- იუნა, დიდი ხნის ოცნება აისრულე და ტელევიზიაში დაიწყე მუშაობა...
- ორმხრივი სურვილი იყო, რომ „მეცხრე არხზე“ დამეწყო
- იუნა შაფათავა რატომღაც ღამის გადაცემის წამყვანად უფრო აღიქმებოდა...

- ვინ იქნებიან გადაცემაში შენი სტუმრები?
- პირველ სტუმრად დათო ხუჯაძე მყავდა. ძალიან მადლიერი ვარ მისი. ასევე მეყოლებიან „უმა თურმანის“ მომღერლები, ანჟელიკა ვარუმი, ლეონიდ აგუტინი, რობერტ სტურუას ვესტუმრე. დაგველო-დეთ მე და გივი სიხარულიძეს (იცინის). როგორც კი მომეცა შესაძლებლობა, მასთან სტუმრად წავედი. არაჩვეულებრივად შემხვდა, ახლაც მაჟრიალებს. ვიცი, რომ ბევრი დაელოდება ამ გადაცემას. მე ცარიელი ხელით მივედი და თავად არაჩვეუ-ლებრივი კონიაკით გაგვიმასპინძლდა, თავბრუდახვეული გამოვედი იქიდან.
- ალბათ განსაკუთრებული ეთერი იქნება, გივი სიხარულიძე ხომ ყოველთვის სკანდალურია.
- გივი ჩემთვის სკანდალური არ არის, უბრალოდ კოლორიტული პიროვნებაა, ქარიზმატული და დასამახსოვრებელი. უამრავი კომპლიმენტი მითხრა, ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩაწერის მეორე დღეს პარიზში გაფრინდა, თემურ ბაბლუანის ფილმში იღებენ. სხვათა შორის, ძალიან მინდა თემურ ბაბლუანის გაცნობა და მასთან ინტერვიუს ჩაწერა.
- რა გამოხმაურება მოჰყვა პირველ გადაცემას, ვიცი, რომ ბევრი „მტერი“ გყავს...

- იუნა, ყოველთვის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერად მოიაზრებოდი...
- მე სამართლიანობის მხარეს ვარ. თუ „ოცნება“ გააკეთებს ისეთ რამეს, რაც ჩემთვის მიუღებელი იქნება, ამას ხმამაღლა ვიტყვი. ცხოვრების ბევრ ეტაპზე მე და ჩემს უმცროს და სოფიკოს, ამის გამო ბევრი დაბრკოლება შეგვხვდა. დავკარგე ბავშვობის მეგობარი, მეჯვარე, უთხრეს, ვიცით, ვისთან მეგობრობო. ჩემი ტყუპისცალი დეა დიდი ხანია „ქართუ ჯგუფში“ მუშაობს. მე უბრალოდ დეას და ვარ და მაშინ ამიტომ დავკარგე სამსახური. ახლა „ნაციონალების“ მხარდამჭერები ჩივიან და ამის გამოა იძულებული ახალი მთავრობა, შეინარჩუნონ ძველი კადრები, საბოლოოდ კი საქმე ზარალდება.
- მართალია, ხშირად თავს არიდებ კონკრეტულ პოლიტიკურ პერსონებზე საუბარს, მაგრამ პრეზიდენტის დღევანდელ მდგომარეობას როგორ შეაფასებდი?
- ამას გეტყვით, როგორც დამოუკიდებელი ადამიანი. საკმაოდ ამბიციური ლოზუნგი აწერია მის სასახლეს, „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“, - ზოგს ალბათ ბოროტება და სიკეთე თავისებურად ესმის. ყველას გარკვეული ეტაპი აქვს და შეიძლება, მიშა სააკაშვილი სხვა ამპლუაში დაგვიბრუნდეს. სხვათა შორის, საუკეთესოდ წაიყვანდა თოქშოუს, ასევე სიამოვნებით მოვიწვევდი ჩემს გადაცემაში.
- ახალ საპრეზიდენტო კანდიდატზე, გიორგი მარგველაშვილზე რას იტყვი?
- თქვენ ის ხუმრობა იცით, მე რომ მინდოდა, პირველი ლედი გავმხდარიყავი?!. ვოცნებობდი, რომ თავისუფალი ახალგაზრდა მოსულიყო ხელისუფლებაში (იცინის). მარგველაშვილს პირადად არ ვიცნობ, თუმცა ყველა ძალიან აქებს. არ ვარ პოლიტიკურად აქტიური. არ განვიხილავ პოლიტიკოსებს, როგორც მამაკაცებს, კენედი რომ ყოფილიყო ჩვენი პრეზიდენტი და მე მერილინ მონრო ვყოფილიყავი, თავს ავარიდებდი მასთან ურთიერთობას.
- თუმცა პირველი ლედობა გინდოდა...
- (იღიმება) დიახ, მინდოდა, ვის არ უნდა... მინდა, ბევრი რამ შეიცვალოს სიკეთისკენ. პირველი ლედობა ბევრ მოგზაურობას უკავშირდება. რამდენიმე ენა ვიცი, მიყვარს ხალხთან ურთიერთობა...
- სოციალურ ქსელში მუდმივად გამოირჩევი სკანდალური სტატუსებით.
- ჩვენთან სკანდალი სიმართლის თქმას ჰქვია. სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვანაირი ვარ. შეცდომები ყველას მოსდის, მაგრამ ცუდი არავისთვის მინდა. ყველას ჯანმრთელობას, ბედნიერებას, კარგად ყოფნასა და პოზიტიურ ცხოვრებას ვუსურვებ.
- შენს საყვარელ თემაზე, სიმღერაზე გადავიდეთ...
- დიახ, ვმღერი და რატომღაც ხაზს არასოდეს უსვამენ, რომ ლექსებს და მოთხრობებს ვწერ. რამდენიმე თვის წინ ფრანგული სიმღერა ჩავწერე. ცოტა ხნის წინ დამიკავშირდა ჯგუფი „ერთი მეოთხედის“ პროდიუსერი ლიკანა ჭელიძე და შემომთავაზა, მათთან ერთად ქართული სიმღერა მემღერა. ერთ-ერთ კლუბში ვიმღერეთ. ცოტა ვღელავდი, რადგან ქართული სიმღერა რთულია.
- სასიამოვნო მოვლენა მოხდა თქვენს ოჯახში, რამდენიმე თვის წინ დისშვილი შეგეძინა.

- სიძე გაგვაცანი...

- შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?
- არაფერი, დღეს მოვდიოდი ინტერვიუზე და ვფიქრობდი, ამდენს ლაპარაკობენ ჩემზე, გარყვნილს, გათახსირებულს მეძახიან და ერთი კაციც არ ფიგურირებს ჩემ გვერდით, ვისთანაც ვირყვნები და ვთახსირდები (იცინის). ერთი ქმარი მყავდა და მორჩა.
- იუნა, შენი ყოფილი მეუღლე ციხიდან ხომ არ გამოსულა ამნისტიის შემდეგ?
- არა, მალე გამოვა და წინასწარ ვამბობ, რომ მომკლავს ამ ფოტოების, ფილმებისა და ვიდეოების გამო (იცინის). ჩვენ 2007 წლიდან ოფიციალურად გაშორებულები ვართ.
- შერიგება რომ გთხოვოს, არ შეურიგდები?
- არც თვითონ მთხოვს და არც მე შევურიგდები. ტელეფონზე მირეკავს, ვმეგობრობთ. სოფიკოსთანაც მეგობრობს. ორივე სპორტსმენია და უგებენ ერთმანეთს. ჩვენი შერიგება გამორიცხულია.
- შეყვარებული არ ხარ, მაგრამ ალბათ თაყვანისმცემლების ნაკლებობას არ უჩივი.
- თაყვანისმცემლებისგან მე ვიცი ყვავილები, ყურადღება, მაგრამ კაცებს დაავიწყდათ ასეთი რაღაცები. ამ ბოლო დროს სულ ვწუწუნებ და ისეთი იარლიყი ამკიდეს, რომ კაპრიზული ვარ. უბრალოდ, მინდა, გვერდით ნამდვილი მამაკაცი მყავდეს, პატრიოტი, ვაჟკაცური, უპირობოდ რომ ვეყვარები. ასევე ძალიან ტრადიციუ-ლი.
- როგორ ფიქრობ, ასეთი ტრადიციული და პატრიოტი მამაკაცი...
- მე ცოლად არ მომიყვანს (იცინის)?..
- არა, უბრალოდ, მგონია, რომ, მინიმუმ, ჩაცმაზე მაინც დაგიწესებს შეზღუდვას.
- არა მგონია, ჩაცმა არაფერს წყვეტს. კინოში შეიძლება გაიხადო და ეს რეალურ ცხოვრებაში არ უნდა აურიო. ფილმში შეიძლება შიზოფრენიკი და მკვლელი ვითამაშო, მაგრამ რეალურ ცხოვრებაშიც ხომ ასეთი არ ვარ.
- რა თქმა უნდა, არა, მაგრამ რამდენიმე დღის წინ ინტერნეტსივრცეში საკმაოდ ცუდი კამპანია დაიწყეს. გიორგი მარგველაშვილის მეორე ნახევრის, მაკა ჩიჩუას სურათი ამოჭრეს ფილმიდან, სადაც მაკა საცურაო კოსტიუმშია გადაღებული და საკმაოდ ცუდ კონტექსტში გაავრცელეს...
- მაკა ჩიჩუა „მეცხრე არხის“ მთავარი მხატვარია და იმდენად ინტელიგენტი ქალბატონია, როდესაც შევხვდი, ვიფიქრე, ნუთუ ასეთი დახვეწილი გემოვნების ადამიანები არსებობენ-მეთქი. როდესაც დედამ მითხრა, მარგველაშვილია პრეზიდენტობის კანდიდატიო, მაშინვე ვუთხარი, ვაიმე, დედა, ახლა მაკაზე ილაპარაკებენ, „გაიღიმე“-ში რომ საცურაო კოსტიუმით დგას-მეთქი. ორ საათში და-მირეკა და მითხრა, საიდან იცოდი, რომ ასე იქნებოდაო?! ვიცოდი, იმიტომ, რომ ჩვენთან ასე ხდება. იმ ფილმში არაფერი ისეთი არ ხდება და მაკას გარდა კიდევ ცხრა ქალი თამაშობს და ყველა საცურაო კოსტიუმშია. ცხოვრებაში ხომ გვძინავს, ტუალეტშიც დავდივართ, საცურაო კოსტიუმითაც, კბილებსაც ვიხეხავთ და სექსიც გვაქვს, თუ ეს ეკრანზე ჩანს, თითით საჩვენებელი ხდები. მაინტერესებს, ცხოვრებაში რას აკეთებენ, ღმერთები არიან?
- დასასრულ გკითხავ, ცხოვრებაში ორი ოცნება ერთდროულად აიხდინე, მღერი და გადაცემა გაქვს, კიდევ რა დაგრჩა საოცნებო?
- არ მეშინია ვთქვა, რომ მინდა, ისეთი ადამიანი ვიპოვო, ვინც ცხოვრების მეგზურობას გამიწევს, თუმცა ეს დიდ უტოპიად მიმაჩნია. უნდა დავფიქრდე, როგორი ადამიანი მინდა მყავდეს გვერდით და ოცნება უფრო მარტივად ასახდენი გახდება.
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი „რეიტინგი“