AMBEBI.GE-მ ოთხი ფინალისტიდან ორის - თამთა ხუხუნაიშვილისა და ნინი შონიას შეფასებები, ფინალის წინა განწყობა უკვე გაგაცნოთ, ახლა მომდევნო ორის, - ანი ქურთუბაძისა და გიორგი ძოწენიძის შეფასებებს შემოგთავაზებთ. ისინი გასულ ნახევარფინალს აჯამებენ და საუბრობენ საკუთარ მოლოდინებზე.
ანა ქურთუბაძე:
- ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რა სიმღერა შეგხვდება. როცა გავიგე, ლელა წურწუმიას
რაც შეეხება სტეფანეს სიმღერას, ლელას სიმღერისგან რადიკალურად განსხვავდებოდა, ისინი ერთმანეთს არაფრით ჰგავდა, თუმცა გამიხარდა, რომ სხვადასხვა ნამუშევრის შესრულება მომიწია. ამ კონკურსის მანძილზე, თავიდან სამ ტურში შეგრძნება მქონდა, რომ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, როლი უნდა მეთამაშა. მერე ნელ-ნელა ვისწავლე, რომ ჩემი ნამღერი ანა ქურთუბაძისგან ყოფილიყო დანახული და არა რომელიღაც პერსონაჟის ნამღერი.
სტეფანეს სიმღერაც შეიძლება, ჩემთან ტიპაჟურად ახლოს არ იყოს, მაგრამ შევეცადე, ისიც ჩემგან გამომდინარე ყოფილიყო და ჩემთვის ორგანული. ძალიან ვისიამოვნე.
- თან, სცენაზე ძაღლთან ერთად იყავი...
- კი, ასეთი პრეცედენტი შედგა, უფრო გოჭ-ძაღლასთან ერთად. ჩანაფიქრში აბსოლუტურად სხვანაირად იყო, უბრალოდ, ძაღლი სავარძლიდან რომ გადმოხტა, ვაპირებდი, გამემართლებინა, მაგრამ სცენაზე ნიკა გვარამია რომ ამოვიდა, სრული შოკი მქონდა. ვმღეროდი, თან წამებში ვფიქრობდი, - ახლა რა ვქნა?! საბოლოო ჯამში, მაინც ნამღერით სიამოვნება მივიღე, ანუ არ მინერვიულია. ნიკაც თითონ თავისუფალი ადამიანია და რაღაცნაირად დამამშვიდა.
- მოკლედ, ამ ტურმა ფინალში ყოფნა მოგიტანა. ეს რა ემოციას იწვევს შენში?
- ამაზე არ მიფიქრია, რომ ფინალში მოვხვდებოდი, უმეტესად იმაზე ვფიქრობდი, რომ ყოველი ლაივი ჩემგან რაღაც ახალი ყოფილიყო და რაღაც ახალი დამენახვებინა ხალხისთვის. მართლა მოულოდნელი იყო და მართლა გამიხარდა, რომ ასე მოხდა.
ახლა ოთხივენი ბოლო ძალებს ვიკრებთ, რომ მაქსიმალური შედეგი „დავდოთ“. ძალიან რთული რეჟიმი გვაქვს. ყველაზე რთული, რაც ამ სამი თვის განმავლობაში ყოფილა. იმიტომ, რომ ხალხური სიმღერა ურთულესია. გაგრძელება