22 იანვარი, 2020
"დიდი რისკი იყო ჩემი მხრიდან ამ კონკურსში მონაწილეობა..." - "ურსას" სოლისტი "მხოლოდ ქართულიდან"
მერე რა, რომ გი­ორ­გი ძო­წე­ნი­ძეს მა­ყუ­რე­ბე­ლი ჯგუ­ფი­დან „ურსა“ იც­ნობს. ის ახლა მე­გაპ­რო­ექტ „მხო­ლოდ ქარ­თუ­ლის“ მო­ნა­წი­ლეა და კონ­კურ­სან­ტო­ბა ისე­ვე უწევს, რო­გორც სხვა და­ნარ­ჩენ მო­ნა­წი­ლე­ებს, რად­გა­ნაც ამ შო­უ­ში ნე­ბის­მი­ერს შე­უძ­ლია ჩა­ერ­თოს, ვი­საც ამის სურ­ვი­ლი ექ­ნე­ბა.

გი­ორ­გი მის­თვის მი­ცე­მულ ამო­ცა­ნას თავს ყო­ველ­თვის კარ­გად არ­თმევს, თუმ­ცა, ჟი­უ­რის ზო­გი­ერ­თი წევ­რის­გან აქა-იქ მა­ინც გა­მოსჭვი­ვის მისი მი­სა­მარ­თით გა­მოთ­ქმუ­ლი გარ­კვე­უ­ლი საყ­ვე­დუ­რე­ბიც... პრო­ექ­ტი პრო­ექ­ტია, რო­მელ­საც თა­ვი­სი მკაც­რი წე­სე­ბი აქვს. ამას­თან, ის ჯგუ­ფის გა­რე­შე, რო­გორც სოლო მომ­ღე­რა­ლი, ისე გა­მო­დის „მხო­ლოდ ქარ­თუ­ლის“ სცე­ნა­ზე.


სა­ერ­თოდ კი, ოპ­ტი­მის­ტუ­რად
არის გან­წყო­ბი­ლი, ჰგო­ნია, რომ ფი­ნალ­ში უნდა მოხ­ვდეს, მაგ­რამ მერე რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა ამ­ბე­ბი, ეს უკვე აღარ იცის...

„თა­ვი­დან ამ პრო­ექტს ორაზ­როვ­ნად ვუ­ყუ­რებ­დი, ერთი, რომ რის­კი იყო ჩემი მხრი­დან მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რად­გა­ნაც სე­რი­ო­ზუ­ლი ჯგუ­ფი „ურსა“ მყავს, რო­მე­ლიც უკვე 10 წე­ლია, მოღ­ვა­წე­ობს და ჩემი თი­თო­ე­უ­ლი გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი მას­თან ასო­ცირ­დე­ბა. ამი­ტომ, რა­ღაც ისე რომ ვერ გა­მე­კე­თე­ბი­ნა, რო­გორც მინ­დო­და, პირ­და­პირ ჩემს ჯგუფს და­უ­კავ­შირ­დე­ბო­და და ამა­ზე ვფიქ­რობ­დი... მაგ­რამ მუ­სი­კა იმ­დე­ნად მიყ­ვარს, რომ ამ რის­კის გა­ღე­ბა ღირ­და და გავ­რის­კე.

რაც შე­ე­ხე­ბა „მხო­ლოდ ქარ­თუ­ლის“ და­დე­ბით მხა­რე­ებს, - ჩემი პო­პუ­ლა­რო­ბაც თა­ვის­თა­ვად გა­ი­ზარ­და, დიდი გა­მოც­დი­ლე­ბაც მი­ვი­ღე. ისე­დაც კი ვმღე­რი, მაგ­რამ ახლა მეტი რამ ვის­წავ­ლე სიმ­ღე­რა­ში, რა­ღა­ცე­ბი ტექ­ნი­კუ­რად მუ­სი­კა­ლუ­რად, ემო­ცი­უ­რად სხვა­ნა­ი­რად და­ვი­ნა­ხე. მოკ­ლედ, ბევ­რი რამ არის, რაც ამ პრო­ექტს უკავ­შირ­დე­ბა. ზო­გა­დად კი ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ... თუმ­ცა, ბევ­რი მე­კი­თხე­ბა, ხომ არ ვნა­ნობ, რომ აქ მო­ვე­დი, პი­რი­ქით, რომ არ მოვ­სუ­ლი­ყა­ვი, სა­ნა­ნე­ბე­ლი ის იქ­ნე­ბო­და".


- თა­ვა­დაც აღ­ნიშ­ნე და ასეც არის, კონ­კურ­სან­ტებს შო­რის ყვე­ლა­ზე გა­მოც­დი­ლი მუ­სი­კო­სი ხარ, სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლის დიდი ხნის გა­მოც­დი­ლე­ბა გაქვს. ამით მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­გან უპი­რა­ტე­სო­ბით სარ­გებ­ლობ... ამა­ზე რას გვე­ტყვი?

- კი, ესეც იყო ერთ-ერთი რამ, რის გა­მოც ვფიქ­რობ­დი, მივ­სუ­ლი­ყა­ვი თუ არა პრო­ექ­ტში... „ურ­სას“ კონ­ცერ­ტებ­ზე მო­დის ჩენი მსმე­ნე­ლი და გულ­შე­მატ­კი­ვა­რი, რო­მე­ლიც ბევრ ემო­ცი­ას და ენერ­გი­ას გვაწ­ვდის, მაგ­რამ აქ კონ­კურ­სია და ყვე­ლა შეც­დო­მა, რა­საც და­უშ­ვებ, პა­ტა­რა დე­ტალ­საც კი, ცუდი შე­დე­გი შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს. ამი­ტო­მაც, გარ­და ამი­სა, მსმე­ნე­ლი, რო­მე­ლიც „მხო­ლოდ ქარ­თუ­ლის“ დარ­ბაზ­შია და ტე­ლე­ეკ­რა­ნებ­თან გვი­ყუ­რებს, ის მხო­ლოდ ჩემი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი არ არის, რად­გა­ნაც ყვე­ლა კონ­კურ­სანტს თა­ვი­სი ფა­ვო­რი­ტი ჰყავს და მათ­გან გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი ჩემი კონ­კუ­რენ­ტე­ბის ქო­მა­გე­ბი არი­ან. ამი­ტო­მაც, ენერ­გი­ის მი­ღე­ბა ამ ადა­მი­ა­ნე­ბის­გან აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვავ­დე­ბა იმ მა­ყუ­რებ­ლის­გან, რო­მე­ლიც "ურ­სას" კონ­ცერ­ტზე მო­დის...



კი, სცე­ნაა, სას­ცე­ნო გა­მოც­დი­ლე­ბაც მაქვს, მაგ­რამ ვი­მე­ო­რებ, ის აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა სცე­ნაა. კონ­ცერ­ტი რომ იყოს და ჩემს ჯგუფ­თან ერ­თად გა­მოვ­დი­ო­დე და იმ კონ­ცერ­ტზე სხვა ახალ­ბე­დაც მო­ნა­წი­ლე­ობ­დეს, მა­შინ სხვა დიდი უპი­რა­ტე­სო­ბა მექ­ნე­ბო­და. ეს კონ­კურ­სია და თან, სო­ლო­სიმ­ღე­რა მი­წევს...

- ე.ი. არ ნა­ნობ, რომ ახლა უკვე ეს სა­კონ­კურ­სო გა­მოც­დი­ლე­ბაც არის შენს მუ­სი­კა­ლურ კა­რი­ე­რა­ში, ხომ?

- რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, რომ არ მოვ­სუ­ლი­ყა­ვი, მარ­თლა სა­ნა­ნე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და, რად­გა­ნაც ისეთ მუ­სი­კო­სებ­თან ერ­თად ვი­მუ­შა­ვე, რომ მათ­თან ერ­თად სცე­ნა­ზე დგო­მა, რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე ყოფ­ნა დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა...

- შენი მუ­სი­კით, ნამ­ღე­რით რას გა­დას­ცემ მა­ყუ­რე­ბელს?

- რო­გორც ნა­ხა­ტი მხატ­ვრის მდგო­მა­რე­ო­ბის გად­მო­ცე­მაა, ასე­ვეა ნამ­ღე­რით, დაკ­რუ­ლით სა­კუ­თა­რი ემო­ცი­ის, მდგო­მა­რე­ო­ბის გად­მო­ცე­მა. ეს კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ერთ-ერთი სა­სი­ა­მოვ­ნო მე­თო­დია და სა­ერ­თოდ მუ­სი­კას აქვს ასე­თი დატ­ვირ­თვა.

- გი­ორ­გი გა­ბუ­ნია ინო­ლა გურ­გუ­ლი­ას ტურ­ზე შე­ნით ცოტა უკ­მა­ყო­ფი­ლო იყო...

- ეს რომ კონ­ცერ­ტი ყო­ფი­ლი­ყო და გა­ბუ­ნია დარ­ბაზ­ში მა­ყუ­რებ­ლის სტა­ტუ­სით მჯდა­რი­ყო, ალ­ბათ არ ექ­ნე­ბო­და ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, მაგ­რამ ვე­თან­ხმე­ბი იმა­ში, რომ მქონ­და რამ­დე­ნი­მე დე­ტო­ნა­ცია... დიახ, ეს კონ­კურ­სია და პა­ტა­რა შეც­დო­მა­საც კი ის, რო­გორც ჟი­უ­რი, ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევს. არ ვამ­ბობ, რომ არა­ო­ბი­ექ­ტუ­რი იყო გი­ორ­გი, ან ჟი­უ­რის რო­მე­ლი­მე წევ­რი, ვინც შე­მა­ფა­სეს და 10-ია­ნე­ბი და­მი­წე­რეს, იმი­ტომ, რომ მათ თა­ვი­სე­ბუ­რად და­ი­ნა­ხეს... გაგარძელება


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS