ქრისტიანული სამყაროს ნაწილი დღეს ქრისტეშობის დღესასწაულს ზეიმობს. საშობაო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში, ტრადიციისამებრ, გუშინ საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა. ლიტურგიას მთავრობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. უჩვეულო იყო ერთი ფაქტი, რომელიც დაკვირვებულ თვალს არ გამორჩენია.
სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგიამ თამრიკო ჭოხონელიძისა და მარიამ როინიშვილის გარეშე ჩაიარა. ისინი წლებია საშობაო ლიტურგიაზე სამების ტაძრის სასულიერო დასის გუნდთან ერთად გალობენ. საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი, რომ ჭოხონელიძის ოჯახი ლიტურგიაზე შეგნებულად არ მიიწვიეს. რაც მის მიერ გაკეთებულ ბოლოდროინდელ განცხადებებს უკავშირდება.
AMBEBI.GE მთელი დღის
მანძილზე ცდილობდა საპატრიარქოს პრესსამსახურთან და თავად თამრიკო ჭოხონელიძესთან დაკავშირებას. საპატრიარქოს პრესსამსახურის წარმომადგენლის ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ის ამ საკითხზე კომენტარს ხვალ გააკეთებს. მასთან გასაუბრების შემდეგ, ჩვენ თამრიკო ჭოხონელიძეს დავუკავშირდით:
გაგრძელება