08 მარტი, 2020
"ბაბუამ 17 წლის წინ გადაიხადა ფული ამ ბინაში, მას შემდეგ დარდით არ სძინავს" - ქეთო თოფურიძე "ჩიკას" და იმედა კახიანის სკანდალურ ბინაზე
იმე­და კა­ხი­ა­ნის ოჯა­ხი კი­დევ ერთ სკან­დალ­ში ეხ­ვე­ვა. ცოტა ხნის წინ, "მთა­ვა­რი არ­ხის" ეთერ­ში სი­უ­ჟე­ტი გა­ვი­და, სა­დაც ნათ­ქვა­მი იყო, რომ მსა­ხი­ო­ბის სახ­ლი, რო­მე­ლიც სვა­ნი­ძის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე­ობს, რე­ა­ლუ­რად "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" მსა­ხი­ობს ანა ჩი­რა­ძეს ეკუთ­ვნის.

რე­ა­ლო­ბის გა­სარ­კვე­ვად AMBEBI.GE იმე­და კა­ხი­ა­ნის შვი­ლიშ­ვილს, ქეთო თო­ფუ­რი­ძეს და­უ­კავ­შირ­და:

- 2000-იან წლებ­ში იმე­დამ სხვა ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად კერ­ძო მშე­ნე­ბელს, მურ­თაზ გვი­დი­ანს გა­და­უ­ხა­და თან­ხა, რომ­ლის თა­ნახ­მად უნდა აშე­ნე­ბუ­ლი­ყო ბინა, სა­დაც სა­ცხოვ­რებ­ლად გა­და­ვი­დო­დით. მშე­ნებ­ლო­ბა ორ წე­ლი­წად­ში უნდა დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო, თუმ­ცა, დღემ­დე არ დამ­თავ­რდა. რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა,
მურ­თაზ გვი­დი­ან­მა ეს ფარ­თე­ბი გა­ყი­და არა­ერ­თხელ სხვა­დას­ხვა პი­რებ­ზე და ყვე­ლა­ნი დავ­ზა­რალ­დით. მან წლე­ბის წინ გვი­თხრა, რად­გან თქვე­ნი ბი­ნის აშე­ნე­ბა ამ ეტაპ­ზე ვერ მო­ხერ­ხდა, სხვა ბი­ნას მოგ­ცემ­თო და გა­და­ვე­დით სხვა სა­ცხოვ­რე­ბელ ფარ­თში.
ამ შე­თან­ხმე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, წლე­ბის შემ­დეგ, გა­მოჩ­ნდა სხვა პირი, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ სახ­ლი მისი იყო და ჩვენ აღ­მოვ­ჩნდით სახ­ლის გა­რე­შე. ახლა კი ასე­თი სი­უ­ჟე­ტი გა­ვი­და ეთერ­ში, რაც ჩვენ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო. "მთა­ვა­რი არხი" რაც არის მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჯერ ბი­ძა­ჩემ­ზე, გი­ორ­გი კა­ხი­ან­ზე მო­ამ­ზა­დეს აბ­სურ­დუ­ლი სი­უ­ჟე­ტი, ახლა ჩვენს ოჯახ­ზე. სი­უ­ჟეტ­ში ამ­ბო­ბენ, თით­ქოს იმე­და კა­ხი­ა­ნი ცხოვ­რობს ანი ჩი­რა­ძის ბი­ნა­ში, რაც ტყუ­ი­ლია.

ის ბინა გუ­და­უ­რის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე­ობს, ბა­ბუ­ა­ჩე­მი ყიფ­ში­ძის ქუ­ჩა­ზე ცხოვ­რობს, ჩემი დის ანას­ტა­სი­ას სახ­ლში. ანი ჩი­რა­ძეს ესა­უბ­რა ჩემი უფ­რო­სი და, ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი და გა­ირ­კვა, ანის ჩვე­ნი არა­ნა­ი­რი ინ­ტე­რე­სი არ ჰქო­ნია. "მთა­ვა­რი არ­ხის" ნი­უ­სის გუნ­დის სი­ტყვე­ბი იყო ეს, თით­ქოს იმე­და ცხოვ­რობს ჩი­რა­ძის სახ­ლში. ეს არის დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი არხი, რო­მე­ლიც უნა­მუ­სოდ ამ­ბობს ტყუ­ი­ლებს. ისი­ნი რე­პუ­ტა­ცი­ას ულა­ხა­ვენ 82 წლის იმე­და კა­ხი­ანს, რო­მელ­მაც წე­სი­ე­რი ცხოვ­რე­ბით იცხოვ­რა და არა­ნა­ირ სი­ბინ­ძუ­რე­ში არ გა­რე­უ­ლა.

- აპი­რებთ, უჩივ­ლოთ "მთა­ვარ არხს"? გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS