08 იანვარი, 2020
"მინდა ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს გაუთავებელი დაპირისპირება, ლანძღვა" - ნინი ბადურაშვილის და მისი ყოფილი ქმრის ურთიერთობა დასტაბილურდა
"რაც ყველაზე მეტად უნდათ ქართველებს, არის სიმშვიდე, მშვიდობა. მინდა, ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს გაუთავებელი დაპირისპირება, ლანძღვა. მინდა, ბევრ ბედნიერ სახეს ვხედავდე"

ნინი ბადურაშვილი "კვირის პალიტრას" უამბობს, თუ როგორი იყო მისთვის 2019 წელი, ასევე გაგვიმხელს, როგორი გე­გმებითა და იმედით ხვდება ვირთხის წელიწადს.

- არ მიყვარს 2019 წელი, არ გამახ­სენდება კარგად. ამ წელს მოულოდნელი დარტყმა მივიღე, რომელსაც ვერ ვინელებ და, ალბ­ათ, ვერც ვერასდროს შევეგუები. ამ წელს მამა დავკარგე. ვერ ვიჯერებ, რომ აღარ
არის. მასევდიანებს ის ნივთები, რომელთაც
მამა ეხებოდა, ის ეზო, კიბე, სადაც ადიოდა, ოთახი... ერეკლე სიცოცხლისმოყვარე ადამიანი იყო და ეს ენერგია რომ დააკლდა იქაურობას, მიჭირს შეგუება. მისი გარდაცვალების შემდეგ გავაცნობიერე, რა არის სიკვდილი. ჩემი დიდი ბებია, რომელიც 101 წლის გარდაიცვალა, ხუმრობდა, ჩემი წასვლის დრო არ დადგაო. შურას რომ ვუყურებდი, უკვდავე­ბის მჯეროდა. ახლა გავაცნობიერე სიკვდილის არსებობა. დღე არ გადის, არ ვიფიქრო ერეკლეზე. ისე ვესაუბრები, როგორც ცოცხალს.

- მახსენდება ჩემი და ერეკლე ბადურაშვ­ილის ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ. ბევრი ილაპარაკა თქვენს შვილზე, ერთი ჭკუის ვართო...

- ელენე და ერეკლე ნამდვილი მეგობ­რები იყვნენ, ძალიან უყვარდათ ერთმანეთი.­ პარასკევი-შაბათი-კვირა იყო ერეკლეს დღეები, ასე იყო ჩემს ბავშვობაშიც და ვგიჟდებოდი მასთან დარჩენაზე.

- გარეგნობით მამას ჰგავს, თუმცა, მუსიკალური მონაცემები აშკარად დედის­ აქვს.
- მამის გენი მძლავრობს მასში. თუმცა,­ ვფიქრობ, უფრო პატარაობისას მეტად ჰგავდა მამას, ახლა ეკას ბავშვობის ფოტოებს რომ ვნახულობ, მასთან მსგავსებასაც ვპოულობ. ელენესაც სიმღერის ნიჭი დაჰყვა, რაც ძალიან მახარებს, ცეკვავს და ჩემგან განსხვავებით, კარგად ხატავს, ამაში მამას ჰგავს.

- მამა რა პროფესიის ჰყავს?
- ყოფილი წყალბურთელია და ახლა წყალბურთის ფედერაციის პრეზიდენტია მოსკოვში, ასევე ბიზნესმენი.

- დროსთან ერთად თქვენ შორის უთანხმოება დალაგდა? როგორ იყოფთ ელენეს?
- მშობლების უთანხმოება შვილზე არ უნდა მოქმედებდეს. ურთიერთობა დასტაბილურდა. ირაკლი კარგი მამაა, ხშირად მიჰყავს ელენე მოსკოვში, ასევე დუბაიში, თავის ოჯახთან ერთად, თით­ქმის 3 წელია,­ ახალი ოჯახი ჰყავს - მეუღლე, შვილი. ელენე ამ ახალ წელს მამასთან შეხვდება. გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS