ამიტომ, ტელეწამყვანმა, ბევრი ფიქრის შემდეგ, მამის საოჯახო ტიპის სახლში მიყვანა გადაწყვიტა, რათა მისთვის შესაბამისი გარემო შეექმნა. სწორედ ამ საქციელის გამო, საზოგადოების ნაწილმა ნანიკოს
AMBEBI.GE ტელეწამყვანს დაუკავშირდა და დაინტერესდა, როგორია მამის ახლანდელი მდგომარება, ასევე, როგორ უმკლავდება დაავადებას:
- მამაჩემი ოჯახური ტიპის სახლშია, სადაც ბენეფიციარები ცხოვრობენ. მამა ცალკე ოთახშია. სანამ იქ გადავიყვანდი, გარემოსთან გაუცხოება რომ არ ჰქონოდა და თან წამოსულიყო, ვუთხარი, რომ 21-დღიანი "საგზური" მქონდა და დასასვენებლად უნდა წამეყვანა... ფაქტია, იქ რამდენიმე თვეა, რაც დაბინავდა და თავს კარგად გრძნობს, მეტი სიმშვიდე მოიპოვა...
იმ სახლში პროფესიონალები მუშაობენ, რომლებსაც შესაბამისი სამედიცინო განათლება აქვთ და რაც მთავარია, ასეთ პაციენტებთან მოპყრობის წესები იციან. მამას იქ აქვს თავის კაბინეტი და კარზე უწერია - პროფესორი ხაზარაძე, თეთრი ხალათი აცვია და დილაობით სხვა ბენეფიციარებთან შემოვლას აწარმოებს.
- მამა თავადა ექიმია, ხომ?
- კი, სულით ხორცამდე ექიმია, ზოგადი ქირურგი, პროფესორი. მინიჭებული აქვს თავისი საქმინიანობიდან გამომდინარე, ემირიტუსის წოდება. მთელი ცხოვრება ოპერაციებს მუცლის ღრუს ნებისმიერ პათოლოგიაზე აკეთებდა. ამ დაავადებამ თითქმის ყველაფერი დაავაწყა, გარდა მისი პროფესიისა და ფორტეპიანოზე დაკვრისა... იმ დღეს ერთ-ერთ ბენეფიციარს ძირმაგარა ისე დაუმუშავა, რომ ადამიანი პრობლემისგან გათავისუფლდა. იქაურ თანამშრომლებს ლექციებს უტარებს. გაოცებულები არიან, ამბობენ - ამ დაავადებამ მის პროფესიას ვერაფერი დააკლოო. ძალიან შეუყვარდათ. მოკლედ, შედარება არ არის, დამშვიდდა.
- იქ ყოველი ვიზიტისას, ვიდეოს უღებ და სოციალურ ქსელში ათავსებ, საიდანაც კარგად ჩანს, რომ მამას, ყველაფრის მიუხედავად, მართლაც შენარჩუნებული აქვს ძველი პეწი და ღირსება.
- კარგად აღზრდილი, კულტურული, ზრდილობიანი, მოსიყვარულე, თბილი და ბევრი თვისებით შემკული ადამიანია. მისი მსგავსი იშვიათად მინახავს... ამასთან, უკიდეგანოდ განათლებულია, სიტყვა არ არსებობს, რომ მასზე ამომწურავი ინფორმაცია არ მოგაწოდოს.
ცნობილი ქირურგის, ეგანატე ფიფიას მოსწავლეა და დღემდე ეგნატე მისი ღმერთია ადამინობის, მედიცინის მიმართულებით. მოკლედ, ყველანაირად, მისი გაზრდილია. თან, ეგნატე ჩვენი ნათესავიც იყო, მისი ვაჟი მამიდაჩემის ქმარი გახლდათ.
- მამას დემენცია როდის დაეწყო?
- ჩემთვის მამას ეს დაავადება ხილული საქართველოში კორონავირუსის შემოსვლის პირველ დღეებში გახდა... შემდეგ კი ამ დაავადების შესახებ ბევრი რამ წავიკითხე. მას სხვადასხვა განშტოება და სახელწოდება აქვს, რაზე საუბარსაც ახლა არ ვაპრებ, თუმცა ერთს ვიტყვი, ხალხში ადრე მას უმეტესად სკლეროზს ეძახდნენ...
გასულ წლამდე მამა სულ მუშაობდა, ლექციებს რამდენიმე უნივერსიტეტში კითხულობდა. ერთხელ ჩემმა მამიდაშვილმა მითხრა - დათოს იქნებ უთხრა, ნუღა იმუშავებს, სახლში დაჯდესო. როგორც ირკვევა, ქართულ ჯგუფში შედიოდა და ლექციას რუსულად კითხულობდა და პირიქით... რაღაც ნიშნები უკვე ჰქონდა... ეს გვიან გავიგე.
იხილეთ სრულად