რეალობის გასარკვევად AMBEBI.GE იმედა კახიანის შვილიშვილს, ქეთო თოფურიძეს დაუკავშირდა:
- 2000-იან წლებში იმედამ სხვა ადამიანებთან ერთად კერძო მშენებელს, მურთაზ გვიდიანს გადაუხადა თანხა, რომლის თანახმად უნდა აშენებულიყო ბინა, სადაც საცხოვრებლად გადავიდოდით. მშენებლობა ორ წელიწადში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, დღემდე არ დამთავრდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა,
ამ შეთანხმების მიუხედავად, წლების შემდეგ, გამოჩნდა სხვა პირი, რომელმაც განაცხადა, რომ სახლი მისი იყო და ჩვენ აღმოვჩნდით სახლის გარეშე. ახლა კი ასეთი სიუჟეტი გავიდა ეთერში, რაც ჩვენთვის მოულოდნელი იყო. "მთავარი არხი" რაც არის მოგეხსენებათ, ჯერ ბიძაჩემზე, გიორგი კახიანზე მოამზადეს აბსურდული სიუჟეტი, ახლა ჩვენს ოჯახზე. სიუჟეტში ამბობენ, თითქოს იმედა კახიანი ცხოვრობს ანი ჩირაძის ბინაში, რაც ტყუილია.
ის ბინა გუდაურის ქუჩაზე მდებარეობს, ბაბუაჩემი ყიფშიძის ქუჩაზე ცხოვრობს, ჩემი დის ანასტასიას სახლში. ანი ჩირაძეს ესაუბრა ჩემი უფროსი და, ნინი ბადურაშვილი და გაირკვა, ანის ჩვენი არანაირი ინტერესი არ ჰქონია. "მთავარი არხის" ნიუსის გუნდის სიტყვები იყო ეს, თითქოს იმედა ცხოვრობს ჩირაძის სახლში. ეს არის დეზინფორმაციის გამავრცელებელი არხი, რომელიც უნამუსოდ ამბობს ტყუილებს. ისინი რეპუტაციას ულახავენ 82 წლის იმედა კახიანს, რომელმაც წესიერი ცხოვრებით იცხოვრა და არანაირ სიბინძურეში არ გარეულა.
- აპირებთ, უჩივლოთ "მთავარ არხს"? გაგრძელება