- ქუთაისში დავიბადე და გავიზარდე. ახლა თბილისში ვცხოვრობ და პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ვსწავლობ. პირველი კურსის დასრულების შემდეგ მეგობარმა რუსეთიდან პროფესიონალური ფოტოაპარატი ჩამოიტანა, ხანდახან მათხოვებდა ხოლმე და ასე დავიწყე ფოტოების

- არქივში გაქვს ბევრი ფოტო, სადაც სიძველეებია გადაღებული, სად პოულობ ასეთ ადგილებს?
- მეგობრები მეხმარებიან. თუ სადმე ასეთ ადგილს ნახავენ - მირეკავენ. ბოლო გადაღებაზე რუსთავში ვიყავი, ლიანდაგზე დავჯექი და მატარებლის გამოვლას ველოდებოდი, რომ გადამეღო. ძლივს მოვასწარი კადრის დაჭერა, კინაღამ მატარებელმა გადამიარა. ძალიან მინდა სამეგრელოში მოგზაურობა და გადაღება. სხვათა შორის, არასოდეს გადამიღია მოხუცებიც. ფოტოების დამუშავებისას არასოდეს ვიყენებ ფოტოშოფს, ეს პროგრამა არც ვიცი და არც მაინტერესებს. ერთადერთი მაინტერესებს სპეციალური ეფექტები, ფოტოებს ჩარჩოს ვუკეთებ, ლოგოს ვადებ.

- ბევრი ქართული საიტი არსებობს, სადაც ფოტოგრაფები საკუთარ ფოტოებს აქვეყნებენ და შემდეგ დატოვებული კომენტარებით ხვდებიან, რამდენად მოეწონა საიტის მკითხველს ესა თუ ის ფოტო.
- მე არსად არ ვარ დარეგისტრირებული, ჯერჯერობით მრცხვენია. შეიძლება გავრისკო და რამდენიმე ფოტო დავდო, მაგრამ მაინც საქართველოა და კრიტიკა არ მსიამოვნებს.

- შენს არქივს რომ გადავხედე, ძალების მოსინჯვას ბევრ ჟანრში ცდილობ.
- დიახ, მიყვარს ფოტოგრაფია და ყველაფერს ვიღებ. ადრე ბუნების გადაღება მიყვარდა, მაგრამ ახლა უფრო სიძველეებს ვანიჭებ უპირატესობას. მაგალითად, ფოთლებით სავსე აუზი ორთაჭალაში გადავიღე. ჩემთვის მივსეირნობდი და ეს კადრი შემთხვევით აღმოვაჩინე.

- შენს არქივში ნუდი ფოტოებიც აღმოვაჩინე…...
- შვიდი გოგონა მყავს გადაღებული, მათ შორის ორის ფოტოები საერთოდ არ მაქვს გამოქვეყნებული, ჩაცმული ფოტოები კარგი იყო და გახდილი არ მომეწონა (იღიმის). ეს გოგონები სოციალურ ქსელში აღმოვაჩინე, ნდობის მოპოვების შემდეგ ფოტოსესიაზეც დავითანხმე.

- სად შედგა ფოტოსესია?
- ეს დანგრეული შენობა შემთხვევით 300 არაგველის ტერიტორიაზე აღმოვაჩინე. საერთოდ, ნანგრევებს სადაც ვხედავ, მაშინვე შევდივარ და ვათვალიერებ. ამჯერადაც შევედი, მაგრამ დაცვა იდგა, არ უნდოდათ ჩემი შეშვება, ნგრევის პროცესშია და რამე რომ მოხდეს, ჩვენ დაგვბრალდებაო. მეორე დღეს, საღამოს ჩუმად შევიპარე და ყველა სართული დავათვალიერე. შემდეგ ფოტოსესიაც გავმართე. ერთი სული მაქვს, რომ ზაფხული მოვიდეს, რადგან გოგონებს სცივათ და ამ მდგომარეობაში დიდხანს ვერ ჩერდებიან. ასევე მაფრთხილებენ, რომ ფოტოებზე სახე არ გამოვუჩინო, რაც მეც არ მინდა, მომწონს ასე გადაღება.

- გადაყრილი ფოთლების ფოტო – ერთგვარი ნაგავსაყრელი შენი გადაღებულია.…
- ხალხმა ეს ფოტო დაინახა, როგორც ნაგავსაყრელი, რა ცუდად ვიქცევით, მაგრამ მე მაგ მიზნით არ გადამიღია. ძალიან მომწონს ბათუმის სერია, ასევე ღამის ფოტოები. დღე სულ სხვა-ნაირი ჩანს ის ადგილი და ღამე – სხვაა.

- ჯარისკაცი სად გადაიღე?
- ჩემი ნათესავი და მისი შეყვარებული არიან, არაკანონიერად მაქვს გადაღებული (იღიმის).

- შენი საოცნებო პროექტი რომელია?
- ძალიან მინდა საქართველოში მოგზაურობა. არ მაინტერესებს მე იტალია, საფრანგეთი, როცა ჯერ ჩემი ქვეყანა არ მაქვს სრულად ნანახი.
- ფოტოაპარატი მუდმივად თან დაგაქვს?
- არა, მაგრამ როდესაც აპარატი თან მაქვს, ყოველთვის ვცდილობ, საინტერესო კადრები დავიჭირო. როცა თან არ მაქვს, სულ სხვა ფიქრებში ვარ გართული და არ მაინტერესებს გარშემო კადრები. ძალიან მინდა ისეთი გოგონების გადაღება, რომელთაც თქმა აქვთ გადაპარსული, ბევრი ტატუ აქვთ. ჩემთვის ეს არის განსხვავებული.
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''




















