ლალი მოროშკინამ ჟურნალ „თბილისელებს“ ინტერვიუ მისცა, სადაც არაერთ საინტერესო საკითხთან ერთად, ერთი საიდუმლო გაამჟღავნა - ის შეყვარებულია.
- გავიგე, შენს ცხოვრებაში ახალგაზრდა მამაკაცი არის, რომელზეც შეყვარებული ხარ...
- ჩემს ცხოვრებაში, შესაძლოა, იყოს ადამიანი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას იმაზე მეტი ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში, ვიდრე ოჯახის წევრებს. ვთვლი, რომ ჰარმონიულად
რაც მეტად გაიზარდნენ ჩემი შვილები, მეტად საჭირო გავხდი მათთვის. ჩემი ძმაც ჩემი ნაწილია, რომელიც მწვერვალებს უახლოვდება და მის გვერდით ვდგავარ.
რაც შეეხება ახალგაზრდა მამაკაცს, მე თავად ახალგაზრდა ვარ და ვერ მეყოლება ძველგაზრდა მამაკაცი გვერდით. არ მიმაჩნია ათი წლით ჩემზე უმცროსი მამაკაცი პატარად, ისეთი ყვავისხელა ვარ, ჩემზე პატარა პატარა აღარ გამოდის.
- ანუ შეყვარებული ხარ. შენს გვერდით 40 წლის მამაკაცია, ვისთანაც თავს მშვიდად გრძნობ?
- ჩემს გვერდით ის ნამდვილად გრძნობს თავს მშვიდად. თბილისელი, ნორმალური, კარგი ბიჭია. მე ცხოვრებაზე ვარ შეყვარებული და ვიღებ იმ საჩუქრებს, რომელსაც ის მიგზავნის.
- ეს მამაკაციც ერთ-ერთი საჩუქარია?
- რა თქმა უნდა. ფუფუნებაა, როცა გვერდით გყავს ადამიანი, რომელსაც შენი ესმის. ეს მთავარია. როცა ადამიანებს შორის გრძნობაა, იქ მინუს პლიუს ათი წელი არაფერს ნიშნავს.