშვო სოსისისთვის შევდივარ და ლუდის სეზონი როცა არის, შაშხი და ასეთი რაღაცები კარგი აქვთ.
- საჭმელად სად დადიხარ?
- ყველაზე ხშირად ''ფაეტონში'' მიწევს ყოფნა და მცხეთას რომ გასცდები, იქვე არის რესტორანი ''ზღაპარი'', სადაც ძალიან გემრიელი იმერული კერძები აქვთ. საჭმელი ისე ყველაფერი მიყვარს, ცუდი მჭამელი არ ვარ, მაგრამ აქ ძალიან მაგრად აკეთებენ: თხილში დებენ შემწვარ წიწილას, დატეხილი ყველი აქვთ და ა.შ.
- ევროპულ სამზარეულოსთან როგორ ხარ?
- ძირითადად, მაინც ქართულ სამზარეულოს ვანიჭებ უპირატესობას. სუში გასინჯული მაქვს, მაგრამ რომ გითხრა, ახლა უნდა წავიდე და თუ არ ვჭამე, მოვკვდები-მეთქი, ასე არ არის. ტკბილეულიდან ყველაზე მეტად ნაყინი და გაზიანი სასმელები მიყვარს. უფრო ''კოკა-კოლა'', ოღონდ ''ზერო''. წესით, უშაქროა და ამიტომ, შაქარს მაინც ვერიდები. არ ვიცი, რამდენად სწორად აწერია, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ვენდობი. ყავაც ძალიან მიყვარს და ამიტომ ''ლავაცას" ყავის ჯიხურები რომ არის, იქ დავდივარ ხოლმე.

ეკა ჩიკვაიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
ინგა
გოგოლა ძალიან საყვარელია /// მიყვარს ასეთი სიცოცხლით სავსე, უბრალო ადამიანები
14:37 / 09-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ძალიან კარგი ხარ გოგოლა....უბრალო და საყვარელუი
16:54 / 06-05-2014
გამოხმაურება / 0 /
GIO
ძალიან კარგსაც შვება ბაზარში თუ დადის, აბა მარკეტში ან თურქულია ყველაფერი ან ჩინური და უხარისხო. ეტყობა რომ ნორმალური ადამიანია და რამდენადაც ვიცი კარგი მსახიობიც.
03:41 / 06-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
მაგიტომ მომწონს ეს გოგო,გულახდილად ამბობს სადაც დადის და არ ცხვენია,ან რისი უნდა ცხვენოდეს,ერთხელ თქვა ვაგზალზეც ვყიდულობ ტანსაცმელსო,აბა წკრიალაშვილს ათქმევინებ რამეს? ან ჩხეიძეს? უი კიდე ჩვენ ჩაყალელ სადუნიშვილს,სულით პროვინცილე თოჯინებს
13:03 / 04-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ეს ქალი ისეთივეა დღეს როგორიც 15 წლის წინ იყო. გოგოლა ძალიან ახალგაზრდულად გამოიყურები, არ ვიცი შენი ასაკი მაგრამ 25 წელიც არ გეტყობა, გაგვიმხილე საიდუმლო.
09:39 / 04-05-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS