პოპულარული ჟურნალისტი ახლა დროს ოჯახის წევრებთან ერთად ატარებს. „რეიტინგი“ მარიამს ესაუბრა.
- მარიამ, როდის დაბრუნდით ფლორიდიდან და რას გვეტყვით იქ გატარებულ დღეებზე?
- დავბრუნდი 12 დღეა, ვიყავი სამოთხეში დედამიწაზე, სადაც არ ვაკეთებდი არაფერს. ლამაზ კუნძულზე ვცხოვრობდი, ოკეანის სანაპიროზე. ამდენი დრო დასვენებისთვის არასდროს მქონია, ასე რომ ეს იყო საუკეთესო რელაქსაცია. ფლორიდაში ბევრი ჩემი მეგობ
- ამერიკაში წასვლის გადაწყვეტილება მაშინ მიიღეთ, როდესაც „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, რომ არა ეს მოვლენა - წახვიდოდით საქართველოდან?
- ჩემი წასვლა უკავშირდება „რუსთავი 2-ის ამბებს“. როდესაც იმ შენობიდან გამოვედი, ვერ მივხვდი, რა უნდა გამეკეთებინა, მედიაბაზარზე იყო არეულობა, პროცესებიდან მინდოდა დისტანცირება, ამიტომ წავედი. რომ არ ყოფილიყო ის მოვლენები, არ წავიდოდი. გული მწყდება, რაც მოხდა, მაგრამ დიდი გამოცდილება მივიღე. იმ მომენტში არც მქონდა, ჩემი საქმის გაგრძელების უნარი.
- აპირებთ ტელევიზიაში დაბრუნებას?
- ეკრანზე დავბრუნდები აუცილებლად. როცა წავედი, რამდენიმე თვე საინფორმაციო არც კი ჩამირთავს. როცა წავედი, ტვინმა მისგან დისტანცირება გადაწყვიტა. რაღაც დროის შემდეგ, მივხვდი მომენატრა და აუცილებლად დავბრუნდები აპრილიდან. ახლა დიდი გამოწვევის წინაშეა ქვეყანა და გული მწყდება, ამაში მე ჩართული რომ არ ვარ. კონკრეტულად რომელ არხზე დავბრუნდები, ჯერ ნამდვილად არ ვიცი.