13 თებერვალი, 2020
"29 წელი ვიყავით ერთად. თავიდან ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ცხოვრება გრძელდება... სულ ვგრძნობ, რომ გიო აქ არის"
"ზუკა რომ დამიძახებს, მგონია, გიო მეძახის. ხასიათი ზუსტად გიოსი გაუხდა. რაღაცაზე უცებ გაბრაზდება, რაღაც უცებ ეწყინება... ახლა ოჯახზე პასუხისმგებლობა ისევე აიღო თავზე, როგორც გიომ".

თბილისში, ყაზბეგისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩებს გიო ხუციშვილის სახელობის ქუჩა დააკავშირებს. რამდენად მნიშვნელოვანია­ ეს მისი ოჯახისთვის და როგორ ცხოვრობს გიოს გარეშე, მისი მეუღლე, მაია ჯორჯაძე გვესაუბრა:

- ვისი იდეა იყო გიო ხუციშვილის სახელობის ქუჩის გახსნა?
- საკრებულოს და მერიის. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გიორგი ტყემალაძეს, რომელმაც ზუკას
ასეთი იდეა შესთავაზა. მერე ქუჩებს
ვეძებდით და ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის ქუჩების გამაერთიანებელი ქუჩა ავარჩიეთ. ადრე მანდვე, ახლოს ვცხოვრობდით.
გიო რომ ცოცხალი ყოფილიყო, სიხარულისგან გადაირეოდა. წელიწად-ნახევარი გადის და სულ ვგრძნობ, რომ გიო აქ არის.

- როგორ სწავლობთ მის გარეშე ცხოვრებას?

- მართლაც, ვსწავლობ. სულ რაღაცას ვეჯახები, სულ რაღაც პრობლემაა, იმიტომ, რომ ყველაფერს თავად აკეთებდა, მე არაფერში მრევდა.
და მაინც, სულ ვგრძნობ, რომ ჩემთან არის. ძალიან ბევრჯერ, რაღაცას ვაკეთებ და უცებ ვიღაც მირეკავს ან მწერს, გიო დამესიზმრა და მითხრა, მაიას ეს უთხარი, ის უთხარიო, და მე იმწუთას იმას ვაკეთებ. დავდივარ, ველაპარაკები და ვიცი, რომ ესმის. ყოფილა მომენტები, რაღაც უნდა გამეკეთებინა და აღარ გამიკეთებია, იმიტომ, რომ ვგრძნობ, გიოს ეს არ მოეწონებოდა.


ერთხელ დამესიზმრა და მითხრა, რა დაგემართათ, რა ყირაზე დააყენეთ ყველაფერი, არაფერი არ მომხდარა, მე აქა ვარო. დილით გავიღვიძე, ამ სიზმარს ჩემს რძალს ვუყვებოდი და ამ დროს დამირეკა გიოს დამ და მიამბო იგივე სიზმარი.

- ავადმყოფობის გამო სასოწარკვეთის მომენტები არ ჰქონდა?

- არა, აქეთ გვაწყნარებდა, ეს ყველაფერი სისულელეა და მოვერევიო. მეც ასე მეგონა.
გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე ისრაელში უნდა გავფრენილიყავით, გადავდეთ და მაინც იმედი ჰქონდა, რომ ცოტა მოგვიანებით წავიდოდა. ბოლომდე მჯეროდა,­ რომ ავადმყოფობას გადალახავდა.
29 წელი ვიყავით ერთად. თავიდან ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ცხოვრება გრძელდება. ახალ წელსაც ყოველთვის სახლში ხვდებოდა, ერთხელ შეხვდა "მერიოტში", კონცერტი ჰქონდა და მე და ზუკაც წავედით. ბავშვებს ისე არ უყვართ და არ უხარიათ ახალი წელი, როგორც მას უყვარდა. სიურპრიზების გაკეთებაზე ხომ გიჟდებოდა, მით უმეტეს, ახალ წელს.

- ახლა ზუკა განაგრძობს გიოს საქმეს?
- გიოს 1 იანვარს ჰქონდა ყოვე­ლთვის კონცერტი "ოტიუმში". რომ გარდაიცვალა, დაგვირეკეს, გავაუქმებთო, ზუკამ უცებ თქვა, არა, მე გავაგრძელებო. დაიწყო და, მგონი, გამოსდის. ზუკა ბავშვობიდან მღერის, მერე დიპლომატიურ სამსახურში მუშაობდა და დრო არ ჰქონდა.­ გიო ძალიან დააკლდა. გიო იხსენებდა, მამაჩემი რომ გარდაიცვალა, 18 წლის ვიყავი და უცებ ნათურა რომ გადაიწვა, დავიბენი, რა უნდა მექნა, არ ვიცოდიო. ზუკაც ასე იყო, მაგრამ ყოჩაღი ბიჭია და ყველაფერს თავს გაართმევს. გაგრძელება

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS