„საქართველოში სასწავლებლად ჩამოვედი. ვსწავლობ კავკასიის უნივერსიტეტში სამედიცინოზე, ასევე მაქვს პრაქტიკები ჰოსპიტალში… გაგონილი მქონდა საქართველოს შესახებ, რომ იყო ძალიან ლამაზი, სტუმართმოყვარე ხალხით და კარგი სამედიცინო პრაქტიკით. ექიმობა დედის გამო გადავწყვიტე, - 16 წლის ვიყავი, როდესაც დედას
ომა 23 წლისაა, დაიბადა ნიგერიაში, საკმაოდ დიდ ოჯახში. 16 წლის იყო, როგორც აღნიშნა, დედა რომ გარდაეცვალა. დარჩნენ - მამა, ომა და მისი 4 და და 2 ძმა. დედის გარდაცვალების შემდეგ, ემოციურად ძალიან მძიმედ იყო და ქვეყნიდან წამოსვლა გადაწყვიტა. „წავედი კარიბებზე, 4 წელი იქ ვცხოვრობდი და თან ვსწავლობდი. ზოგადად ძალიან მიყვარს თავგადასავლები და ამიტომ არ შევუშინდი ოჯახისგან ასე შორს ცხოვრებას. თავიდან მარტოს უცხო ქვეყანაში, გამიჭირდა. გზად ბევრი დაბრკოლებაც იყო, თუმცა, სირთულეებს არ შევუშინდი... რაღაც პერიოდი ფოტომოდელადაც ვიმუშავე, სილამაზის კონკურსშიც ვმონაწილეობდი. პარალელურად ვმღეროდი მუსიკალურ ჯგუფში და მათთან ერთად გასტროლებზე დავდიოდი. ამ ყველაფერმა დიდი გამოცდილება მომცა. 4 წლის შემდეგ ფინანსური პრობლემების გამო, იძულებული გავხდი, ლონდონში ჩემს ნათესავებთან წავსულიყავი და იქ გამეგრძელებინა სწავლა და ცხოვრება. ვმუშაობდი რესტორნებში, თუმცა, სწავლის შეთავსებას ვერ ვახერხებდი და გადავწყვიტე, მომეძებნა ქვეყანა, სადაც სწავლას და მუშაობას უკეთ შევათავსებდი. ასე აღმოვჩნდი საქართველოში და მგონია, რომ ეს ჩემი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო“, - აღნიშნავს ნიგერიელი კონკურსანტი.
- როდიდან მღერი, სიმღერა სად ისწავლე და აქვე, ეს ყველაფერი შენთვის რას ნიშნავს?
- სიმღერა ძალიან მიყვარს. 5-6 წლიდან ვმღერი. ნიგერიაში მუსიკალურ ზეიმებსა და კონკურსებში ხშირად გამოვდიოდი... ძალიან დეპრესიული ბავშვი ვიყავი. ერთადერთი, რაც მახალისებდა და სიცოცხლის ხალისს მიბრუნებდა, სიმღერა იყო. როცა სცენაზე ვდგავარ და ვმღერი, ყველაზე ბედნიერი მაშინ ვარ. დედაჩემიც სულ ამბობდა, თუ გინდათ, ომა გააბედნიეროთ, ჩაურთეთ მუსიკა, ის იცეკვებს, იმღერებს და ყველაზე ბედნიერი გახდება.
- „დიდ სცენაში“ რატომ მოხვედი და რას იტყვი ამ კონკურსზე?
- ხომ ვამბობ, ძალიან მიყვარს სიმღერა, იმდენად მინდოდა სულ მემღერა, რომ ამ კონკურსში მონაწილეობა გადავწყვიტე. ძალიან ძნელია უცხოელისთვის სხვა ქვეყნის მუსიკალურ პროექტში მოხვედრა, თან, საუკეთესო ათეულში, მე კი მოვხვდი. ეს საოცრებაა, ახლაც არ მჯერა, რომ აქ ვარ. საქართველო ძალიან თბილად შემხვდა. ძალიან შემიყვარდა ქართველი ხალხი და ქართული სიმღერა.
- რა მოლოდინი გაქვს?
- არ ვიცი, რა მოხდება მომავალში, მაგრამ მიხარია, რომ დიდ სცენაზე ვარ. იმედი მაქვს, პროფესიულად და მუსიკალურად ძალიან გავიზრდები და უკეთ შევძლებ ჩემი თავის განვითარებას. ვიმედოვნებ, ქართველი ხალხი შემიყვარებს, ძალიან მინდა, მათთვის კიდევ დიდხანს ვიმღერო. გაგრძელება