31 მარტი, 2020
"ვიყიდე ფოცხი და ბარი..." - ქრისტინე იმედაძე ბაბუის სახლში ბაღის გაშენებას გეგმავს
კო­რო­ნა­ვირუ­სის ეპი­დე­მი­ის გამო, მსოფ­ლი­ოს მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი და­ა­ვა­დე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, სახ­ლი­დან მუ­შა­ობს და ცდი­ლობს გა­რეთ მხო­ლოდ აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში გა­ვი­დეს. მომ­ღე­რა­ლი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ქრის­ტი­ნე იმე­და­ძე სახ­ლი­დან მუ­შა­ო­ბას ვერ ახერ­ხებს, თუმ­ცა ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან თა­ვი­სუ­ფალ დროს, ქა­ლიშ­ვილ­თან ტა­ი­სია ჯა­კო­ბი­ას­თან ერ­თად სახ­ლში ატა­რებს.

დედა-შვი­ლი ახლა ქრის­ტი­ნეს ბა­ბუ­ის სახ­ლში ცხოვ­რობს, სა­დაც რო­გორც ქრის­ტი­ნემ გვი­თხრა, პა­ტა­რა ბა­ღის გა­შე­ნე­ბა­საც გეგ­მა­ვენ.



- ქრის­ტი­ნე, რა შეც­ვა­ლა თქვენ­თვის კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­ულ­მა პან­დე­მი­ამ, რო­გორ ატა­რებთ დროს სახ­ლში?

- სულ სახ­ლში ვართ მე და ჩემი შვი­ლი ტა­ი­სია, მაგ­რამ კვი­რა­ში
ერთხელ მი­წევს ტე­ლე­ე­თერ­ში ყოფ­ნა, რათა გა­ვარ­თო ხალ­ხი, რო­მე­ლიც სახ­ლშია. მე ვი­პო­ვე გა­მო­სა­ვა­ლი და ვიცი, რო­გორ გა­ვა­ტა­რო სახ­ლში დრო ჩემს სა­სი­კე­თოდ. ადეკ­ვა­ტუ­რად აღ­ვიქ­ვამ მსოფ­ლი­ო­ში შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას, ჩემს გარ­შე­მოც არა­ვინ არის პა­ნი­კა­ში, ვი­ცავთ რე­კო­მენ­და­ცი­ებს. ვიცი, რომ მთა­ვა­რია დავ­რჩეთ სახ­ლში და ასეც ვიქ­ცე­ვი.

ახლა ბევ­რი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო მაქვს, ბავ­შვო­ბი­დან მიყ­ვარს სა­ხის ნიღ­ბე­ბი და ვა­კე­თებ, მაქვს ძა­ფე­ბი და ვქსოვ. რო­გორც იცით, ბა­ლე­რი­ნა ვი­ყა­ვი, შე­სა­ბა­მი­სად თა­ვი­დან­ვე ვვარ­ჯი­შობ­დი, რო­დე­საც უშუ­ქო­ბის გამო გაკ­ვე­თი­ლი გვიც­დე­ბო­და, სახ­ლში ვვარ­ჯი­შობ­დი, სახ­ლში ვარ­ჯი­ში უცხო არ არის ჩემ­თვის.

მაქვს ჩემი ჯგუ­ფი, რო­მელ­შიც 12 ათა­სი ადა­მი­ა­ნია გა­წევ­რი­ა­ნე­ბუ­ლი და მათი სურ­ვი­ლით, მათ­თან ერ­თად ვვარ­ჯი­შობ ყო­ველ­დღე პი­ლა­ტესს. ბოლო სამი თვე ისე აე­წყო, „დიდი სცე­ნაც“ მიმ­ყავ­და, ამი­ტომ ვარ­ჯი­შის­თვის ვერ მო­ვი­ცა­ლე, ახლა კი შე­სა­ნიშ­ნა­ვი დროა ამის­თვის.



- რო­გორც ვიცი, ეზო­ში ბა­ღის გა­შე­ნე­ბა­საც აპი­რებთ...


- სა­ნამ კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მია გა­მო­ცხად­დე­ბო­და, ვი­ყი­დე ფო­ცხი და ბარი, მინ­დო­და ბა­ღის გა­შე­ნე­ბა. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი არ ვარ ამ სა­კი­თხში, ამი­ტომ ბევ­რს ინ­ტერ­ნეტ­ში ვკი­თხუ­ლობ, ბევრ რა­მეს კი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს ვე­კი­თხე­ბი. რო­დე­საც ეზოს გა­ვა­ლა­მა­ზებ, ფო­ტო­ებ­საც დავ­დებ. სახ­ლი, სა­დაც ახლა ვცხოვ­რობთ მე და ჩემი შვი­ლი, ბა­ბუ­ას სა­ხე­ლოს­ნო იყო, მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, აქ არა­ვინ ცხოვ­რობ­და, მე ეტა­პობ­რი­ვად და­ვი­წყე მისი მო­წეს­რი­გე­ბა და გად­მო­ვე­დით აქ სა­ცხოვ­რებ­ლად. გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS