18 მარტი, 2020
"რომ არა ჩემი მეუღლის ვაჟკაცობა, ქუჩაში დავრჩებოდი გათიშული" - მსახიობ მალხაზ ქვრივიშვილს გულზე ოპერაცია ჩაუტარდა
ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი მალ­ხაზ ქვრი­ვიშ­ვი­ლი რამ­დე­ნი­მე დღის წინ კლი­ნი­კა­ში მო­ა­თავ­სეს. მი­ზე­ზი ინ­ფარ­ქტი გახ­და, რის გა­მოც მსა­ხი­ობს ჯო­ე­ნის კლი­ნი­კა­ში სტენ­ტი­რე­ბა გა­უ­კე­თეს.

მისი მდგო­მა­რე­ო­ბა ახლა გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლია, მალ­ხაზ ქვრი­ვიშ­ვი­ლი თა­ვად ესა­უბ­რა AMBEBI.GE-ს, როცა ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ კი­თხვე­ბით და­ვუ­კავ­შირ­დით:

- დიდი მად­ლო­ბა მო­კი­თხვის­თვის, კლი­ნი­კა­ში ვრჩე­ბი, თუმ­ცა, უკე­თე­სად ვარ. ხომ იცით რო­გო­რაა ადა­მი­ა­ნი? წა­მია წუ­თი­სო­ფე­ლი და მეც უცებ და­მე­მარ­თა ინ­ფარ­ქტი.

- სად იმ­ყო­ფე­ბო­დით შემ­თხვე­ვის დროს, რა­ი­მე­ზე ინერ­ვი­უ­ლეთ?

- ქუ­ჩა­ში ვი­ყა­ვი, მან­ქა­ნა­ში ვი­ჯე­ქი და ტე­ლე­ფონ­ზე ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი ჩემს მე­გო­ბარს, თან მე­უღ­ლეს ვე­ლო­დე­ბო­დი, სწო­რედ
ამ დროს და­მარ­ტყა გულ­მა. რომ არა ჩემი მე­უღ­ლის ვაჟ­კა­ცო­ბა, დღეს რა იქ­ნე­ბო­და, არ ვიცი, მან გა­და­მარ­ჩი­ნა! ის რომ არა, ქუ­ჩა­ში დავ­რჩე­ბო­დი გა­თი­შუ­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა ნერ­ვი­უ­ლო­ბის მი­ზეზს, ემო­ცი­ე­ბის გა­მო­ხატ­ვა არ მიყ­ვარს, ყო­ველ­თვის ვი­ნარ­ჩუ­ნებ სიმ­შვი­დეს, რო­გორც ეტყო­ბა ამ­ჯე­რად ვე­ღარ გა­დავ­ხარ­შე გარ­შე­მო შექ­მნი­ლი პრობ­ლე­მე­ბი. გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS