ტატას უყვარდა ხელოვნება, ხატავდა, აკეთებდა ჩანაწერებს და სკოლაშიც გამორჩეული მოსწავლე იყო. ტრაგედიის შემდეგ, ნუკრიმ და თიკომ შვილის სახელზე ტაძრის მშენებლობა დაიწყეს, რაშიც მეგობრები და უცნობი ადამიანებიც ეხმარებიან.
ცოტა ხნის წინ, თიკო ჩხეიძემ და ტატას ნათლიამ ნინუკა გაგუამ, გადაწყვიტეს შეექმნათ სტარტაპი, რომელსაც "ტატა" ჰქვია და ბავშვების განვითარებაზე იქნება ორიეტირებული.
დეტალურად
- თიკო, გვიამბეთ, რა გახდა ამ სტარტაპის შექმნის იდეა.
- ეს იდეა სპონტანურად დაიბადა და გაგრძელებაც ბუნებრივად მოჰყვა. საუბარია სივრცეზე ბავშვებისთვის, სადაც პატარები განვითარდებიან, მიიღებენ მათთვის საინტერესო ინფორმაციას, რაც ჩამოყალიბებაში დაეხმარებათ. შემეცნებით-გასართობი პროექტი იქნება, თანამედროვე ტრენდების მიხედვით შექმნილი და ნებისმიერი ასაკის ბავშვს დააინტერესებს.
ინფორმაციას მათ, ანიმაციური გმირი გაუზიარებს, რომელსაც "ტატა" ჰქვია და ჩემს გოგონას ჰგავს ხასიათით და ინტერესებით.
ნინუკა გაგუა: ამ სტარტაპის იდეა ტატას სიცოცხლის გაგრძელებაა, მის მიერ შექმნილი სამყაროს გადმოცემა და აწმყო დროში გოგონას არსებობა, რომელსაც ბევრი აქვს სათქმელი თანატოლებისთვის და არამხოლოდ მათთვის. ეს ანიმაციური გმირი "ტატა" ხდება ელჩი ყველაფერი ქართულისა, რაც ბავშვებს ეხებათ.
ის მისაბაძი უნდა გახდეს პატარებისთვის, თავისი ჩაცმის სტილით, საუბრით და განვითარებით. ვფიქრობ, დროულია ქართულ ინტერნეტსივრცეში ამ გმირის შემოსვლა, რადგან განვითარების პერიოდში მყოფი ბავშვის ფსიქოლოგია საჭიროებს გმირს, რომელსაც მიბაძავს და მისთვის სამაგალითო იქნება. მათ ეყოლებათ ტატა, მათ ენაზე მოსაუბრე, რომლის მიმართ ნდობა ექნებათ და მის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია საინტერესო, ამავე დროს დასამახსოვრებელი და სასარგებლო იქნება.
- სად არის ხელმისაწვდომი ანიმაციური გმირი "ტატა" მოზარდებისთვის?
- ის უკვე არის ხელმისაწვდომი "ინსტაგრამსა" და "ფეისბუქზე", თუმცა, დიდ მასშტაბებზე ჯერჯერობით არა. ეტაპობრივად ვვითარდებით და არსებული იდეების გაცხრილვის შემდეგ, ხდება საინტერესო იდეების განხორციელება. მთავარი მიმართულება და ზუსტი სამოქმედო გეგმა გაწერილი გვაქვს, პროექტი არაკომერციულია და სრულიად ჩვენი რესურსით არის შექმნილი.
მთავარი, რაც გვამოძრავებს, ამ გოგონას საშუალებით ღირებულის შექმნაა, ტატას სახელით სიკეთის კეთების გაგრძელება, ის არის მოტივაცია და არის ის, ვინც მკაფიოდ გვაჩვენებს, როგორ უნდა ვესაუბროთ ბავშვებს.
- თიკო, მეუღლე გეხმარებათ ამ საქმეში თუ სხვა ადამიანები?
თიკო ჩხეიძე: ნუკრი, რასაკვირველია, მეხმარება მორალურად, თუმცა, ფიზიკურად ვერ ახერხებს თავისი გრაფიკიდან გამომდინარე, მან მენეჯერობა შეითავსა და ფეხბურთელებს ეხმარება სხვადასხვა საფეხბურთო კლუბებთან ურთიერთობაში. გაგრძელება