ანა გასიევაზე დაქორწინების შემდეგ და არც მანამდე, გიორგიმ ჟურნალისტებთან ურთიერთობა გაწყვიტა, შესაბამისად სად გაიცნო მესამე ცოლი ამ დრომდე პრესისთვის უცნობი იყო.
ანა გასიევამ ჟურნალ „თბილისელებს“ ინტერვიუ მისცა, სადაც მისი და გიორგი ყიფშიძის ურთიერთობაზე გულახდილად ისაუბრა.
- შარშანწინ საერთო მეგობარმა სახლში დაგვპატიჟა მეგობრები და მე და გიორგიმ სწორედ იქ გავიცანით ერთმანეთი. ვთვლი,
- სულ მალე შვილსაც ელოდებით. როგორია მოლოდინის განცდა და ბიჭია თუ გოგო?
- ბიჭია და ამ განცდების აღწერა, რასაც მის მოლოდინში განვიცდი, ცოტა რთულია.
- თქვენ შორის საკმაოდ დიდი, თითქმის 20-წლიანი ასაკობრივი სხვაობაა, შენ 24 წლის ხარ, გიორგი კი 42-ის. ეს ურთიერთობასა და ოჯახურ თანაცხოვრებაში დისკომფორტს არ გიქმნით?
- არანაირად. დიახ, ჩვენს შორის ასაკობრივი სხვაობა თითქმის 20 წელია და არანაირ დისკომფორტს არ ქმნის. ზრდასრული ადამიანები ვართ, გააზრებული ქმედებებით და ნაბიჯებით. მთავარი ადამიანში არა ციფრები, არამედ ხასიათი და ცხოვრებისადმი და ურთიერთობებისადმი მიდგომაა. ამ დროს ასაკობრივი სხვაობა იშლება.
ანა გასიევამ ჟურნალისტთან გიორგი ყიფშიძის მშობლების შესახებაც ისაუბრა, აღნიშნა, რომ ზურა ყიფშიძესთან და გიორგის შვილებთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს.
- გიორგის ორი ოჯახი დანგრეული ჰქონდა, ეს არ გიქმნიდა გარკვეულ შიშებსა და ეჭვებს, როცა მასთან ურთიერთობა დაიწყე და მისი მეორენახევრობა გადაწყვიტე?
- გიორგი ჩემთვის არის იდეალური მამაკაცი, რომელიც ყოველ წამს მაბედნიერებს. მართლა ბედნიერი ვარ მისით. რასაც წერდნენ, ბევრი ჭორი იყო და გამოგონილი მითი. გიორგის უყურადღებობა მითია.