03 თებერვალი, 2020
"მხოლოდ ქართულში" ფინალური შოუსთვის ემზადებიან - რა სურპრიზი ელოდება მაყურებელს და როგორი მოლოდინი აქვთ კონკურსანტებს
მე­გა­შოუ „მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი“ და­სას­რულს უახ­ლოვ­დე­ბა. 4 კონ­კურ­სან­ტი - თამ­თა ხუხ­ნა­იშ­ვი­ლი, ანა ქურ­თუ­ბა­ძე, ნინი შო­ნია და გი­ორ­გი ძო­წე­ნი­ძე ფი­ნა­ლუ­რი შო­უს­თვის ემ­ზა­დე­ბი­ან. მათ ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რე­ბი­სა და ქარ­თუ­ლი კი­ნო­მუ­სი­კის წარ­მოდ­გე­ნა მო­უ­წევთ.

რო­გორ აფა­სე­ბენ ისი­ნი გან­ვლილ ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლურ ტურს, რა მო­ლო­დი­ნე­ბი აქვთ ფი­ნა­ლუ­რი შოუს წინ და რო­გო­რია მათი გან­წყო­ბა, ამა­ზე AMBEBI.GE-ს ორი კონ­კურ­სან­ტი, თამ­თა ხუ­ხუ­ნა­იშ­ვი­ლი და ნინი შო­ნია ესა­უბ­რა.



თამ­თა ხუ­ხუ­ნა­იშ­ვი­ლი:


- ნა­ხე­ვარ­ფი­ნალს რაც ეხე­ბა, ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, რად­გა­ნაც დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იყო, ამას­თან, ფი­ნა­ლის წინა ტურ­ში ყვე­ლა­ფე­რი გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია და ცხა­დია, ღელ­ვაც ამი­ტომ
მა­ტუ­ლობს. ჩემი ბა­თუ­მე­ლე­ბი გვერ­დით ძა­ლი­ან და­მიდ­გნენ, და­ა­ფა­სეს ის, რა­საც ვა­კე­თებ.

ტურს რაც შე­ე­ხე­ბა, ჩემ­თვის დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა იყო ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას კი­დევ ის სწევ­და, რომ ჟი­უ­რის წევ­რე­ბის - ლე­ლა­სა და სტე­ფა­ნეს სიმ­ღე­რებს ვას­რუ­ლებ­დით. ვფიქ­რობ, რომ კარ­გად გა­მო­ვი­და. კარ­გი ტური აღ­მოჩ­ნდა. ის იმე­დე­ბი, რაც სტე­ფა­ნეს და ლე­ლას ჰქონ­დათ, მგო­ნი, ყვე­ლამ შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად გა­ვუ­მარ­თლეთ. მოკ­ლედ, კარ­გი ტური იყო მა­ყუ­რებ­ლის­თვი­საც, რად­გა­ნაც უმ­რავ­ლე­სო­ბა მათ სიმ­ღე­რებს უს­მენს და მღე­რის. ასე­ვე ჩვე­ნი შრო­მაც და­ფას­და. ლე­ლამ და სტე­ფა­ნე­მაც ძა­ლი­ან სა­ჭი­რო კო­მენ­ტა­რე­ბი გა­ა­კე­თეს.



- თამ­თა, ბოლო ტურ­ში, უკვე მე­რამ­დე­ნედ, ლა­ივ­კონ­ცერ­ტის ლი­დე­რიც გახ­დი. რა ემო­ცი­ას იწ­ვევს ეს, რო­დე­საც ხალ­ხის რჩე­უ­ლი ხარ?

- რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან მი­ხა­რია, ბედ­ნი­ე­რი ვარ. ამ დროს სა­კუ­თარ თავს ვე­უბ­ნე­ბი, - რო­გორც ჩანს, ყე­ლა­ფე­რი სწო­რად გა­ვა­კე­თე და გა­მო­მი­ვი­და, ანუ ის, რაც ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი მქონ­და. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი მეტი სტი­მუ­ლია ჩემ­თვის, რომ შემ­დეგ ტურ­ზე ყვე­ლა­ფე­რი კი­დევ უკეთ გა­ვა­კე­თო.

ფი­ნალ­ში გვექ­ნე­ბა ხალ­ხუ­რი ტური და კი­ნო­მუ­სი­კა, რის­თვი­საც ახლა სე­რი­ო­ზუ­ლად ვემ­ზა­დე­ბით.

- რა არის ფი­ნალ­ში ყოფ­ნა?


- ეს არის ის, თუ რა­ტო­მაც ამ კონ­კურ­სში მო­ვე­დი, რომ ფი­ნალ­ში ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ყვე­ლა­ფერ­ში დიდი შრო­მაა ჩა­დე­ბუ­ლი. ფი­ნა­ლი არის ამ ყვე­ლა გა­მოს­ვლის, ტუ­რის, ნამ­ღე­რის შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი და წერ­ტი­ლიც უნდა და­ის­ვას. ოღონდ, წერ­ტილს გა­აჩ­ნია, რო­გორ დას­ვამ - თუ კარ­გად დავ­სვი, მა­შინ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად წა­რი­მარ­თე­ბა. ამი­ტომ, ჩემ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ყვე­ლა­ფე­რი.

- ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რა ოდეს­მე თუ გიმ­ღე­რია?


- კი, ბავ­შვო­ბი­დან ვმღე­რო­დი და მიყ­ვარს. მარ­თლა ძა­ლი­ან რთუ­ლია, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა გა­მი­ად­ვილ­დეს, რად­გა­ნაც ბავ­შვო­ბი­დან მქონ­და ხალ­ხურ სიმ­ღე­რებ­თან შე­ხე­ბა და ძა­ლი­ან მიყ­ვარს.

- ზო­გა­დად ფი­ნა­ლი წინ რო­გო­რი მო­ლო­დი­ნი გაქვს?

- არ ვიცი, რა იქ­ნე­ბა. რაც ჩემ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ. გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS