07 თებერვალი, 2020
ნანუკა გულუა ოჯახურ ტრაგედიაზე, ჩცდ-ს ახალ სერიებსა და სხვა პირად თემებზე
ნა­ნუ­კა გუ­ლუა ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი მსა­ხი­ო­ბია, რო­მე­ლიც ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სე­რი­ა­ლი­დან „ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი“ გა­იც­ნო. მისი გმი­რი დოჩი ალიშ­ბა­ია პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლის და­სის გა­მორ­ჩე­უ­ლი წევ­რია. ნა­ნუ­კა პო­ზი­ტი­უ­რი, ნი­ჭი­ე­რი და გუ­ლახ­დი­ლი ადა­მი­ა­ნია, რო­მე­ლიც ნე­გა­ტი­უ­რი ჭო­რე­ბის ობი­ექ­ტი არას­დროს ყო­ფი­ლა, რაც ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ში უჩ­ვე­უ­ლოა.

გა­სუ­ლი წელი მის­თვის რთუ­ლი გა­მოდ­გა, მსა­ხი­ობს მამა გარ­და­ეც­ვა­ლა. ნა­ნუ­კას მა­მას­თან გა­მორ­ჩე­უ­ლად კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და, რა­საც ყო­ველ­თვის აღ­ნიშ­ნავ­და.

AMBEBI.GE-მ მსა­ხი­ობ­თან ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რა, სა­დაც მან ყვე­ლა კი­თხვას ჩვე­უ­ლი გუ­ლახ­დი­ლო­ბით უპა­სუ­ხა.

- ნა­ნუ­კა, დიდი ხა­ნია, თქვე­ნი ინ­ტერ­ვიუ არ გვი­ნა­ხავს, ამი­ტომ
პირ­ველ რიგ­ში გვი­თხა­რით, რო­გორ ხართ, რას საქ­მი­ა­ნობთ?


- შე­სა­ნიშ­ნა­ვად ვარ, სე­რი­ა­ლის გარ­და სა­კუ­თარ ბიზ­ნესს ვუ­ძღვე­ბი. ტან­საც­მლის ბრენ­დი მაქვს ჩემს მე­გობ­რებ­თან ერ­თად, ბევ­რი წე­ლია, ამ საქ­მე­ში ვარ, მაგ­რამ წელს გავ­ფარ­თოვ­დით, მე­სა­მე მე­გო­ბა­რიც და­ვი­მა­ტეთ, მი­სა­მარ­თიც შე­ვიც­ვა­ლეთ და ერ­თად ვზრუ­ნავთ ბრენ­დის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. ყვე­ლა საქ­მე­ში ბო­ლომ­დე ვარ ჩარ­თუ­ლი, მო­დე­ლე­ბის შექ­მნა­ში უშუ­ა­ლოდ ვი­ღებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

Rating

- რო­დის აღ­მო­გაჩ­ნდათ დი­ზა­ი­ნე­რო­ბის ნიჭი?


- პუტ­კუ­ნა ბავ­შვი ვი­ყა­ვი, შე­სა­ბა­მი­სად, გამ­ხდარ მო­დე­ლებ­ზე ვგიჟ­დე­ბო­დი და სულ ვხა­ტავ­დი მათ. პირ­ვე­ლად სწო­რედ ხატ­ვის და დი­ზა­ი­ნის ნიჭი აღ­მო­მაჩ­ნდა, მერ­ხზე, კე­დელ­ზე, სკამ­ზე ყველ­გან ვხა­ტავ­დი. იქე­დან მო­ვი­და ეს ყვე­ლა­ფე­რი და შემ­დეგ საქ­მედ იქცა.

- ვიცი, რომ დი­ე­ტა­ზე ხართ და ათი კი­ლოგ­რა­მი და­ი­კე­ლით...

- ეს შე­კი­თხვა აღარ უნდა და­მის­ვათ, ჩემს ცხოვ­რე­ბას თან სდევს დი­ე­ტა. ახ­ლაც დი­ე­ტა­ზე ვარ, ერთ-ერთი პროგ­რა­მით გავ­ხდი - ათი კი­ლოგ­რა­მი და­ვი­კე­ლი. თუმ­ცა, ჩემი კო­რექ­ცია შე­ვი­ტა­ნე კვე­ბის ამ სის­ტე­მა­ში. ჩემი ცხოვ­რე­ბის წე­სია, 3 სა­ა­თის შემ­დეგ არ ვჭა­მო. მხო­ლოდ ხა­ჭოს და კიტრს მი­ვირ­თმევ, ეს კი კა­ბა­ლურ დი­ე­ტად ით­ვლე­ბა, თუმ­ცა, მე მიჩ­ვე­უ­ლი ვარ, ამი­ტომ ჩემ­თვის შედ­გე­ნი­ლი კვე­ბის პროგ­რა­მა უფრო ეფექ­ტუ­რი გა­მო­ვი­და.

- რამ­დე­ნი კი­ლოგ­რა­მი ხართ ახლა?

- ახლა ვარ 64 კი­ლოგ­რა­მი და ჩემი მი­ზა­ნია 60 კი­ლოგ­რამს ჩა­მოვ­ცდე, თუნ­დაც 59.9 კგ ვიყო. შე­საძ­ლოა, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მო­მენ­ტია, რად­გან მგო­ნია, სა­მის მერე თუ შევ­ჭამ მო­ვი­მა­ტებ, ამი­ტომ არც მშივ­დე­ბა.



- ბევ­რი ექი­მი მე­გო­ბა­რი გყავთ ალ­ბათ, კვე­ბის ამ რე­ჟიმ­ზე რას გე­უბ­ნე­ბი­ან?

- ყვე­ლა მიკ­რძა­ლავს, მე­უბ­ნე­ბი­ან დღე­ში ოთხჯერ რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი კვე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლი­აო, მაგ­რამ ჩემ­თან ამის ლა­პა­რაკს აზრი არ აქვს. დი­ე­ტის პა­რა­ლე­ლუ­რად მუდ­მი­ვად ვვარ­ჯი­შობ­დი, ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის გა­რე­შე წო­ნის კლე­ბა ეფექ­ტუ­რი ვერ არის. ვარ­ჯი­შის გარ­და, ვი­ტა­რებ­დი სხვა­დას­ხვა პრო­ცე­დუ­რებს, მა­სა­ჟე­ბი... მე 55 კი­ლოგ­რა­მი და­ვი­კე­ლი, ეს კი კანს მოშ­ვე­ბულს ხდის და დიდი წო­ნის შემ­თხვე­ვა­ში, სხე­ულს ტო­ნუ­სი ეკარ­გე­ბა, ამი­ტომ ჩა­ვი­ტა­რე გამ­კვრი­ვე­ბის 24-დღი­ა­ნი სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მა, რაც ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რი გა­მოდ­გა ჩემ­თვის.

Rating


- ბევრ დროს უთ­მობთ სა­კუ­თარ გა­რეგ­ნო­ბა­ზე ზრუნ­ვას?

- ით­ვლე­ბა, რომ ბევრ დროს ვუთ­მობ გა­რეგ­ნო­ბა­ზე ზრუნ­ვას, თუმ­ცა, მე ასე ვერ ვი­ტყო­დი. არ ვი­ტა­რებ პლას­ტი­კურ და ინექ­ცი­ურ პრო­ცე­დუ­რებს, ვცდი­ლობ, ბუ­ნებ­რი­ვი გა­რეგ­ნო­ბა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნო.

- დიდი ხა­ნია, დოჩი სე­რი­ალ­ში აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლა, რას უნდა ვე­ლო­დოთ ახა­ლი სე­ზო­ნი­დან მის­გან?

- ვე­რა­ფერს გე­ტყვით გარ­და იმი­სა, რომ უნდა და­ე­ლო­დოთ ახალ სე­რი­ებს. მეც მა­ყუ­რე­ბელ­თან ერ­თად ვე­ლო­დე­ბი სცე­ნარს. წი­ნას­წარ არას­დროს ვიცი, რო­გორ გა­ნა­ვი­თა­რებს ჩემს ხაზს ქეთი დევ­და­რი­ა­ნი. დიდი პა­უ­ზა მაქვს და ვიცი, რომ ბომ­ბა სე­რი­ე­ბი და­ი­დე­ბა. მხო­ლოდ იმას გე­ტყვით, გავ­ბედ­ნი­ერ­დი და სცე­ნა­რი მო­ვი­და. გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS