თუმცა, კონკურსის პირობები მკაცრია, ყოველ ტურში მას ერთი მონაწილე ეთიშება და ასეთი მარიამ შენგელია აღმოჩნდა, რომელმაც გია ყანჩელის სიმღერა ინგლისურ ენაზე შეასრულა (ნამუშევარი თავის დროზე სპექტაკლისთვის
დათუნა ალადაშვილი, ჟიურის წევრი:
- ეს არ იყო საკონკურსო ტური, ეს იყო გალაკონცერტი, სცენაზე კაშკაშა ვარსკვლავებით, ამასთან, არაჩვეულებრივი ორკესტრით და შეუდარებელი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით. ის ვერსიები, რაც თითქოს, კარგად ვიცით, კიდევ უფრო ახლებურად დანახული მოვისმინეთ.
თავისთავად ის ფაქტი, რომ დღეს გია ყანჩელის მუსიკა შესრულდა, ბედნიერება და სიამოვნებაა. ის, რომ ყანჩელის მუსიკა "საქართველოს ვარსკვლავის“ ერთ-ერთ ტურში მოვისმინეთ, კონკურსისთვის მნიშვნელოვანია.
- როგორც კლასიკური მუსიკის წარმომადგენელი, როგორ აფასებთ დღეს გაჟღერებული ყანჩელის მუსიკის ვერსიებს?
- კომპოზიტორისთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როდესაც სიცოცხლეშივე ფასდება, როცა მისი მუსიკა ისეთი პოპულარული ხდება, რომ მისი ინტერპრეტაციები კეთდება. არის რაღაც კანონები, რომელთა დარღვევაც არ შეიძლება, თუმცა, მოცარტი და ბახიც არღვევდნენ წინამორბედების ტრადიციებს და ისინი ქმნიდნენ ახალს და სწორედ მაშინ იქმნებოდა ახალი ეპოქაც. გია ყანჩელიც ასეთივე კომპოზიტორია, მან დაამსხვრია სტერეოტიპები, შექმნა თავისი ხელწერა, არ არსებობს ადამიანი, მისი მელოდია მოისმინოს და ვერ მიხვდეს, რომ ყანჩელია. ფაქტი, რომ მისი მელოდიები, დღეს ახლებურად მოვისმინეთ და თორნიკე ყიფიანიმა "ის აქ არის“ ასე შეასრულა, ამის გამოხატულებაა და ნამდვილი ზეიმია. ამას ყოველთვის მივესალმები და ყოველივე დასტურია, რომ ეს მუსიკა სულ იცხოვრებს. გაგრძელება