03 თებერვალი, 2020
"ოთხივე ბოლო ძალებს ვიკრებთ..." - ვინ გახდება "მხოლოდ ქართულის" გამარჯვებული და როგორია კონკურსანტების განწყობა ფინალის წინა დღეს
რო­გორც უკვე იცით, სამ­თვი­ა­ნი რთუ­ლი მა­რა­თო­ნის შემ­დეგ, მე­გაპ­რო­ექ­ტი, „მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი“ და­სას­რუ­ლის­კენ მი­დის. 3 თე­ბერ­ვალს ფი­ნა­ლია და გა­ირ­კვე­ვა, ვინ გახ­დე­ბა კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი. მა­ნამ­დე ინ­ტენ­სი­უ­რი მზა­დე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს...

AMBEBI.GE-მ ოთხი ფი­ნა­ლის­ტი­დან ორის - თამ­თა ხუ­ხუ­ნა­იშ­ვი­ლი­სა და ნინი შო­ნი­ას შე­ფა­სე­ბე­ბი, ფი­ნა­ლის წინა გან­წყო­ბა უკვე გა­გაც­ნოთ, ახლა მომ­დევ­ნო ორის, - ანი ქურ­თუ­ბა­ძი­სა და გი­ორ­გი ძო­წე­ნი­ძის შე­ფა­სე­ბებს შე­მოგ­თა­ვა­ზებთ. ისი­ნი გა­სულ ნა­ხე­ვარ­ფი­ნალს აჯა­მე­ბენ და სა­უბ­რო­ბენ სა­კუ­თარ მო­ლო­დი­ნებ­ზე.

ანა ქურ­თუ­ბა­ძე:

- ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს იმას, რა სიმ­ღე­რა შეგ­ხვდე­ბა. როცა გა­ვი­გე, ლელა წურ­წუ­მი­ას
„ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს“ - ეს უნდა შე­მეს­რუ­ლე­ბი­ნა, უკვე თა­ვი­დან­ვე გან­ვე­წყვე, ამ სიმ­ღე­რის წარ­მო­სად­გე­ნად. მას­ში იმ­ხე­ლა სათ­ქმე­ლი დევს, რომ მთა­ვა­რია, ყვე­ლა­ფე­რი ბო­ლომ­დე გად­მო­მე­ცა. ამი­ტომ, ბევ­რს ვი­ფიქ­რობ­დი, სიმ­ღე­რას ვუს­მენ­დი, ვიხ­სე­ნებ­დი ჩემს გან­ვლილ ცოვ­რე­ბას, ამას­თან, მხო­ლოდ ჩემ­სას არა, მას­ში ყვე­ლაფ­რის ერ­თად „ჩა­დე­ბა“გა­დავ­წყვი­ტე... როცა ვიმ­ღე­რე, ჩემ­თვის ის დიდი თე­რა­პია იყო და ემო­ცი­ე­ბის­გან და­ვი­ცა­ლე. სიმ­ღე­რა რომ და­ვას­რუ­ლე, ენერ­გი­ის­გან დაც­ლი­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ამა­ვე დროს, სავ­სეც.



რაც შე­ე­ხე­ბა სტე­ფა­ნეს სიმ­ღე­რას, ლე­ლას სიმ­ღე­რის­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვავ­დე­ბო­და, ისი­ნი ერ­თმა­ნეთს არაფ­რით ჰგავ­და, თუმ­ცა გა­მი­ხარ­და, რომ სხვა­დას­ხვა ნა­მუ­შევ­რის შეს­რუ­ლე­ბა მო­მი­წია. ამ კონ­კურ­სის მან­ძილ­ზე, თა­ვი­დან სამ ტურ­ში შეგ­რძნე­ბა მქონ­და, რომ ჩემი პრო­ფე­სი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, როლი უნდა მე­თა­მა­შა. მერე ნელ-ნელა ვის­წავ­ლე, რომ ჩემი ნამ­ღე­რი ანა ქურ­თუ­ბა­ძის­გან ყო­ფი­ლი­ყო და­ნა­ხუ­ლი და არა რო­მე­ლი­ღაც პერ­სო­ნა­ჟის ნამ­ღე­რი.

სტე­ფა­ნეს სიმ­ღე­რაც შე­იძ­ლე­ბა, ჩემ­თან ტი­პა­ჟუ­რად ახ­ლოს არ იყოს, მაგ­რამ შე­ვე­ცა­დე, ისიც ჩემ­გან გა­მომ­დი­ნა­რე ყო­ფი­ლი­ყო და ჩემ­თვის ორ­გა­ნუ­ლი. ძა­ლი­ან ვი­სი­ა­მოვ­ნე.

- თან, სცე­ნა­ზე ძაღ­ლთან ერ­თად იყა­ვი...

- კი, ასე­თი პრე­ცე­დენ­ტი შედ­გა, უფრო გოჭ-ძაღ­ლას­თან ერ­თად. ჩა­ნა­ფიქ­რში აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა­ნა­ი­რად იყო, უბ­რა­ლოდ, ძაღ­ლი სა­ვარ­ძლი­დან რომ გად­მოხ­ტა, ვა­პი­რებ­დი, გა­მე­მარ­თლე­ბი­ნა, მაგ­რამ სცე­ნა­ზე ნიკა გვა­რა­მია რომ ამო­ვი­და, სრუ­ლი შოკი მქონ­და. ვმღე­რო­დი, თან წა­მებ­ში ვფიქ­რობ­დი, - ახლა რა ვქნა?! სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მა­ინც ნამ­ღე­რით სი­ა­მოვ­ნე­ბა მი­ვი­ღე, ანუ არ მი­ნერ­ვი­უ­ლია. ნი­კაც თი­თონ თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნია და რა­ღაც­ნა­ი­რად და­მამ­შვი­და.

- მოკ­ლედ, ამ ტურ­მა ფი­ნალ­ში ყოფ­ნა მო­გი­ტა­ნა. ეს რა ემო­ცი­ას იწ­ვევს შენ­ში?

- ამა­ზე არ მი­ფიქ­რია, რომ ფი­ნალ­ში მოვ­ხვდე­ბო­დი, უმე­ტე­სად იმა­ზე ვფიქ­რობ­დი, რომ ყო­ვე­ლი ლა­ი­ვი ჩემ­გან რა­ღაც ახა­ლი ყო­ფი­ლი­ყო და რა­ღაც ახა­ლი და­მე­ნახ­ვე­ბი­ნა ხალ­ხის­თვის. მარ­თლა მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო და მარ­თლა გა­მი­ხარ­და, რომ ასე მოხ­და.

ახლა ოთხი­ვე­ნი ბოლო ძა­ლებს ვიკ­რებთ, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რი შე­დე­გი „დავ­დოთ“. ძა­ლი­ან რთუ­ლი რე­ჟი­მი გვაქვს. ყვე­ლა­ზე რთუ­ლი, რაც ამ სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ყო­ფი­ლა. იმი­ტომ, რომ ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რა ურ­თუ­ლე­სია. გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS