01 დეკემბერი, 2020
"მწერდა, მამიკო, ხელები სულ გამილურჯდა, გული მიმდის, ესენი მომკლავენ, ვატყობო..." - ინტერვიუ covid-19 -ით გარდაცვლილი 19 წლის გოგოს მამასთან
კოვიდ 19 -ის დი­აგ­ნო­ზით 30 ნო­ემ­ბერს, სა­ღა­მოს, 19 წლის თეკ­ლა თორ­დია გარ­და­იც­ვა­ლა. პა­ცი­ენტს თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბა შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი აღე­ნიშ­ნე­ბო­და. ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი გო­გო­ნა და­ა­ვა­დე­ბის მე­ექ­ვსე დღემ­დე სახ­ლში მკურ­ნა­ლობ­და, რად­გან მსუ­ბუ­ქი სიმპტო­მე­ბი ჰქონ­და. მე­ექ­ვსე დღეს მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და - და­ე­წყო ძლი­ე­რი ხვე­ლე­ბა, მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა და შაქ­რის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი უმარ­თა­ვი გახ­და.

ამის შემ­დეგ ოჯახ­მა მისი კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნა მო­ი­თხო­ვა, რა­ზეც ად­გი­ლე­ბის არარ­სე­ბო­ბის გამო უარი უთხრეს. კლი­ნი­კის მა­გივ­რად, პა­ცი­ენ­ტი კო­ვიდ სას­ტუმ­რო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. იქ მისი მდგო­მა­რე­ო­ბა უკი­დუ­რე­სად დამ­ძიმ­და. სა­ბო­ლო­ოდ, პა­ცი­ენ­ტის "გერ­მა­ნულ ჰოს­პი­ტალ­ში" გა­დაყ­ვა­ნა
მო­ხერ­ხდა, სა­დაც იგი მკურ­ნა­ლო­ბის მე­ექ­ვსე დღეს გარ­და­იც­ვა­ლა.

რა გახ­და ახალ­გაზ­რდის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი? და ჰქონ­და თუ არა ად­გი­ლი პრო­ფე­სი­ულ გულ­გრი­ლო­ბა­სა და შეც­დო­მებს ექი­მე­ბის მხრი­დან? – Ambebi.ge-მ გარ­დაც­ვლი­ლის მამა რატი თორ­დია ჩა­წე­რა.

- რო­გორ და­ინ­ფი­ცირ­და თქვე­ნი შვი­ლი და რო­დის მო­ი­თხო­ვეთ მისი კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნა?

- ინ­ფი­ცი­რე­ბის წყა­როს ვერ გე­ტყვით. და­ა­ვა­დე­ბა მთე­ლი 5 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სრუ­ლი­ად უპ­რობ­ლე­მოდ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ჩვენ მთე­ლი ოჯა­ხი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან თეკ­ლას ჰქონ­და შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი, მას­ზე ვი­ყა­ვით მთლი­ა­ნად გა­დარ­თუ­ლე­ბი. სულ იზო­მავ­და შა­ქარს, დღე­ში რამ­დენ­ჯერ­მე. ხან­და­ხან კი აუ­წევ­და, მაგ­რამ შემ­დეგ ისევ ნორ­მა­ში ბრუნ­დე­ბო­და და სა­ერ­თო ჯამ­ში, მდგო­მა­რე­ო­ბა იყო მსუ­ბუ­ქი. მე­ექ­ვსე დღეს და­ე­წყო ხვე­ლა, მო­ე­მა­ტა ტემ­პე­რა­ტუ­რა, შაქ­რის მაჩ­ვე­ნე­ბელ­საც ვერ ვა­რე­გუ­ლი­რებ­დით. და­ვუ­რე­კეთ ოჯა­ხის ექიმს და მო­ვი­თხო­ვეთ კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნა. ჯერ არც გვი­პა­სუ­ხა წე­სი­ე­რად, არ მცა­ლია ახ­ლაო და შემ­დეგ სა­ერ­თოდ არ პა­სუ­ხობ­და ჩვენს ზა­რებს. შემ­დეგ სხვა ოჯა­ხის ექი­მი ჩავ­რთეთ საქ­მე­ში და მან გვი­თხრა, რომ არ­ცერთ კლი­ნი­კა­ში ად­გი­ლი არ იყო და ერ­თა­დერ­თი რაც შე­ეძ­ლოთ, კო­ვიდ-სას­ტუმ­რო­ში გა­დაყ­ვა­ნა იყო.

იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS