02 მარტი, 2020
ნუკი კოშკელიშვილი დედობამ გადარია - „ნუ დააკნინებთ სახლში მჯდომ დედებს...“
ნუკი კოშკელიშვილი საქართველოში მეუღლესთან და შვილთან ერთად იმყოფება. ცდილობს, ზამთარსა და ზაფხულში აუცილებლად ჩამოვიდეს. ბევრი რამ შეცვლილი ხვდება, მაგრამ ადამიანებს შორის დამოკიდებულება უცვლელია. ნუკის მთელი სამყარო ახლა შვილის გარშემო ბრუნავს…

ნუკი კოშკელიშვილი:

ძირითადად, ვცდილობ ხოლმე, საქართველოში ზაფხულსა და ზამთარში ჩამოვიდე.

რაიმე გხვდება ხოლმე შეცვლილი?

კი, ყოველ ჯერზე რაღაცები იცვლება. მახსოვს, პირველ ჯერზე დიდი ხანი ვერ ჩამოვედი, დაახლოებით ერთი წელი ვიყავი აშშ-ში, რადგან საბუთებს ველოდებოდი და ჩემთვის მგზავრობა არ შეიძლებოდა. რომ ჩამოვედი, ფული დამხვდა შეცვლილი. ვეღარ
ვცნობდი. რომ წავედი, სხვა ფული იყო, დაბრუნებისას – სხვა. ჰო… რაღაცები მხვდება ხოლმე შეცვლილი, მაგალითად, გზები (იცინის).

შეეჩვიე აშშ-ში ცხოვრებას?


კი, კი, შევეჩვიე. პირველი წელი გაუსვლელად რომ ვცხოვრობდი, გამიჭირდა, მეორე წელიც, მეტ-ნაკლებად. ახლა კი მიმაჩნია, რომ ისიც სახლია და ესეც, უბრალოდ, საქართველო სამშობლო-სახლია.



რა განსხვავებებია?


არქიტექტურა, ადამიანები, კულტურა. ადამიანების დამოკიდებულებები ძალიან განსხვავდება. ახლა ხომ მოვრჩები ინტერვიუს? წავალ ჩემს დაქალთან სტუმრად ყავის დასალევად, იქ კი წინასწარ უნდა შეუთანხმდე, ყველას თავისი განრიგი აქვს. პლუს, იქ ძალიან კორექტულები არიან. ახლა შენ შემხვდი და მითხარი, რომ პირველად მნახე შავებში. ამას ამერიკელი არასდროს გეტყვის. ვაი და, შავები იმიტომ გაცვია, რომ მოწყენილი ხარ. არავინ გეტყვის, როგორი გამხდარი ან როგორი გასუქებული ხარო. ჩვენ ასეთი რაღაცების თქმა არ გვიჭირს. მე ეს ძალიან მიჭირს, რადგან პირდაპირი ადამიანი ვარ. მე პირველი ვარ, ვინც ადამიანს ეტყვის, უი, ტუჩი გაიკეთე? როგორ გიხდება… და ა.შ. იმ რეალობაში სულ არაკორექტული ადამიანი ვარ, მაგრამ შემექმნა ჩემი წრე, რომელიც ჩემს პირდაპირობას შეეგუა. ხვდებიან, რომ როდესაც რაღაცას ვამბობ, ვამბობ კარგი გულით.

კაშკაშა ცხოვრება გქონდა აქ, ახლა კი ოჯახურად ცხოვრობ…

ყველაფერს აქვს თავისი ეტაპი. ახალგაზრდა რომ ვიყავი, იყო სიყვარულები, მოდელობა, სხვა რამ… ახლა ჩემს ცხოვრებაში სხვა ეტაპი დადგა. არის ოჯახი, ბავშვი, ამიტომაც ვაკეთებ აქცენტს, რადგან ჩემი რეალობა ესაა.

დედობამ გადაგრია, როგორც ვხვდები…


გიჟივით ვარ. ყველაფერი შეცვალა, არაფერი დარჩა იგივე, რაც იყო. ნაბიჯს რომ ვდგამ, სამჯერ ვფიქრობ, რანაირად შეიძლება, ეს ნაბიჯი ბავშვს დაუკავშირდეს. ყვეალფერი ჩემთვის ბავშვს უკავშირდება, ახლაც შენ გესაუბრები და ერთი სული მაქვს, სახლში წავიდე ბავშვთან. იხილეთ ვრცლად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS