21 ივლისი, 2020
"21 დღე ბავ­შვის გაყ­ვა­ნა კუ­რორტზე, ეს არის საბ­ჭო­თა გად­მო­ნაშ­თი" - პედიატრ თემურ მიქელაძის რჩევები მშობლებს
მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებს ზაფხულში დასვენებასთან დაკავშირებულ არაერთ საკითხზე უწევთ გადაწყვეტილების მიღება. მშობლების ნაწილი ამ სეზონზე შესაფერისი კურორტის შერჩევით არის დაკავებული და ცდილობს, არჩევანი სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით სუფთა ჰაერის სასარგებლოდ გააკეთოს. პედიატრების ნაწილი აღნიშნავს, რომ ჯანმრთელობისთვის პოპულარულ კურორტებზე დასვენება სულაც არ არის აუცილებელი და ორგანიზმისთვის სარგებლის მიღება შესაძლოა, ჩვეულებრივ სოფლებში უფრო მეტად ეფექტური იყოს. რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა დასასვენებელი ადგილის შერჩევისას, პედიატრი თემურ მიქელაძე საუბრობს "დღის თემაში".
მისი თქმით, მშობ­ლებ­მა, რომ­ლებ­საც შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ აქვთ ბავ­შვე­ბი ძვი­რა­დღი­რე­ბულ
ად­გი­ლებ­ში და­ას­ვე­ნონ, არ უნდა იდარ­დონ, რად­გა­ნაც
მთა­ვა­რი სუფ­თა ჰა­ერ­ზე ყოფ­ნაა და შე­უძ­ლი­ათ არ­ჩე­ვა­ნი თა­ვი­ანთ სოფ­ლებ­ზე შე­ა­ჩე­რონ.

უამ­რავ პა­ცი­ენტს არ აქვს სა­შუ­ა­ლე­ბა პო­პუ­ლა­რულ კუ­რორ­ტებ­ზე წა­სას­ვლე­ლად, რად­გა­ნაც საკ­მა­ოდ ძვი­რია.

ბახ­მა­რო, მთა-თუ­შე­თი და სხვე­ბი უნი­კა­ლუ­რი კუ­რორ­ტე­ბია, უბ­რა­ლოდ იქ დას­ვე­ნე­ბა ძვი­რია და შე­ჭირ­ვე­ბულ­მა მშობ­ლებ­მა არ იდარ­დონ ამა­ზე და არ ჩათ­ვა­ლონ, რომ შვილს ყვე­ლა­ფერს ვერ უკე­თე­ბენ, შე­უძ­ლი­ათ ბავ­შვე­ბი გა­იყ­ვა­ნონ თა­ვი­ანთ სოფ­ლებ­ში", - ამ­ბობს პე­დი­ატ­რი.

მი­სი­ვე თქმით, მო­საზ­რე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ ბავ­შვი კუ­რორტზე 21 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა გყავ­დეთ და რომ სხვა შემ­თხვე­ვა­ში, მო­ზარ­დი სარ­გე­ბელს ვერ მი­ი­ღებს, მი­თია და საბ­ჭო­თა დრო­ი­დან იღებს სა­თა­ვეს.

"21 დღე ბავ­შვის გაყ­ვა­ნა კუ­რორტზე, ეს არის საბ­ჭო­თა გად­მო­ნაშ­თი, იყო 21 დღი­ა­ნი ე.წ. პუ­ტი­ოვ­კა, 21 დღი­ა­ნი შვე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბით ჩრდი­ლო­ე­თი­დან ჩა­მო­სულ ადა­მი­ა­ნებს ეძ­ლე­ო­დათ. დოგ­მა, რომ უნდა გა­იყ­ვა­ნოთ აუ­ცი­ლებ­ლად ერთი კვი­რა, 5 დღე, 9 დღე, არ­სად არ არის გა­წე­რი­ლი, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, მე არ შემ­ხვედ­რია, რომ მა­ინ­ცდა­მა­ინც და­ვუშ­ვათ 21 დღე უნდა გა­ვიყ­ვა­ნოთ. რა თქმა უნდა, რაც უფრო დიდ­ხანს იქ­ნე­ბა კუ­რორტზე ბავ­შვი, მით უფრო სა­სარ­გებ­ლოა", - ამ­ბობს თე­მურ მი­ქე­ლა­ძე, თუმ­ცა იმა­საც აღ­ნიშ­ნავს, რომ მო­ზარ­დის­თვის სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა თუნ­დაც შა­ბათ-კვი­რას ქა­ლაქ­გა­რეთ წაყ­ვა­ნაც.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS