04 მარტი, 2020
"ოჯახსაც შევქმნი და, მე მგონი შვილიც არ არის გვიან" - გიორგი წერეთლის ინტერვიუ ლოლასთან დაშორების შემდეგ
პოპულარული სიმღერების ავტორ-შემსრულებელმა, გიორგი წერეთელმა მეუღლესთან ლოლა წერეთელთან გაშორების შემდეგ დუმილი ჟურნალ "სარკესთან" დაარღვია, წყვილის მიერ შესრულებულმა სიმღერებმა საზოგადოებაში პოპულარობა მალევე მოიპოვა.

რა მოხდა რეალურად პოპულარულ ცოლ-ქმარს შორის და რატომ დაშორდნენ ისინი, დღემდე გამოცანად რჩება, ფაქტი კი ერთია, ისინი დუეტში სცენაზე აღარასოდეს იმღერებენ.

"ეს პირველი ინტერვიუა მას შემდეგ, რაც ჩემს ცხოვრებაში ეს მოვლენები განვითარდა. ვთვლი, რომ ამ თემაზე საუბარი საჭირო არ არის. ჩვენი ურთიერთობა, რომ მარტო დუეტი ყოფილიყო, მაშინ აუცილებლად ვისაუბრებდი ჩვენს დაშლაზე, რადგან ეს
დუეტი თავიდან ბოლომდე ჩემი შექმნილი იყო.

"გიორგის და ლოლიტას დუეტი" ჩემი პროექტი იყო, მაგრამ ამასთან ერთად იყო ოჯახური ურთიერთობები, რომლებზე საუბარსაც არასოდეს ვაპირებ. ჩვენმა დუეტმა ორივეს დიდი წარმატება მოგვიტანა. ჩვენ ისე დავიშალეთ, რომ მისთვის არ ამიკრძალავს იმ სიმღერების შესრულება, რომლებსაც დუეტში ვმღეროდით და მე მეკუთვნის. ერთი რამ ზუსტად ვიცი, რომ მომავალში მსგავს დუეტს აღრ გავაკეთებ", - თქვა გიორგი წერეთელმა.

ასევე მომღერალმა "სარკესთან" თქვა, რომ ის აპირებს მესამე ოჯახის შექმნას.

"ოჯახსაც შევქმნი და, მე მგონი შვილიც არ არის გვიან."
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
გიორგი
ყველაფერი ფულის გულიზა (ანუ ამ ქალმა ფულიც გაშოვინა და პოპულარულიც გაგხადა) თორემ თქვენ არ იყავით წყვილები
09:47 / 06-03-2020
გამოხმაურება / 0 /
ნუ
შენ თუ სხვას მოიყვან ლოლიტა ბევრად შენზე უკეთეს გაჰყვება ძალიან დიდი წარმოდგენა გაქვს შენს თავზე და ამ დროს არაფერი კაცი არ ხარ. წაიკითხე კომენტარები ლოლიტას მიმართ თუ როგორ უყვარს ხალხს ეს ქალბატონი. მახსოვს პროფილში თავიდან რომ მიგიწვიეს როგორი შეყვარებული იყავი ლოლიტაზე და როგორ აბოდებდი ნუნუკა
00:20 / 06-03-2020
გამოხმაურება / 0 /
გუკა
დიდი დანაკლისია ქართული ხელოვნებისთვის. )))
19:47 / 05-03-2020
გამოხმაურება / 0 /
France
როდიდან გახთი სომხური სიმხერების აფტორი ქართულ ენაზე ???
19:22 / 05-03-2020
გამოხმაურება / 0 /
TOPS