მარიამ კაკაურიძეს დედა 5 ნოემბერს, სტატუსის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში გარდაეცვალა, ხოლო მამა - დღეს დილით.
კოვიდ 19-ით გარდაცვლილი ცოლ-ქმარი ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კონტუათში ცხოვრობდა.
"ჩემი მშობლები სახლში მკურნალობდნენ! გახდნენ შეუძლოდ მამას გაუკეთეს პსრ ტესტი და დააწვინეს კლინიკა ბომონდში. 3 დღის შემდეგ მოვიდა უარყოფითი პასუხი და გამოწერეს სახლში! თბილისიდან ჩასულს მამა დამხვდა ცუდად,
დედა, დედას არ გაუკეთეს ტესტი, რადგან ფეხზე იდგა და უფრო უკეთ იყო ! "ბომონდში" თხოვნით ერთი გადასხმა გაუკეთეს და გაუშვეს სახლში! მეორე დღეს ცუდად გახდა, გამოვიძახე სასწრაფო და წაიყვანეს "უნიქალმედში"! იყო მიმღებში 2 დღე და არა პალატაში! პირველ დღეს გაუკეთეს გადასხმები, მეორე დღეს არაფერი და მესამე დღეს დამძიმდა. მადლობა მის ექიმს ვასო ფარცხალაძეს შეუძლებელს აკეთებს დედასთვის! დედასაც ესაჭიროება რეანიმაცია! ერთი მშობელი მაინც გადამირჩინეთ! თქვენი ჯანდაცვის სისტემის კოლაფსის და არასწორი ტესტის პასუხის გამო ვართ ასეთ დღეში! პირველივე სიმპტომიდან დაიწყეს მკურნალობა სახლში, თავისი ხარჯებით!" - წერდა მარიამ კაკაურიძე.