13 სექტემბერი, 2020
"გვერდები მტკიოდა, სიცხით ვიწვებოდი, არც ყნოსვა მქონდა და არც გემო..." - ინდირა ჯგერნაია ხალხს პროტესტისკენ მოუწოდებს
მომღერალი ინდირა ჯგერნაია სოციალურ ქსელში ქვეყანაში არსებულ შეზღუდვებზე პროტესტს გამოხატავს და ხალხს გამოსვლებისკენ მოუწოდებს.

"კარგა ხანს ვიყავი ჩუმად კოვიდ19-ზე, უბრალოდ მეტს ვეღარ მოვითმენდი უნდა მეთქვა. მჯერა და ვიცი რომ არსებობს, დაუდასტურდა რამოდენიმე ჩემს ნაცნობს მაგრამ რაა მერე?

ადამიანები ჩვეულებრივ უსიმპტომოდ გრძნობენ თავს, დაღლილები არიან უბრალოდ თეთრ ხალათიანებით რომლებიც ფსიქოლოგიურად ცდილობენ რო დაამუშაონ საწყალი ხალხი.

სად იყავით ხალხო პანიკაში მე რომ იანვარში გვერდები მტკიოდა, სიცხით ვიწვებოდი, არც ყნოსვა მქონდა და არც გემო. ჩემი შვილი ორივე ახალი
წელი საავადმყოფოში მშრალი ხველითა და 40 ტემპერატურით მოხვდა. ზუსტად ორ კვირაში დედაჩემი იგივე სიმპტომებით. ეს სწორედ ის პერიოდია საზღვრები რომ ღია იყო და ჩინეთში რომ მძვინვარებდა.

ვინ მეტყვის ან ვინ გამოგვიკვლევს რომ არ გადავიტანეთ?

ჩემს ნაცნობებს ვისაც კარანტინში ვესაუბრები ერთ ტაბლეტ წამალსაც არ ასმევენ იმიტომ რომ არიან უსიმპტომოები!

Rating

დასკვნა: კორონა არ კლავს თუ ხარ ჯანმრთელი და თუ კი სხვა დაავადება აქვს ადამიანს თავადვე უნდა გაფრთხილდეს. ხომ გინდოდათ რომ გვესწავლა კორონასთან ცხოვრება? ჰოდა ვისწავლეთ. ის დაჯდეს სახლში ვისი იმუნიტეტიც სუსტია და მართლა ძალიანაც ნუ მოგინდებათ ამ ხალხის დაჩლუნგება.

შევწუხდით
მოგვბეზრდა
გვაცადეთ ნორმალური ცხოვრება!

ჩემმა საკუთარმა დამ შვედეთში კორონიან ადამიანთან ერთად ერთ სივრცეში იმუშავა. მეც ვიყავი გარკვეული პერიოდი პანიკაში სანამ გავერკვეოდი ბევრ რამეში. შვედეთმა არც თავიდან არ დაკეტა არც კი შეიმჩნია ეს ვირუსი, მართლა სად ვცხოვრობთ ხალხო რატო ხართ ჩუმად ?

დეგრადიულები ავტომატურად მიიბლოკებით თქვენი განათლების ნერვი არ მაქვს!" - წერს ინდირა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 13 /
ტატო
მოდი ჩემს ოჯახს ნუ შეხვდება, ჩემს მოხუცებს და ავადმყოფებს და შენ იარე ასე დაუცველად, და თუ გსიამოვნებს ასე ცუდად ყოფნა იყავი რაა... ისე თუ კოვიდი გადატანილი გაქვს და ასე მსჯელობ, აი ესაა უბედურება, თრმე ეს ვირუსი ტვინსაც ულაყებს ადამიანს, მარტო ფილტვებს და სასუნთქ გზებს კი არ ერჩის... ვინაა დეგრადიული ინტერვიუს ეტყობა, სულელი ქალი ხარ
22:05 / 30-09-2020
გამოხმაურება / 0 /
თამრიკო
და, ვინ განსაზღვრავს, ვინ არის "დეგრადიული"?
17:42 / 14-09-2020
გამოხმაურება / 0 /
ანანო
დეგრადიულები სიტყვა სად ამოიკითხე? დეგრადირებულები არის სწორი, ინტელექტის საზომო!
14:38 / 14-09-2020
გამოხმაურება / 0 /
ლია
აუ რა ბოროტია ! კვდებოდა ისე ტკიოდა თურმე და უნდა ამ უსიმპტომოებმა სხვებსაც გადასდონ...
14:29 / 14-09-2020
გამოხმაურება / 0 /
გოგა
ერთი ექიმებს ჰკითხეთ თუ არ არსებობს, ეხალისებათ 7-8 საათი დამცავ კოსტიუმებში სიარული
11:34 / 14-09-2020
გამოხმაურება / 1 /
კახა
შენც ეომ იმდენს გირიცხავდენ რასაც მაგათ ურიცხავენ, შენც სიამოვნებით ივლიდი. აქ ლაბარაკია არ შეზღუდვაზე, თორემ არ ასებობსო ვინ ამბობს.
14:42 / 14-09-2020
ლალა
სასვენი ნიშნების სწორად დასმა რომ გესწავლა, კარგი იქნებოდა.
23:32 / 13-09-2020
გამოხმაურება / 0 /
!
ვერაფერი გავიგე, რას ითხოვთ? დისტანციები ვანგრიოთ და ყველა ყველასთან მივუშვათ თუ რა, ჩამოყალიბდით. პახმელიაზე დაწერილს გავს.
23:23 / 13-09-2020
გამოხმაურება / 0 /
ლეკა
და ვინ თქვა, რომ კორონა ყველას კლავს, მაგრამ რა ვიცით, რომ ის ზოგიერთი ჩვენ არ აღმოვჩნდებით? (ყველას ჯვარი გეწეროთ და რეგულაციები მაინც დაიცავით). ისე, რომ ნუ აყვებით სულელურ მოწოდებებს!
20:33 / 13-09-2020
გამოხმაურება / 1 /
ლეკა-ს
მაგდენი კი არ ესმით--ახლა ინდირამ გვარიგოს კიდე ჭკუა რააა.რომ ქონდეს თავისთვის გამოიყენებდა
15:08 / 14-09-2020
ხათუნა
განათლებულო ინდირა, რას აპროტესტებ? რა გინდა? იქნებ პირბადეც არ გვჭირდება და ხელებიც არ დავიბანოთ? ძლიერი გადარჩეს? ადამიანების სიცოცხლეს რომ უფრთხილდებიან, არ მოგწონს?
18:55 / 13-09-2020
გამოხმაურება / 0 /
თათკა
ინდირა ჯგერენაია არის ძალიან გიმი, სოფლელი, ყანა ქალი, აზრებიც სულელური აქვს. ასეთი გოიმი ესტრადაზე არავინ არ არის
18:45 / 13-09-2020
გამოხმაურება / 0 /
TOPS