AMBEBI.GE-ს მსახიობმა ვრცელი და გულახდილი ინტერვიუ მისცა, ბუნებრივია, მასთან საუბარი ახალი წლით დავიწყეთ.
- ბატონო დიმიტრი, როგორ შეხვდით ახალ 2020 წელს? რა ტრადიციები გაქვთ?
- არაფერი განსაკუთრებული ტრადიციები არ გვაქვს, დიდი მსმელი არ ვარ, ახალ წელს სახლში ვხვდები და თუ მივდივართ, მეუღლესთან ერთად მივდივარ სტუმრად. სანამ ჩემი ერთ-ერთი ქალიშვილი გათხოვდებოდა, ორივე ოჯახში ხვდებოდა ახალ წელს და შემდეგ
- რას საქმიანობთ?
- თეატრში ორ სპექტაკლში ვარ დაკავებული. კინოში მოსაწონი არაფერი არ ხდება. იანვრის მეორე ნახევარში უნდა ყოფილიყო ირანული ფილმის პრემიერა, მაგრამ აღარ ვიცი, რა მოხდება. "ამირანში" გვქონდა საპრემიერო ჩვენება. არაჩვეულებრივი გუნდი იყო ჩამოსული, მაღალი კლასის პროფესიონალები. სასიამოვნო იყო მათთან მუშაობა. ყველა დეპარტამენტი წესრიგით მუშაობდა.
საქართველოსთვის არატიპიური ფილმი გამოვიდა. ეს არის სიურეალისტური კომედია. გაურკვეველი ქვეყანაა, სადაც არაფერი კონკრეტული არ ხდება. მაგრამ რაღაცით ეს ფილმი ჰგავს ამერიკულ ფილმს „ვირთხების რბოლა“. რამდენიმე ადამიანს ეძლევა ნიშნები, ერთ ადგილზე მივიდნენ და იქ რაღაც ხდება. ფილმში მთავარ როლს ვთამაშობ. გადაღებები თბილისში იყო. მხოლოდ ქართველი მსახიობები ვთამაშობთ, გუნდის დანარჩენი წევრები ირანელები იყვნენ. სხვათა შორის, მათ გვითხრეს, თუ პრემიერაზე ჩამოსვლის სურვილი არ გექნებათ, გაგიგებთ, არ გვეწყინებაო.
- რატომ არ წახვედით ირანში პრემიერაზე?
- არ დავუპატიჟებივართ, რადგან ჯერ ფილმის ჩვენების უფლებას ირანში არ აძლევენ.
- საუბრისას ხაზი გაუსვით ირანელების პროფესიონალიზმს, ქართულ ფილმებზე მუშაობისას გაქვთ პროფესიონალებთან მუშაობის კომფორტი?
- მე მქონდა ურთიერთობა, ჩემი აზრით, ყველაზე მაგარ პროფესიონალთან, ზაზა ურუშაძესთან. მას ჰქონდა უნარი, შეეკრიბა ყველაზე მაგარი ჯგუფი საქართველოში. ბევრი გეგმები გვქონდა, მაგრამ... პროფესიონალიზმი დეტალებში გამოიხატება, ამ ყველაფერს ნიჭი და სწავლა სჭირდება. ჩვენთან ნიჭიერი ადამიანები რატომღაც თვლიან, რომ ადვილად გამოუვათ ყველაფერი, მაგრამ ეს იშვიათია.
ზაზა კი ადამიანებსაც კარგს კრებდა და პროფესიონალებსაც. გასულ წელს იგეგმებოდა გადაღებები ოდესაში, რომლის აღმასრულებელი პროდუსერი იყო ზაზა ურუშაძე, მე ერთ-ერთი ქართველი უნდა მეთამაშა, ისტორიული ფილმი იყო, როლზეც დამტკიცებული ვიყავი, ისიც ვიცოდი, როდის იქნებოდა გადაღებები, თუმცა, ჩაიშალა ეს პროექტი, რადგან კინოცენტრმა მიზერულ დაფინანსებაზეც უარი თქვა. როცა ეს მოხდა, ზაზამ მითხრა, ნუ გეშინია, მე ბევრი გეგმა მაქვს, ეს არაფერია იმასთან შედარებითო.
ზაზა კინოაკადემიის პრეზიდენტი იყო, გეგმავდა მჭიდრო კავშირები ჰქონოდა ამერიკის კინოაკადემიასთან, ერთობლივ პროექტებზე და კასტინგებზე ფიქრობდა, თუმცა...
- "მთავარ არხზე" გადის დოკუმენტური ფილმი "ანაკონდა", სადაც ბიძინა ივანიშვილს მწვავედ აკრიტიკებთ...
- ეს არის შოთა მალაშხიას დოკუმენტური ფილმები, სადაც მე ვარ. მეც იგივე პოზიცია მაქვს, რასაც ფილმში ვამბობ და უბრალოდ ტექსტს არ ვკითხულობ. ოფიციალურად არაა ნათქვამი, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში რუსული წყობაა.
- თქვენს სფეროში ბევრია ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი, ამ ფილმებზე მუშაობის გამო, თუნდაც კოლეგები არ გაკრიტიკებენ?
- ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს, მე ვთვლი, ჩემს ქვეყანას ვინც აზარალებს, უნდა გააკრიტიკო ისე, როგორც შეგიძლია. ყოველ ნაბიჯზე ვხვდებით იმას, რომ ეს მმართველობა ქვეყანას ვნებს. ჩვენ არა მხოლოდ უნდა ვაკრიტიკოთ, არამედ უნდა შევცვალოთ. მტერს უნდა ვებრძოლოთ, მტერი არის ყველა, ვინც შენს ქვეყანას აზიანებს. ვთვლი, ყველაზე ძვირფასი, რასაც უნდა გაუფრთხილდე, ესაა ჩვენი ქვეყანა.
- როდიდან გახდით ბიძინა ივანიშვილის მიმართ კრიტიკული?
- მე სიმართლე გითხრათ, 2011 წელს, როდესაც პირველად გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი და მისი ინტერვიუ ვნახე, თეატრში მივედი და ვთქვი, მისგან დახმარებას აღარ მივიღებ-მეთქი. ჩემნაირად რამდენიმე ადამიანი მოიქცა. თავიდანვე მივხვდი, ეს არის იმ ძალის წარმომადგენელი, რომელიც ერთ საუკუნეზე მეტია, მართავს რუსეთს, ასეა მიტაცებული ჩვენი სახელმწიფოც. დიდი ბრძენი და მცოდნე არა ვარ, მაგრამ რაც ჩემი ჭკუით გავაანალიზე, მივხვდი, ეს კაცი კარგს არაფერს მოუტანდა საქართველოს და ასეც მოხდა. მე იმის მერე დახმარება არ მიმიღია, ვწუხვარ, რაც მანამდე მქონდა აღებული, იმას ვერ დავაბრუნებ.
- რამდენი წელი იღებდით ივანიშვილის დახმარებას და რამდენს? გაგრძელება