14 თებერვალი, 2020
რისი მოსმენის საშუალება არ მიეცა "დიდი სცენის" მაყურებელს
პრო­ექ­ტი "დიდი სცე­ნა" ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლის­თვის ემ­ზა­დე­ბა. რო­გორც პრო­დი­უ­სე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, კონ­კურ­სან­ტე­ბი გე­ნი­ა­ლუ­რი stevie wonder-ის ტურს წარ­მო­ად­გე­ნენ. თუმ­ცა, ამ ტურს, გა­სულ კვი­რას, შე­სა­ნიშ­ნა­ვი ქარ­თვე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რის ბი­ძი­ნა კვერ­ნა­ძის ტური უძღო­და. პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა კომ­პო­ზი­ტო­რის უკ­ვდა­ვი სიმ­ღე­რე­ბი ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლის ორ­კესტრთან ერ­თად შე­ას­რუ­ლეს.

AMBEBI.GE-ს სა­კუ­თარ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას უზი­ა­რებს პრო­ექ­ტისა და "რუს­თა­ვი 2"-ის მუ­სი­კა­ლუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლი ნანა გვარ­მი­ა­ნი:

­- ბი­ძი­ნა კვერ­ნა­ძის სიმ­ღე­რე­ბის არ­შეს­რუ­ლე­ბა და­ნა­შა­უ­ლი იქ­ნე­ბო­და, რად­გან ყო­ვე­ლი მისი სიმ­ღე­რა მარ­გა­ლი­ტია. ახა­ლი თა­ო­ბის­თვის ცოტა რთუ­ლია ქარ­თუ­ლი მუ­სი­კის შეს­რუ­ლე­ბა, ამი­ტომ, არ იყო მარ­ტი­ვი ამო­ცა­ნა, რო­დე­საც კონ­კურ­სში დიდი
კომ­პო­ზი­ტო­რის შე­მოქ­მე­დე­ბას შე­ვე­ხეთ. ეს დიდ კულ­ტუ­რას, სიმ­ღე­რის უნარ-ჩვე­ვე­ბის ცოდ­ნას მო­ი­თხოვ­და.


შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კაც უნდა გა­აჩ­ნდეს მომ­ღე­რალს, რომ შეძ­ლოს, კარ­გად იმ­ღე­როს ბი­ძი­ნა კვერ­ნა­ძის ნა­მუ­შევ­რე­ბი, რო­მელ­საც აბ­სო­ლუ­ტუ­რად ქარ­თუ­ლი მე­ლო­დია, ინ­ტო­ნა­ცია, მუ­სი­კა, ფრა­ზა აქვს. მოკ­ლედ, ამ ყვე­ლაფ­რის დაძ­ლე­ვა ყვე­ლა კონ­კურ­სან­ტის­თვის საკ­მა­ოდ რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. ამი­ტომ, წი­ნას­წარ ვი­ცო­დით, რომ ამ სირ­თუ­ლე­ე­ბის გამო ყვე­ლა­ფე­რი იდე­ა­ლუ­რად გა­და­ლა­ხუ­ლი არ იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ ასეთ ბა­რი­ე­რებს არ უნდა შე­ვუ­შინ­დეთ და არ უნდა ავი­რი­დოთ თა­ვი­დან ის, რომ მისი სიმ­ღე­რე­ბი არ შე­ვას­რუ­ლოთ. თუ მათ არ ვიმ­ღე­რებთ, გა­მო­დის, რომ აღა­რა­ვინ შე­ე­ხე­ბა მის სა­ო­ცარ მუ­სი­კას. ამი­ტომ მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვე­ცა­დეთ.



ბი­ძი­ნა კვერ­ნა­ძის ტური ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლის იდე­აც იყო. კონ­კურ­სან­ტე­ბი და სიმ­ღე­რე­ბი ერ­თობ­ლი­ვად შე­ვარ­ჩი­ეთ, გა­და­ვა­ნა­წი­ლეთ, ვინ რო­მელ სიმ­ღე­რას მო­იხ­დენ­და. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­ინ­ტე­რე­სო ომა ფა­ვო­რის შემ­თხვე­ვა იყო, რად­გან გე­ნი­ა­ლუ­რი "ვარ­დე­ბი არ არი­ან" მო­ამ­ზა­და, რომ­ლის სხვადასხვა ვერ­სია მა­ნამ­დე არა­ერ­თხელ მოგ­ვის­მე­ნია (ქა­ლის, მა­მა­კა­ცის შეს­რუ­ლე­ბით). ომას შემ­თხვე­ვა­ში უკვე ფე­რად­კა­ნი­ა­ნის შეს­რუ­ლე­ბით იქ­ნე­ბო­და ის, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, მან ეს ვერ შეძ­ლო, რად­გა­ნაც პრო­ექ­ტის და­ტო­ვე­ბა მა­ნამ­დე მო­უხ­და. ვფიქ­რობ, ზო­გა­დად კარ­გად გა­არ­თვა ამ ყვე­ლე­ფერს თავი.

მარ­თა­ლია, მა­ყუ­რე­ბელს მისი ნამ­ღე­რი "ვარ­დე­ბის" მოს­მე­ნის სა­შუ­ლე­ბა არ მი­ე­ცა, მაგ­რამ მო­ის­მი­ნეს, მისი დუ­ე­ტი სიმ­ღე­რით - "ფოთ­ლე­ბი რომ ჩურ­ჩუ­ლე­ბენ". ამ ყვე­ლაფ­რით კი დამ­ტკიც­და, რომ ბი­ძი­ნა კვერ­ნა­ძის მუ­სი­კა არის სა­ერ­თა­შო­რი­სო. ომამ დუ­ე­ტი ლუ­კას­თან ერ­თად შე­ას­რუ­ლა. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი მუ­სი­კა­ლუ­რია, მუ­სი­კა­ლუ­რი ინ­ტუ­ი­ცია აქვს, მა­შინ ყვე­ლა­ფერს ახერ­ხებს. ნე­ბის­მი­ერ ქარ­თველ­ზე ნაკ­ლე­ბად არ შე­უს­რუ­ლე­ბია, რად­გა­ნაც მან სიმ­ღე­რის სწო­რად გა­გე­ბა შეძ­ლო.

- ზო­გა­დად კონ­კურ­სან­ტებ­ზე რას იტყვით?


- კონ­კურ­სან­ტებ­მა ამ ყვე­ლა­ფერს მეტ-ნაკ­ლე­ბად ნორ­მა­ლუ­რად გა­არ­თვეს თავი. სა­ერ­თოდ ნე­ბის­მი­ე­რი ტური მათ­თვის სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბაა. ამ­ჯე­რად ეს სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კესტრთან პირ­ვე­ლი შე­ხე­ბა იყო, რაც დამ­წყე­ბი მომ­ღერ­ლის­თვის დიდი ბედ­ნი­ერე­ბა და პა­ტი­ვი გახ­ლავთ. ამას­თან, ვფიქ­რობ, მათ­თვის სა­სი­ა­მოვ­ნოც იყო ეს ყვე­ლა­ფე­რი. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ამ ყვე­ლა­ფერს და­ა­ფა­სე­ბენ და მათ გო­ნე­ბა­ში ეს გა­მოც­დი­ლე­ბა შე­სა­ბა­მი­სად და­ი­ლე­ქე­ბა.



- თა­ვად კონ­კურ­სზე რას იტყვით? ასე­თი ფორ­მა­ტის კონ­კურ­სი ეთერ­ში პირ­ვე­ლად გა­დის და მისი მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­დი­უ­სე­რი სწო­რედ თქვენ ხართ...

- ვფიქ­რობ, ეს კონ­კურ­სი იმ კუ­თხით არის სა­ინ­ტე­რე­სო, რომ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია და ეს რე­პერ­ტუ­ა­რი ჟან­რე­ბის თვალ­საზ­რი­სი­თაა სა­ინ­ტე­რე­სო. კონ­კურ­სან­ტებს ბევრ ჟანრ­სა და სფე­რო­ში უწევთ ძა­ლე­ბის მო­სინ­ჯვა, სა­კუ­თა­რი თა­ვის აღ­მო­ჩე­ნა, რაც მათ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სია. ასე­ვე მათ ფარ­თო ას­პა­რე­ზიც უჩ­ნდე­ბათ, შე­უძ­ლი­ათ, გა­ერ­კვნენ იმა­შიც, სად შე­იძლბა, რომ თავი უკე­თე­სად იგ­რძნონ და აღ­მო­ა­ჩი­ნონ.

იყო ქარ­თუ­ლი ტური, უცხო­უ­რი, რო­კის, ბი­ძი­ნა კვერ­ნა­ძის და იქ­ნე­ბა stevie wonder-ის ტუ­რიც, ფი­ნა­ლი კი - ისევ აკა­დე­მი­უ­რი და ისევ ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლის სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კესტრთან ერ­თად. რო­გორც ვთქვი, ეს ყვე­ლაფ­რი სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა, რომ დამ­წყებ­მა მუ­სი­კო­სებ­მა თავი იპო­ვონ.

თუ კონ­კურ­სან­ტებ­ზე უფრო ვრცლად ვი­სა­უბ­რებთ, ათი­ვე­ზე ვერ ვი­ტყვი, რომ ყვე­ლა ერ­თნა­ი­რია. ეს შე­უძ­ლე­ბე­ლი­ცაა, რად­გა­ნაც ყვე­ლა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია. არის მეტ-ნაკ­ლე­ბი სირ­თუ­ლე­ე­ბი, რად­გა­ნაც ესე­ნი ჯერ დამ­წყე­ბი მომ­ღე­რლე­ბი და არ­შემ­დგა­რი მუ­სი­კო­სე­ბი არი­ან, ძა­ლი­ან თვალ­შისა­ცე­მია ხოლ­მე მუ­შა­ო­ბი­სას, მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის უქონ­ლო­ბა. მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე­ებ­თან გა­ცი­ლე­ბით მარ­ტი­ვია პრო­ცე­სი.

- ბოლო ტურ­ზე ლა­მა­ზი სა­მო­სი ეც­ვათ პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე­ებს. ვინ მუ­შა­ობს მათ კოს­ტი­უ­მებ­ზე?

- მო­ნა­წი­ლე­ებს სხვა­დას­ხვა დი­ზა­ი­ნე­რი აც­მევს. ბოლო ტურ­ზე "რუს­თა­ვი 2"-ის დი­ზა­ი­ნერ­მა, ნუცა ჩა­ჩა­ნი­ძემ ჩა­აც­ვა. მათი სა­მო­სი ყო­ველ­თვის სიმ­ღე­რას­თან და რე­პერ­ტუ­არ­თა­ნაა შე­ხა­მე­ბუ­ლი... მოკ­ლედ, სა­ინ­ტე­რე­სო დღე­ე­ბია, რომ­ლის­თვი­საც უკვე დიდი მონ­დო­მე­ბით ვემ­ზა­დე­ბით.

ლალი ფაცია
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS