20 დეკემბერი, 2019
მარიამ კუბლაშვილი: “ჩემი ქმარი უკიდურესადაც რომ გაბრაზდეს, არ ავყვები”
ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ბოლო დროს სკანდალების ეპიცენტრში აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც თბილისის საკრებულოს წევრის, ილია ჯიშკარიანისა და მისი თანამშრომლის, თამთა თოდაძის, საქმეში ჩაერთო, ხისტი და სკანდალური განცხადებებით საზოგადოება აახმაურა. იმის გამო, რომ ქალზე ძალადობაში ბრალდებული მამაკაცის ადვოკატი გახდა, ის ქალთა უფლებების დამცველთა სამიზნედ იქცა.

სიმართლე სანამ გაირკვევა, მარიამზე ამ ამბავმა ემოციურად უარყოფითად უკვე იმოქმედა, მაგრამ ცდილობს, ეს ყველაფერი გარეთ დატოვოს და ოჯახში არ მიიტანოს. მისი და მსახიობ ლევან ხურციას ოჯახი 4 წელს ითვლის. ქმარ-შვილი ძირითადად
მოუცლელობის გამო საყვედურობს, სხვა მხრივ კი, ცოლ-ქმარს შორის სრული ჰარმონიაა.

– მარიამ, სკანდალური საქმის ეპიცენტრში აღმოჩნდით, უფლებადამცველებისგან და ფემინისტური ორგანიზაციის წარმომადგენლებისგან მწვავე კრიტიკა დაგატყდათ თავს. ხომ არ ნანობთ, რომ ამ საქმეს ხელი მოჰკიდეთ ან თუ ფიქრობდით, რომ ასეთი რეზონანსული იქნებოდა ეს ისტორია?

– ბუნებრივია, ველოდი, რომ ამ საქმეს დიდი ხმაური მოჰყვებოდა. მე როცა ჩავერთე, უკვე დიდი აჟიოტაჟი იყო შექმნილი. არ ვნანობ, რომ ამ საქმეს ხელი მოვკიდე, რადგან ყველამ თუ უარი ვთქვით ჩვენი საქმის კეთებაზე, მაშინ ვერავინ აღუდგება წინ ამ უსამართლობას.

აგრესიის ობიექტი გავხდი. ასეთ არაკვალიფიციურ და უხეშ გამონათქვამებს არ ველოდი მათგან, ვინც ქალთა უფლებების დამცველების სახელით გამოდიან. უფლებადამცველს არ ეკადრება ასეთი გამონათქვამი: “ხომ არ ჯობია, შენს კლიენტთან ერთად იცეკვო”. გამოდის, რომ ქალთა უფლებადამცველი დისკრედიტაციას აქეთ მიწევს და ჩემს პროფესიონალიზმში ეჭვი ეპარება. ეს სიტყვები ტოლფასია იმისა, ქალს რომ უთხრა, წადი “კუხნაშიო”.

არავის დავუჯერე, ვინც მეუბნებოდა, რომ ამ საქმისთვის ხელი არ მომეკიდა. ბოლო დროს ბევრი საქმე მქონდა და ფიზიკურად ძალიან გადატვირთული ვიყავი. მიხარია, რომ საკუთარ თავში ძალა ვიპოვე და უარი არ ვთქვი. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავნერგოთ ისეთი სტანდარტი, რომელიც ადამიანის უფლებებს არ შელახავს. პირველი სტანდარტი ის არის, რომ სანამ ადამიანის დანაშაული არ დამტკიცდება, მას მოძალადე არ უნდა უწოდო. მეორე – კლიენტი სქესით არ უნდა განვასხვაოთ.

გენდერული თანასწორობა ნიშნავს იმას, რომ ქალის განცხადებისთანავე, ჩემ მიმართ მოხდა ძალადობაო, ბრალდებული მამაკაცი მაშინვე დამნაშავედ არ უნდა ცნო. ფაქტია, რომ ამ საქმის მოცემულობა არის ძალიან სუსტი, ბევრი ურთიერთსაპირისპირო გარემოებაა.

– როდესაც მამაკაცი მოვიდა თქვენთან და გითხრათ, რომ ქალი სექსუალურ ძალადობას სდებდა ბრალად, როგორი იყო თქვენი პირველი ემოცია, როდის დარწმუნდით, რომ ის უდანაშაულოა? ქალური სოლიდარობის გრძნობა სულ არ გქონიათ?

– სანამ საქმეში ჩავერთვებოდი, ტელევიზიით გავიგე ეს ამბავი. ამ ქალის ინტერვიუს როცა ვუყურებდი, მისი გამომეტყველებიდან, პათოსიდან, არგუმენტებიდან გამომდინარე, ეჭვი შემეპარა, რომ სიმართლეს ამბობდა. მეგობრები დამემოწმებიან, რომ მაშინვე ვთქვი, ერთი წუთითაც არ მჯერა იმის, რასაც ეს ქალი ლაპარაკობს-მეთქი. არ შეიძლება ერთსა და იმავე ამბავს, ერთსა და იმავე გარემოებას ხუთნაირად და ათნაირად ყვებოდე. სიმართლე რამდენჯერაც უნდა თქვა, ყოველთვის ერთნაირად მოყვები.

– ისიც უცნაურია, რომ თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი “ქართული ოცნების” დეპუტატია, არადა პარალელურ რეჟიმში თქვენ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატიც ხართ, რომელიც პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს და ამ საქმით ფაქტობრივად სახელმწიფო აპარატთან გიწევთ დაპირისპირება.

– ზუსტად ამას უნდა შეეჩვიოს ხალხი, რომ საქმე და პოლიტიკური გემოვნება ერთმანეთისგან გამიჯნოს. ადვოკატმა ყველა უნდა დაიცვას. ორივე საქმეს ერთნაირად დავიცავ და ხელს ვერაფერი შემიშლის. როგორც კი “ოცნების” დეპუტატის უფლებების დაცვა დავიწყე, არამარტო არასამთავრობო ორგანიზაციების და კონკრეტული ჯგუფების სამიზნე გავხდი, არამედ ოპოზიციისაც.

– როგორი იყო მალხაზ მაჩალიკაშვილის რეაქცია, როდესაც გაიგო, რომ “ოცნების” წარმომადგენელს იცავდით?

– ძალიან ადეკვატური, რადგან ის ყველაზე უკეთესად მიცნობს, როგორი მართალი ადამიანი ვარ. მან გააკეთა კიდეც განცხადება, მარიამს თავი დაანებეთ, ის თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებსო. მე არც ხელისუფლების მეშინია და არც ოპოზიციის.

ერთი წელია, მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლებას ვებრძვი, მაგრამ, რაც ამ ბოლო დროს ოპოზიციიდან ჩემ მიმართ ძალადობა და შეურაცხყოფა მოდის, აქამდე მსგავსი რამ არავისგან მიგრძვნია. ნაციონალურ მოძრაობას ძალიან აგრესიული პოლიტიკა აქვს.

– ძირითადად, ფემინისტი ბაია პატარაია ილაშქრებს თქვენ წინააღმდეგ.

– ბოლო პერიოდში ბაია პატარაია საერთოდ არავის ახსოვს და არც პატივისცემით გამოირჩევა, ამიტომ ყველაფერზე მიდის იმისთვის, რომ ეს გამოიყენოს ყურადღების მისაქცევად. მისი საქმეა, ბენეფიციარებს როგორ დასდევს და რა სარგებელს იღებს მათგან. მე, გარდა პროფესიულისა, სხვა არანაირი ინტერესი მამოძრავებს.

ფაქტია, რომ ეს გოგო თავიანთი მიზნებისთვის გამოიყენეს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ცილი დასწამეს. ამ გოგომ დებოში მოაწყო და სურათის სხვაგვარად დახატვას ცდილობს. ის და მისი ოჯახი ცილისწამებებსა და თაღლითობებში აქამდეც იყვნენ შემჩნეულნი.

ალბათ ეს საქმეც ერთად შეიმუშავეს. როგორც ჩანს, მას არ დაუფასდა თავისი წვლილი “ქართულ ოცნებაში” და გადაწყვიტა, სხვანაირად ეძია შური. არ ვკადრულობ, მას იმ მეთოდებით ვებრძოლო, რომლებითაც თვითონ იბრძვის. ჩემი კლიენტის მონაყოლს აბსოლუტურად ადასტურებს ექსპერტიზა და ამით ყველაფერია ნათქვამი. როდემდე უნდა ვუყუროთ ამ სიცრუის კასკადს?! ამიტომაც გადავედი შეტევაზე და ვუთხარი, რომ პირდაპირ ეთერში დამიჯდეს დებატებში, მაგრამ ამის შემდეგ სულ დაიმალა.

დიახ, ვიყავი ხმაურიანი, ემოციური, რადგან სხვანაირად საზოგადოებას ხმას ვერ მივაწვდენდი მაშინ, როდესაც ეს ქალბატონი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის პლაკატებს საჯაროდ აფრიალებდა და ფეხებით თელავდა. იმ მტკიცებულებებით, რომლებიც მაქვს, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ სიმართლე გაიმარჯვებს. მე ბევრჯერ დამიცავს ქალი, რომელიც მართლა ყოფილა ძალადობის მსხვერპლი, ამიტომ ვერავინ მასწავლის, როგორია, იყო მამაკაცისგან ძალადობის მსხვერპლი ქალი. ბევრჯერ დამიმტკიცებია, რომ ქალი მართლაც იყო ძალადობის მსხვერპლი გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS