მატილდა გვარლიანი - მაღალი მოდის პოდიუმიდან, ერთ დროს ტელევიზიით ნანახი ჩვენებები, რომელში მონაწილეობაზეც ოცნებობდა, მის საქმიანობად იქცა - მილანის მოდის კვირეულზე D&G კოლექცია წარმოადგინა, მონაწილეობა მიიღო ცნობილი ბრენდების ფოტოსესიებში.
მატილდა:
-14 წლის ვიყავი, როცა სააგენტო Look Models-ში მივედი. მოდელობაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი. როცა ჩვენებებს ტელევიზიით ვადევნებდი
ეცინებოდა: მოდელობა თუ გინდა, ბევრი უნდა იშრომოო. მეც მზად ვიყავი შრომისთვის, მაგრამ მაშინ ვერ წარმომედგინა, რამხელა ძალისხმევას უკავშირდებოდა ეს პროფესია. ამ სფეროში ყველაზე დიდი სირთულე თავდაჯერებულობას უკავშირდება. ეს ფსიქოლოგიური ტრენინგია - საკუთარი თავი უნდა დაარწმუნო, რომ გადაულახავი არაფერია. მერე რა, რომ შენი კონკურენტები ულამაზესი გოგონები არიან. თუ ამას ვერ დაძლევ, ქასთინგზე გასვლას აზრი არ აქვს. მე კი ქასთინგებზე ყოველთვის გავდიოდი და ეს შიში არასდროს მიგრძვნია. ქასთინგამდე უფრო მახასიათებდა ღელვა, რომელიც მაშინვე ქრებოდა, როცა ფაქტის წინაშე ვდგებოდი. ვხდებოდი გაცილებით მობილიზებული და თავდაჯერებული.
- გაქვს საზღვარგარეთ მუშაობის გამოცდილება, როგორ გახსენდება ეს პერიოდი?
-ეს გამოცდილება სულ ახლახანს მივიღე, როცა მილანის მოდის კვირეულზე გამოვედი. ყოველდღიურად დაძაბულ გრაფიკში მიწევდა მუშაობა, თან ზაფხული იყო, ცხელოდა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება დამქანცველი აღმოჩნდა ჩემთვის. მილანში ჩემი მეორე ვიზიტი იყო, მოდის კვირეულისთვის ჩავედი. სრულიად მარტო ვიყავი უცხო ქალაქში, ნაცნობი არავინ მყავდა. უცხო გარემოსთან შეგუება მაინც რთულია, თან შეიძლება დღეში ხუთჯერ გამოეცვალათ ლოკაცია. ყოველდღიურად უცხო ადამიანებთან მიწევდა კონტაქტი. ამ პირობებში თავის დამკვიდრებასაც ვცდილობდი. ძალიან დამეხმარა ჩემი სააგენტო თბილისიდან და ნინო ცქიტიშვილი. მილანის სააგენტომაც ოჯახის წევრივით მიმიღო. ითვალისწინებდნენ ჩემს ასაკს და ხშირად რჩევებს მაძლევდნენ. მოკლედ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და მიზანს ყველამ ერთობლივად მივაღწიეთ.
- მილანში, ქასთინგზე რა მოთხოვნები აქვთ გოგოების მიმართ, როგორ ირჩევენ მოდელებს?
- ყველაზე საინტერესო მომენტია. საკუთარი თავის წარმოსაჩენად მოდელს დაახლოებით 14 წამი აქვს. შედიხარ ქასთინგზე, ესალმები სააგენტოს წარმომადგენლებს, ეუბნები ასაკს, სახელს და ამ მცირე მონაკვეთში უნდა მოახერხო, რომ საკუთარი შინაგანი სამყარო აჩვენო მათ. საკმაოდ რთულია, მაგრამ მე მესმის მათი... უნახავთ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული ულამაზესი გოგონები, მათ შორის იდეალური გარეგნობის და ეძებენ რაღაც სხვას - განსაკუთრებულს, გემორჩეულს. ალბათ უფრო ინდივიდუალიზმს. ვერ აგიხსნით, როგორ წარმოვაჩინე თავი, ან განსაკუთრებული რა დაინახეს ჩემში, რომ ამიყვანეს. ჩემმა სააგენტომ თავიდანვე გამაფრთხილა, რომ ვყოფილიყავი ბუნებრივი და არავისთვის მიმებაძა. მეც შევეცადე, მაქსიმალურად შემენარჩუნებინა ინდივიდუალიზმი. გაგრძელება