04 მარტი, 2020
"დედა რომ გარდაიცვალა, მამა სამსახურში აღარ დადიოდა... გადაგვატანინა ეს ტრაგედია" - რას ყვება პაატა იმნაძის ოჯახზე მისი ქალიშვილი
მას შემ­დეგ, რაც კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­სა­ხებ გახ­და ცნო­ბი­ლი, ყო­ველ­დღი­უ­რად მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძი­სა და პა­ა­ტა იმ­ნა­ძის ბრი­ფინ­გებს ელო­დე­ბა. საქ­მის მიღ­მა, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის სფე­რო­ში ქვეყ­ნის ნო­მერ პირ­ვე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბაც ყვე­ლას აინ­ტე­რე­სებს.

ამ­ჯე­რად AMBEBI.GE პა­ა­ტა იმ­ნა­ძის ოჯახს გა­გაც­ნობთ. 67 წლის მეც­ნი­ე­რი ორი ქა­ლიშ­ვი­ლის მა­მაა. პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე - მაკა მეძ­მა­რი­აშ­ვი­ლი 2011 წელს, სიმ­სივ­ნით და­ე­ღუ­პა. წყვილს ტყუ­პი ქა­ლიშ­ვი­ლი დარ­ჩა, რომ­ლე­ბიც დე­დის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ, მა­მას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად და­უ­ახ­ლოვ­დნენ.



2017 წელს, პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ ბი­ო­ლოგ ხა­თუ­ნა გო­გე­ლი­ა­ზე იქორ­წი­ნა.


AMBEBI.GE და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი
ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გილ­ის ქა­ლიშ­ვილს, ლიზი იმ­ნა­ძეს ესა­უბ­რა. მისი ტყუ­პის­ცა­ლი ტატა, მა­მის გზას გაყ­ვა.



- მე და ტატა ტყუ­პე­ბი ვართ. სხვა­თა ­შო­რის, ტატა ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში მუ­შა­ობს, მას ჯერ კი­დევ ბავ­შო­ბი­დან ჰქონ­და მა­მის პრო­ფე­სი­ი­სად­მი ინ­ტე­რე­სი. პა­ა­ტა ყო­ველ­თვის და­კა­ვე­ბუ­ლი იყო, თით­ქმის სულ სამ­სა­ხურ­ში, მაგ­რამ ყო­ველ­თვის ცდი­ლობ­და, შა­ბათ-კვი­რას გა­მო­ე­ნა­ხა დრო და სად­მე წა­ვეყ­ვა­ნეთ. ვსე­ირ­ნობ­დით ვა­კის პარკში, რო­გორც შე­ეძ­ლო, ისე გვით­მობ­და დროს.

მა­შინ ვი­ცო­დით, რომ მამა დი­რექ­ტო­რი იყო (1992 წლი­დან იმ­ნა­ძე და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი გახ­ლდათ, ავტ.) და ტე­ლე­ვი­ზი­ით ხში­რად ჩან­და. ჩვენ­თვის მამა იყო ყვე­ლა­ზე ჭკვი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ყვე­ლა კი­თხვა­ზე ჰქონ­და პა­სუ­ხი.



- დები გუ­ლახ­დი­ლე­ბი იყა­ვით მა­მას­თან?

- პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე მა­მას­თან არ ვსა­უბ­რობ­დით, მაგ­რამ ძა­ლი­ან გამ­გე­ბი იყო, გვენ­დო­ბო­და და არა­სო­დეს არ ჰქო­ნია ის მო­მენ­ტი, მშობ­ლებ­მა რომ იცი­ან, მე­გობ­რებ­თან "ჩა­მო­რეკ­ვა". ჩვენც არა­სო­დეს ვა­ტყუ­ებ­დით. თან როცა ჩვენ­თან ერ­თად იყო, იმ­დე­ნად ავ­სებ­და იმ დროს, ვერ ვი­ტყვი, რომ რა­ღაც დავ­კარ­გეთ მა­შინ. ახ­ლაც ასეა, ყო­ველ­თვის გა­მო­ნა­ხავს დროს, მო­ვი­დეს და მნა­ხოს მეც, ჩემი შვი­ლე­ბიც.

- დე­და­ზე მოგ­ვი­ყე­ვით, ძა­ლი­ან ლა­მა­ზი დედა გყავ­დათ...

- დედა, მაკა მეძ­მა­რი­აშ­ვი­ლი მხატ­ვა­რი იყო. დე­დას­თან უფრო მეტ დროს ვა­ტა­რებ­დით. ბავ­შვო­ბა­ში ყველ­გან თან დავ­ყავ­დით, სა­დაც და­დი­ო­და. ძა­ლი­ან გვიყ­ვარ­და ოჯახს ერ­თად დას­ვე­ნე­ბა, ბედ­ნი­ე­რე­ბი ვი­ყა­ვით, ოთხი­ვე თუ შე­ვიკ­რი­ბე­ბო­დით და სად­მე წა­ვი­დო­დით...გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS