„ბავშვობიდან მუსიკალურ სკოლაში, ფორტეპიანოს განხრით დავდიოდი, ვმღეროდი გუნდთან ერთადაც და სხვადასხვა აქტივობაში ვიყავი ჩართული... მუსიკის გარდა, მიყვარდა პროექტების წერა. ფესტივალის
- ე.ი. მანამდე არ გქონდა ასეთი მისწრაფება.
- არა და ეს სურვილი 18 წლის ასაკში მოვიდა. ბენდთან ერთად, საინტერესო რაღაცებიც შევქმენი, რადგანაც მქონდა საავტორო სიმღერები.
- სიმღერებს რა ასაკიდან წერ?
- 13 წლიდან დავიწყე მელოდიების წერა სოულისა და ალტერნატიული როკის ჟანრში... ბენდში 5 კაცი ვართ. თავიდან რუსთავში ვუკრავდით, რადგანაც ადგილობრივი ბენდი იყო, ახლა სხვადასხვა ღონისძიებაში ვმონაწილეობთ და, შესაბამისად, რეპერტუარზეც ვმუშაობთ.
- პროექტში რატომ მოხვედი?
- სრულიად მოულოდნელად გადავწყვიტე, რადგანაც ეს გამოცდილება არა მარტო სიმღერის კუთხით, სხვა აქტივობებშიც გამომადგება. ვიფიქრე, რომ შოუში მონაწილეობით ხალხს წარმოდგენა შეექმნებოდა ჩემზე. ალბათ ერთ-ერთი მიზეზი ეს იყო. მერე როდესაც შოუს სარეკლამო კადრები ვნახე და გავიგე, რომ მომღერალი ნატო მეტონიძე ჟიურიში იქნებოდა, გამიხარდა, ჩავთვალე, რომ ღირსეული კონკურსი იქნებოდა და ამიტომაც მოვედი.
- კმაყოფილი ხარ?
- კონკურსანტებს დიდი თავისუფლება გვაქვს, საოცარი მხარდაჭერა თვითონ პროექტის სტაფისგან. რეპეტიციები ბენდთან ერთად გვაქვს, - ესეც დიდ გამოცდილებას გვძენს. მეგობრული გარემოა. მთელი დღე რეპეტიციებზე გვიწევს ყოფნა და არ გვბეზრდება, არ ვიღლებით, კონკურსანტებიც ვმეგობრობთ, ერთმანეთთან კარგი დამოკიდებულება გვაქვს. ერთმანეთს ვამხნევებთ და ვგულშემატკივრობთ. გაგრძელება