10 იანვარი, 2020
"არა­ვის­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ მინ­დო­და, იმ პე­რი­ოდ­ში ცხოვ­რე­ბა ერ­თფე­რო­ვა­ნი გახ­და"
ცოტ­ნე გე­ლო­ვა­ნი მე­გაპ­რო­ექ­ტის „დიდი სცე­ნა“ კონ­კურ­სან­ტია. ის პირ­ველ ლა­ივ­კონ­ცერ­ტზე ლი­დე­რი გახ­და: „ოჯა­ხის, ახ­ლობ­ლე­ბის, მე­გობ­რე­ბის მხარ­და­ჭე­რის იმე­დი მქონ­და, მაგ­რამ და­ზუს­ტე­ბით რთუ­ლი იყო მა­ნამ­დე იმის თქმა, რამ­დე­ნად შევ­ძლებ­დი ამას. ამი­ტომ, ნამ­დვი­ლად მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო ეს წარ­მა­ტე­ბა. გა­მი­ხარ­და, მაგ­რამ იმა­საც ვი­ტყვი, რომ ღელ­ვის გამო ჩემი გა­მოს­ვლა არ იყო ისე­თი, რო­გო­რიც უნდა ყო­ფი­ლი­ყო. ცოტა „სა­უნ­დის“ პრობ­ლე­მაც იყო, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­თვის სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გით დას­რულ­და“, - გვე­უბ­ნე­ბა ცოტ­ნე და აღ­ნიშ­ნავს, რომ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ათე­ულ­შია და პირ­ვე­ლი ტუ­რის გა­მ
არ­ჯვე­ბუ­ლი­ცაა, სუ­ლაც არ აქვს იმის შეგ­რძნე­ბა, რომ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ობს, ჯერ ვერ გა­ი­თა­ვი­სა. „თუმ­ცა, ემო­ცი­უ­რად მა­გა­რი შეგ­რძნე­ბაა, რო­დე­საც ხალ­ხის რჩე­უ­ლი ხდე­ბი. პირ­ველ რიგ­ში, ჩემი ქა­ლა­ქი და­მიდ­გა გვერ­დით. რუს­თა­ვი ასეთ მო­წი­ნა­ვე მუ­სი­კა­ლურ პო­ზი­ცი­ებ­ზე აქამ­დე ნამ­დვი­ლად არ ყო­ფი­ლა. მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­სუ­ლი ირაკ­ლი კა­პა­ნა­ძეც რუს­თა­ვი­და­ნაა. მად­ლო­ბა ჩვენს ქა­ლაქს, რომ ასე­თი მხარ­და­ჭე­რა გვაგ­რძნო­ბი­ნა. მად­ლო­ბა ასე­ვე ჩემს „კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტეტს“, გვერ­დში და­მიდ­გა, სკო­ლას, რო­მე­ლიც და­ვამ­თავ­რე და, რა თქმა უნდა, უცხო ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც ჩემი ნამ­ღე­რი მო­ე­წო­ნა და და­მი­რე­კა“, - გვე­უბ­ნე­ბა ცოტ­ნე.

- ჟი­უ­რის რო­გორ აფა­სებ?

- რა შე­ფა­სე­ბე­ბიც მათ­გან ჩემი მი­სა­მარ­თით მო­ვის­მი­ნე, აბ­სო­ლუ­ტუ­რად სწო­რი იყო. ის შე­ნიშ­ვნე­ბი მომ­ცეს, რა შეც­დო­მე­ბიც ვი­ცო­დი, რომ და­ვუშ­ვი - ძა­ლი­ან ზუს­ტი და სწო­რი. უფრო ნაკ­ლებ ქუ­ლებ­საც მო­ვე­ლო­დი, მაგ­რამ 36 ქულა ავი­ღე. ალ­ბათ მთლი­ა­ნო­ბა­ში შეს­რუ­ლე­ბაც არ იყო ისე­თი, რომ და­ბა­ლი ქუ­ლე­ბი და­ე­წე­რათ...

- შო­უ­ში რა­ტომ მოხ­ვე­დი?

- მინ­და, რომ მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რა გა­ვაგ­რძე­ლო, მე­გაპ­რო­ექ­ტე­ბი ამ საქ­მეს ხელს უწყობს. მაქვს რამ­დე­ნი­მე სა­ავ­ტო­რო სიმ­ღე­რაც და მათი დღის შუქ­ზე გა­მო­ტა­ნაც მინ­და. ასე რომ, ეს პრო­ექ­ტი იმის­თვის მჭირ­დე­ბა, რომ პირ­ველ რიგ­ში, გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღო, უპირ­ვე­ლე­სად კი, სას­ცე­ნო გა­მოც­დი­ლე­ბა. ბენდთან მუ­შა­ო­ბაც სე­რი­ო­ზუ­ლი სკო­ლაა, თან, რე­ჟიმ­ში მი­წევს ყოფ­ნა, ესეც მად­გე­ბა, რად­გა­ნაც ამ მხრივ დი­დად არ გა­მო­ვირ­ჩე­ვი. ასე რომ, ამ მუ­სი­კა­ლურ მო­წეს­რი­გე­ბუ­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ თავს.

- უნი­ვერ­სი­ტეტ­ში რა მი­მარ­თუ­ლე­ბით სწავ­ლობ?

- კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჯან­დაც­ვის მე­ნე­ჯმენტზე ვსწავ­ლობ, თუმ­ცა, თა­ვი­დან ეკო­ნო­მი­კა­ზე ვსწავ­ლობ­დი. წელს გად­მო­ვი­ტა­ნე სა­ბუ­თე­ბი ამ ფა­კულ­ტეტ­ზე იმი­ტომ, რომ ჩემს ქვე­ყა­ნა­ში ხალ­ხს ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბა დახ­მა­რე­ბა. ჯან­დაც­ვის სფე­რო გა­ნათ­ლე­ბას­თან ერ­თად, ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სფე­როა, სა­დაც ბევ­რი პრობ­ლე­მაა. მო­მა­ვალ­ში ამ ორი სფე­როს ერ­თმა­ნეთ­თან შე­თავ­სე­ბას ვა­პი­რებ და უფრო მარ­კე­ტინ­გის კუ­თხით წას­ვლას.

- პირ­ვე­ლად რა ასაკ­ში და­ი­წყე სიმ­ღე­რა?

- ძა­ლი­ან პა­ტა­რა­ო­ბა­ში. ჩემს ბავ­შვო­ბა­ში „ბას­ტი-ბუ­ბუს“ ბუმი იყო და დედა მე­უბ­ნე­ბა, რომ სიმ­ღე­რე­ბი ზე­პი­რად ვი­ცო­დი. მერე რუს­თავ­ში ხალ­ხურ ან­სამ­ბლში შე­ვე­დი, სა­დაც ხმებ­ში გაშ­ლა და სიმ­ღე­რა პრაქ­ტი­კუ­ლად ვის­წავ­ლე.



- ვი­დე­ო­ში აღ­ნიშ­ნავ, რომ ადრე წო­ნის პრობ­ლე­მა გქო­ნია, რო­მელ­საც სე­რი­ო­ზუ­ლად ებ­რძო­დი...

- მე­ო­რე კლას­ში ვი­ყა­ვი, რომ წო­ნის პრობ­ლე­მა შე­მექ­მნა, მა­ტე­ბა და­ვი­წყე, რა­მაც თან­და­თან გარ­კვე­უ­ლი კომ­პლექ­სე­ბი გა­მი­ჩი­ნა. 30 კი­ლოგ­რა­მით მეტი ვი­ყა­ვი. სახ­ლში ჩა­ვი­კე­ტე, გა­რეთ გა­მოს­ვლა არ მინ­დო­და, არა­ვის­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ მინ­დო­და, იმ პე­რი­ოდ­ში ცხოვ­რე­ბა ერ­თფე­რო­ვა­ნი გახ­და. ამ კომ­პლექ­სებ­მა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩემს კა­რი­ე­რას დიდი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა. ვე­ღარ ვმღე­რო­დი, სახ­ლში ყვე­ლა რომ და­ი­ძი­ნებ­და, ჩა­ვი­კე­ტე­ბო­დი ოთახ­ში და ჩემ­თვის ჩუ­მად მხო­ლოდ მა­შინ ვმღე­რო­დი. სა­ბო­ლო­ოდ, მუ­სი­კის სიყ­ვა­რულ­მა გა­და­მა­წყვე­ტი­ნა, რომ ცხოვ­რე­ბა ახა­ლი ფურ­ცლი­დან და­მე­წყო. წო­ნის პრობ­ლე­მას­თან ბრძო­ლა და­ვი­წყე დი­ე­ტით. 14 წლის ასაკ­ში მკაც­რი დი­ე­ტა და­ვი­წყე. 16 წლი­სა უკვე ისეთ წო­ნა­ზე დავ­დე­ქი, რომ უკვე სიმ­ღე­რაც და­ვი­წყე, ხა­სი­ათ­ზე მო­ვე­დი. მოკ­ლედ, 8 წლი­დან 14 წლამ­დე რთუ­ლი პე­რი­ო­დი მქონ­და.

- რა ემო­ცია მო­აქვს შენ­თვის მუ­სი­კას?

- მუ­სი­კას ის ემო­ცია მო­აქვს, რომ მუდ­მი­ვად ბედ­ნი­ე­რი ვიყო. ქა­ვე­რებს ვას­რუ­ლებ თუ სა­ავ­ტო­რო­ებს, მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს (სა­ავ­ტო­რო­ებს თა­ვი­სი დატ­ვირ­თვა აქვს), სა­ო­ცარ ემო­ცი­ას გან­ვიც­დი. არის ისე­თი სიმ­ღე­რე­ბიც, რომ­ლე­ბიც ჩემ­თან ახ­ლო­საა. მსმე­ნე­ლის­თვის იმა­ვე ემო­ცი­ით მი­წო­დე­ბას, რა ემო­ცი­ი­თა­ცაა და­წე­რი­ლი, დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ვა­ნი­ჭებ. მას ხალ­ხი უს­მენს და ჩემ­თან ერ­თად ბედ­ნი­ე­რე­ბას გა­ნიც­დის.

- რა მო­ლო­დი­ნი გაქვს პრო­ექ­ტი­დან?

- გა­მარ­ჯვე­ბა კარ­გია, მაგ­რამ ჩემ­თვის უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, პრო­ექ­ტში იმ ბავ­შვებ­თან ერ­თად ყოფ­ნა, ვის­თა­ნაც ვარ. ამ ეტაპ­ზე ერ­თმა­ნეთს კონ­კუ­რენ­ტე­ბად არ აღ­ვიქ­ვამთ. „დიდ სცე­ნა­ში“ მოს­ვლით კარ­გი მე­გობ­რე­ბი შე­ვი­ძი­ნე. მო­ლო­დი­ნი მაქვს, რომ წინ და წინ წა­ვალ და მსმე­ნელს თავს უკეთ გა­ვაც­ნობ, რომ და­ი­ნა­ხონ ჩემი რე­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. ვეც­დე­ბი, მა­ყუ­რე­ბელ­მა კარ­გი კუ­თხით გა­მიც­ნოს - რო­გორც კარ­გი ვო­კა­ლის­ტი და კარ­გი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი.


ლალი ფაცია
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS