05 თებერვალი, 2020
"პროექტი გადაიდო, რადგან ქვეყანაში არეულობაა... დარჩენა და ლექციის კითხვა შემომთავაზეს" - თბილისში დაბრუნებული სალომე ჭაჭუა ლიბანურ ცხოვრებაზე
ძლი­ე­რი ნე­ბის­ყო­ფა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ძლი­ე­რი გრძნო­ბა სა­ლო­მე ჭა­ჭუ­ას ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­გან გა­მო­არ­ჩევს. ალ­ბათ, ეს არის ერთ-ერთი მი­ზე­ზი, რის გა­მოც მის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ცეკ­ვა ყო­ველ­თვის შთამ­ბეჭ­და­ვია... და­ახ­ლო­ე­ბით 1 თვეა, რაც სა­ლო­მე თბი­ლის­ში იმ­ყო­ფე­ბა. მო­ცეკ­ვა­ვე სამ­შობ­ლოს და­ტო­ვე­ბას ისევ აპი­რებს...

- რამ­დე­ნი ხა­ნია, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ხარ?

- თბი­ლის­ში დე­კემ­ბრის და­სა­წყის­ში ჩა­მო­ვე­დი. აქ ყოფ­ნა ცო­ტა­თი გა­მიგ­რძელ­და. მალე ისევ გა­ვემ­გზავ­რე­ბი...

- სად იყა­ვი და რა მიზ­ნით?

- ბე­ი­რუთ­ში "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" ქო­რე­ოგ­რა­ფად მი­მიწ­ვი­ეს. იქ ვმუ­შა­ობ. საკ­მა­ოდ კარ­გი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მი­ვი­ღე და ცო­ტა­თი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი
ნა­ბი­ჯი გა­დავ­დგი, რად­გან ძი­რი­თა­დად, აქ­ტი­უ­რი მო­ცეკ­ვა­ვე ვარ. ასე­ვე, სხვა­დას­ხვა შო­უ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ. ბე­ი­რუთ­ში მუ­შა­ო­ბი­სას მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა სხვა "ლე­ვე­ლია". ჩემ­თვის ეს ძა­ლი­ან დიდი გა­მოწ­ვე­ვა იყო, რად­გან ამ­ხე­ლა პრო­ექ­ტის ერთ-ერთი ქო­რე­ოგ­რა­ფის როლი დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა - შენ­ზე ბევ­რი რამ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი, პირ­ველ რიგ­ში - ის, რომ აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა წყვი­ლი სცე­ნა­ზე იდე­ა­ლუ­რად წარ­დგე­ნი­ლი უნდა იყოს. საქ­მეს თავს კარ­გად ვარ­თმევ. ამ მხრივ დიდ გა­მოც­დი­ლე­ბას ვი­ღებ, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო საქ­მეა.



- ახლა ბე­ი­რუთ­ში პრო­ექ­ტი უშე­ნოდ მიმ­დი­ნა­რე­ობს?

- არა. ცოტა ხნით გა­და­ი­დო, რად­გან მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ბევრ ქვე­ყა­ნა­ში და მათ შო­რის ლი­ბან­შიც არე­უ­ლო­ბაა, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს... ძა­ლი­ან უნ­დო­დათ, დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი, რად­გან სხვა შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბიც მქონ­და, რომ მუ­შა­ო­ბა იქ გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა, მა­გა­ლი­თად - ლექ­ცი­ე­ბი წა­მე­კი­თხა და ა.შ. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში დაბ­რუ­ნე­ბა ვამ­ჯო­ბი­ნე, რად­გან აქ ჩემი სტუ­დია მაქვს, სა­დაც მირ­ჩევ­ნია, ისევ ჩემს პა­ტა­რებ­თან ვი­მუ­შაო. სხვა­თა შო­რის, ჩემს სტუ­დი­ას იან­ვარ­ში და­ბა­დე­ბის დღე აქვს - 6 წლის ხდე­ბა.

- სა­ნამ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იყა­ვი, შენს მოს­წავ­ლე­ებ­ზე ვინ ზრუ­ნავ­და?

- სა­მე­ჯლი­სო-სპორ­ტუ­ლი ცეკ­ვე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, 3 ასის­ტენ­ტი (არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ქო­რე­ოგ­რა­ფე­ბი) მყავს. გარ­და ამი­სა, კი­დევ 2 მწვრთნე­ლი მყავს: ერთ-ერთი გა­წელ­ვებს (ტან­ვარ­ჯიშს) ას­წავ­ლის, მე­ო­რე - ფი­ზი­კურ მომ­ზა­დე­ბას. ასე რომ, სტუ­დი­ა­ში საკ­მა­ოდ დიდი გუნ­დი ვართ. ეჭ­ვიც არ შემ­პარ­ვია - 100%-ით დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ ძა­ლი­ან მაგ­რად იმუ­შა­ვებ­დნენ. ასეც მოხ­და. იცი, რომ სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში ხში­რად მი­ვემ­გზავ­რე­ბი, მაგ­რამ ამ­ჯე­რად თვე­ზე მეტ­ხანს დავ­რჩი. თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბულს მოს­წავ­ლე­ე­ბი ძა­ლი­ან მა­გარ ფორ­მა­ში დამ­ხვდნენ - მარ­თლა არ ვე­ლო­დი! რად­გან ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ვი­ყა­ვი, ალ­ბათ ჩემ­მა ასის­ტენ­ტებ­მა მუ­შა­ო­ბა­ში მთე­ლი სული, გული, ძალა და ენერ­გია ჩა­აქ­სო­ვეს, რაც ჩემს მოს­წავ­ლე­ებ­ზე აი­სა­ხა კი­დეც.



- ლი­ბა­ნურ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ზე" მოგ­ვი­ყე­ვი...

- ბე­ი­რუთ­ში ამ შოუს უკვე მე­ხუ­თე სე­ზო­ნია აწყო­ბენ. სა­ქარ­თვე­ლოს მსგავ­სად, იქაც ერთ-ერთი რე­ი­ტინ­გუ­ლი გა­და­ცე­მაა. სა­ერ­თოდ, სა­დაც "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" "კეთ­დე­ბა", იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა, რომ რე­ი­ტინ­გუ­ლი არ იყოს - ყველ­გან დიდი ოვა­ცია და გა­მოხ­მა­უ­რე­ბა აქვს. მათ შო­რის ერთ-ერთი ბე­ი­რუ­თია. სა­ქარ­თვე­ლოს­თან შე­და­რე­ბას არ და­ვი­წყებ, მაგ­რამ ბე­ი­რუთ­ში საკ­მა­ოდ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, დის­ციპ­ლი­ნი­რე­ბუ­ლი არი­ან. აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა­ნა­ი­რი მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სია - ისე­თი, რო­გო­რიც მიყ­ვარს... და­რენ ბე­ნე­ტი ჟი­უ­რის ერთ-ერთი წევ­რი გახ­ლავთ. მას ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბა ძა­ლი­ან მოს­წონ­და და მოს­წონს. ბე­ი­რუთ­ში "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ზე" ბრი­ტა­ნე­ლე­ბის ჯგუ­ფი მუ­შა­ობს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, და­რე­ნი ბრი­ტა­ნე­ლია. სწო­რედ ბრი­ტა­ნე­ლებ­მა, კონ­კრე­ტუ­ლად - და­რენ­მა მი­მიწ­ვია. 4 ქო­რე­ოგ­რა­ფი ვმუ­შა­ობთ. დიდი სე­ზო­ნია - 13 წყვი­ლია. თითო "ლა­ი­ვის­თვის" მო­ნა­წი­ლე­თა ცეკ­ვებს ვი­ნა­წი­ლებთ და ვამ­ზა­დებთ. ასე­ვე, შოუს გახ­სნის ცეკ­ვებ­ზე გუნ­დუ­რად ვმუ­შა­ობთ. მთა­ვა­რი მი­თი­თე­ბა გვაქვს, მაგ­რამ დიდ თა­ვი­სუფ­ლე­ბას გვა­ნი­ჭე­ბენ: რო­დე­საც ცეკ­ვის­თვის კონ­კრე­ტულ მუ­სი­კას გვაძ­ლე­ვენ, თა­ვად ვი­გო­ნებთ თე­მას, ის­ტო­რი­ას, სა­ჭი­რო დე­კო­რა­ცი­ას, რო­მე­ლი კა­მე­რი­დან უნდა გა­და­ი­ღონ და ა.შ. კვი­რა­ში ერთხელ დიდი შეხ­ვედ­რა გვაქვს, სა­დაც ყვე­ლა პრო­დი­უ­სე­რის წი­ნა­შე, პრე­ზენ­ტა­ცი­ას ვა­კე­თებთ. თუ მო­ი­წო­ნეს, ნა­მუ­შე­ვარს ტო­ვე­ბენ, თუ არა და - გარ­კვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი შე­აქვთ. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით ჩემს შე­მოქ­მე­დე­ბა­ში (რაც ვი­მუ­შა­ვე) ცვლი­ლე­ბე­ბი არ შე­უ­ტა­ნი­ათ. ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ.



- "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" ლი­ბა­ნე­ლი მო­ნა­წი­ლე­ე­ბიც სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი თუ შო­უ­ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან?

- სხვა­დას­ხვა სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან, ძი­რი­თა­დად მა­ინც - მომ­ღერ­ლე­ბი და მსა­ხი­ო­ბე­ბი. წელს საკ­მა­ოდ "მძი­მე­წო­ნი­ა­ნი" ვარ­სკვლა­ვე­ბი შე­არ­ჩი­ეს. მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის პა­რა­ო­ლიმ­პი­ე­ლიც არის. სხვა­თა შო­რის, ამ ადა­მი­ან­თან მუ­შა­ო­ბა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, რად­გან რა­დი­კა­ლუ­რად სხვა­ნა­ი­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლია... კი­დევ, "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" "მის ბე­ი­რუ­თი" მო­ნა­წი­ლე­ობს. ასე­ვე, იქა­უ­რი მო­დე­ლი ბიჭი, რო­მე­ლიც ერთ-ერთი Hottest ბი­ჭია (იცი­ნის).

- რას ფიქ­რობ, ჩვე­ნი ვარ­სკვლა­ვე­ბი უფრო ნი­ჭი­ე­რე­ბი არი­ან თუ ლი­ბა­ნე­ლე­ბი?

- შე­და­რე­ბა არ მიყ­ვარს. ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია, ერ­თმა­ნე­თის­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვავ­დე­ბი­ან. ამი­ტომ ჩვენ­სა და მათ ვარ­სკვლა­ვებს ერ­თმა­ნეთს ვერ შე­ვა­და­რებ. ყვე­ლას თა­ვი­სი "პლუს-მი­ნუ­სე­ბი" აქვს. სა­ერ­თოდ, ყვე­ლა შრო­მის­მოყ­ვა­რეა, ვინც ამ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას თან­ხმდე­ბა. ძა­ლი­ან კარ­გად აქვთ გა­აზ­რე­ბუ­ლი, "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბა რამ­ხე­ლა შრო­მას მო­ი­თხოვს. შრო­მას­თან ერ­თად, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სა­კი­თხი­ცაა - მო­რა­ლუ­რად რამ­დე­ნად გა­უძ­ლებ ადა­მი­ა­ნი და ა.შ. ბე­ი­რუთ­ში ახლა პრო­ექ­ტი ისეთ ფა­ზა­შია, რომ გა­მო­ნაკ­ლი­სის გა­რე­შე, ყვე­ლა ძა­ლი­ან მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლია. თავს არ ზო­გა­ვენ, ქარ­თვე­ლი მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მსგავ­სად.

- ალ­ბათ, სა­ქარ­თვე­ლოს წლე­ვან­დელ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებს" თვა­ლი შე­ავ­ლე. რო­გორ შე­ა­ფა­სებ?

- ბე­ი­რუთ­ში ყოფ­ნის დრო­საც ვუ­ყუ­რებ­დი, რად­გან ჩემი ერთ-ერთი საყ­ვა­რე­ლი პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც ჩემ­თვის ოჯა­ხი­ვი­თაა. ძა­ლი­ან კარ­გი, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სე­ზო­ნი იყო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სხვა სე­ზო­ნებ­თან შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე იყო, ახ­ლაც იყ­ვნენ გა­მორ­ჩე­უ­ლი მო­ცეკ­ვა­ვე ვარ­სკვლა­ვე­ბი.

- ფა­ვო­რი­ტი წყვი­ლი გყავ­და?

- არა, კონ­კრე­ტუ­ლი ფა­ვო­რი­ტი არ მყავ­და. თუ ვუ­ყუ­რებ, ყვე­ლა წყვილს ვგულ­შე­მატ­კივ­რობ, რად­გან მინ­და, ყვე­ლა გან­ვი­თარ­დეს, ისი­ა­მოვ­ნოს... ბო­ლოს პრო­ექ­ტი ისეთ ფა­ზა­ში იყო, რომ ძა­ლი­ან თა­ნა­ბა­რი ბრძო­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და - ვე­რა­ვის გა­მო­ვარ­ჩევ. არის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა მე­ტო­ქე­ებს შო­რის რა­დი­კა­ლუ­რი გან­სხვა­ვე­ბაა - ესა თუ ის წყვი­ლი სხვა­ზე უკე­თე­სია, მაგ­რამ წლე­ვან­დელ სე­ზონ­ში თა­ნაბ­რად იბ­რძოდ­ნენ. ყვე­ლას ერ­თნა­ი­რად წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ­დი.



- ბე­ი­რუთ­ში რომ არ გამ­გზავ­რე­ბუ­ლი­ყა­ვი, ალ­ბათ ქარ­თუ­ლი "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" უშე­ნოდ არ ჩა­ივ­ლი­და; ამ პრო­ექ­ტში სა­კუ­თა­რი თავი რა ამ­პლუ­ა­ში წარ­მო­გიდ­გე­ნია? მა­გა­ლი­თად, ირაკ­ლი მა­ქა­ცა­რია, რო­მე­ლიც ერთ-ერთ სე­ზონ­ში შენი მოს­წავ­ლე, მე­წყვი­ლე იყო, ახლა ჟი­უ­რის წევ­რებს შო­რის იჯდა...

- რამ­დე­ნი­მე შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მქონ­და, რომ­ლებ­ზეც დავ­ფიქ­რდი და ბე­ი­რუთ­ში გამ­გზავ­რე­ბა ვამ­ჯო­ბი­ნე. ბე­ი­რუ­თის შე­მო­თა­ვა­ზე­ბა რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, სხვა­გან გა­ვემ­გზავ­რე­ბო­დი. მა­გა­ლი­თად, ახლა, ბე­ი­რუთ­ში დაბ­რუ­ნე­ბამ­დე, სხვა ძა­ლი­ან კარ­გი შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი მაქვს. ამა­ზე ჯერ ხმა­მაღ­ლა სა­უ­ბა­რი არ მინ­და. ერთი წლით ადრე ვი­ცო­დი, რომ ბე­ი­რუთ­ში გა­ვემ­გზავ­რე­ბო­დი, მაგ­რამ არ ვამ­ბობ­დი - მხო­ლოდ ოჯა­ხის წევ­რებ­მა იცოდ­ნენ, რად­გან რა­ღაც­ნა­ი­რად, ასე მაქვს "დაც­დი­ლი" - სა­ნამ ად­გილ­ზე არ ჩა­ვალ, მა­ნამ­დე არ ვსა­უბ­რობ ხოლ­მე (იცი­ნის)... ამ შე­კი­თხვა­ზე მარ­თლა ვერ გი­პა­სუ­ხებ - ბე­ი­რუ­თის წი­ნა­და­დე­ბას რომ არ დავ­თან­ხმე­ბო­დი, "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" ვი­ცეკ­ვებ­დი თუ არა ან ამ პრო­ექ­ტში რა ამ­პლუ­ა­ში ვიქ­ნე­ბო­დი. მარ­თლა არ ვიცი...



- სა­ქარ­თვე­ლო­ში შენს დაბ­რუ­ნე­ბამ­დე, შენი ოთხფე­ხა მე­გო­ბა­რი - ბა­ზუ­კა სად იყო, ვინ უვ­ლი­და?


- ბაზა თბი­ლის­ში იყო - დე­და­ჩემს და­ვუ­ტო­ვე, რად­გან იმ სას­ტუმ­რო­ში, სა­დაც ვცხოვ­რობ­დი, ცხო­ვე­ლის ყოლა არ შე­იძ­ლე­ბო­და. თან, ისე­თი გრა­ფი­კი მაქვს, რომ ბა­ზუ­კას­თან ერ­თად ყოფ­ნას ვერ მო­ვა­ხერ­ხებ­დი. ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ვერ წა­ვიყ­ვან­დი, რად­გან იქ ძაღ­ლე­ბის მიყ­ვა­ნა არ შე­იძ­ლე­ბა. ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ თბი­ლის­ში დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. თან, ასე­თი პა­ტა­რა ზო­მის ძაღ­ლე­ბის­თვის ხში­რი ფრე­ნა არ შე­იძ­ლე­ბა - მათ გულ­ზე უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დებს. ბა­ზუ­კა­ზე ძა­ლი­ან ვზრუ­ნავ (იღი­მის). ეგ კი არა, ხორცსაც არ ვაჭ­მევ, რად­გან ხორ­ცის ჭამა ძაღ­ლებს აბე­რებს...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS