16 დეკემბერი, 2019
"თბი­ლის­ში და გან­სა­კუთ­რე­ბით ვა­კე­ში ყო­ველ­თვის კარ­გად ეც­ვათ" - ია ფარულავა მოდაზე და გემოვნებიან ქართველ ქალებზე
"ფლო­რენ­ცი­ა­ში თუნ­დაც უბ­რა­ლო სი­ლა­მა­ზის სა­ლონ­ში რომ შეხ­ვი­დე, სტი­ლის­ტი ე.წ. ჩოლ­კა­საც სულ სხვა­ნა­ი­რად, ლა­მა­ზად და მოხ­დე­ნი­ლად შეგჭრის. გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი გა­მო­დი­ხარ სა­ლო­ნი­დან, მაგ­რამ არა­ფე­რია გა­საკ­ვი­რი - ის ადა­მი­ა­ნი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გან­საც­ვიფ­რე­ბელ სი­ლა­მა­ზეს უყუ­რებს, გამ­ჯდა­რი აქვს ცნო­ბი­ერ­ში დახ­ვე­წი­ლი გე­მოვ­ნე­ბა", - ამ­ბობს უმ­შვე­ნი­ე­რე­სი და მრა­ვალ­მხრივ ნი­ჭი­ე­რი ია ფა­რუ­ლა­ვა, რო­მელ­მაც "გზას­თან" სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ დიდი ხა­ნია, ინ­ტერ­ვიუ არა­ვის­თვის მი­უ­ცია...

"გზას­თან" მსა­ხი­ობ­მა ყვე­ლა­ზე გე­მოვ­ნე­ბი­ან ქარ­თველ ქა­ლებ­სა და მო­და­ზე ისა­უბ­რა:

- ამ­ბო­ბენ, რომ თბი­ლის­ში თბი­ლი­სუ­რი მოდა და­ი­კარ­გა...
რამ­დე­ნად ეთან­ხმე­ბით?

- აზ­რზე არ ვარ, რა არის თბი­ლი­სუ­რი მოდა! თბი­ლის­ში და გან­სა­კუთ­რე­ბით ვა­კე­ში ყო­ველ­თვის კარ­გად ეც­ვათ... ახლა მით უმე­ტეს, ათას­ნა­ი­რი ბრენ­დი შე­მო­ვი­და და "მე­ო­რა­დებ­შიც" კი გა­და­სა­რე­ვი სა­მო­სის შერ­ჩე­ვა შე­იძ­ლე­ბა... ვა­კე­ში ჩვენ ასე­თი ტენ­დენ­ცია გვქონ­და: სა­ზღვარ­გა­რეთ იშ­ვი­ა­თად დავ­დი­ო­დით და იქ რომ სა­მოსს შე­ვი­ძენ­დით, მერე აქ ერ­თმა­ნე­თის­გან ვყი­დუ­ლობ­დით... იყო ხვეწ­ნა-მუ­და­რა, მომ­ყი­დეო და დღემ­დე მიყ­ვარს ვინ­მეს ნაც­ვა­მის ტა­რე­ბა, ამას სუ­ლაც არ ვთა­კი­ლობ. კო­მუ­ნის­ტურ პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც მოს­კოვ­ში ჩავ­დი­ო­დით, ვი­ღა­ცე­ბის­გან ვყი­დუ­ლობ­დით სა­მოსს... მახ­სოვს, ერთ გო­გოს "დოლ­ჩე და გა­ბა­ნას" შარ­ვა­ლი და კოს­ტი­უ­მი ფაქ­ტობ­რი­ვად, გავ­ხა­დეთ. ისე, გვა­რი­ა­ნად ძვი­რად მოგ­ვყი­და... ასე შე­ვი­ძი­ნე ტრუ­სარ­დის ფეხ­საც­მე­ლე­ბი და ჩან­თაც, რო­მელ­შიც იმ პე­რი­ოდ­ში რე­კორ­დუ­ლი თან­ხა მაქვს გა­დახ­დი­ლი - და­ახ­ლო­ე­ბით პრო­ფე­სო­რის ორი თვის ხელ­ფა­სი, მაგ­რამ არ მე­რი­დე­ბა ამის გამ­ხე­ლა, რად­გან მიყ­ვარ­და კარ­გი ჩაც­მა... ისე, თუ კარ­გი გე­მოვ­ნე­ბა გაქვს, უბ­რა­ლო სა­მოს­საც შე­უ­ხა­მებ ერ­თმა­ნეთს. სუ­ლაც არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, ბრენ­დე­ბი გეც­ვას.


- გქო­ნი­ათ შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც სა­სურ­ვე­ლი სა­მო­სის შე­სა­ძე­ნად საკ­მა­რი­სი თან­ხა არ გქონ­დათ?

- რამ­დენ­ჯე­რაც გინ­დათ და ახ­ლაც ეგ­რეა! მა­გა­ლი­თად, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მიყ­ვარს "გუჩი", გარ­თუ­ლე­ბა მაქვს ამ ბრენ­დზე. ძა­ლი­ან მის­ტი­კუ­რია ჩემ­თვის და სა­ო­ცარ ენერ­გი­ას ატა­რებს... თუმ­ცა, არ­სე­ბობს "გუ­ჩის" კა­ბე­ბი, რო­მელ­საც ვე­რა­სო­დეს ვი­ყი­დი, რად­გან ოთხნიშ­ნა და ხუთ­ნიშ­ნა ციფ­რე­ბი ღირს. გა­მო­რი­ცხუ­ლია, რომც მქონ­დეს, კა­ბებ­ში ამ­დე­ნი ფული გა­და­ვი­ხა­დო, ორ­ჯერ ჩა­ვიც­ვა და მერე კა­რა­და­ში იდოს. მად­ლო­ბა ღმერ­თს, ჩემი სას­ტუმ­რო კარ­გად მუ­შა­ობს, მაგ­რამ ჩემი შე­მო­სავ­ლის ოც პრო­ცენტს ქველ­მოქ­მე­დე­ბას ვახ­მარ. სამ ოჯახს ვეხ­მა­რე­ბი. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად კარ­გად უნდა მე­გუ­ლე­ბოდ­ნენ, რად­გან ერთი უკვე პენ­სი­ო­ნე­რია, თა­ვის დრო­ზე ფუ­ფუ­ნე­ბა­ში ცხოვ­რობ­და, ახლა კი პენ­სი­ის გარ­და, არა­ნა­ი­რი შე­მო­სა­ვა­ლი არ აქვს. მან აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­ი­ღოს თან­ხა ჩემ­გან, რომ ახ­ლაც ღირ­სე­უ­ლად იცხოვ­როს... მე­ო­რეა და მუ­შა­ო­ბა შე­უძ­ლია, მაგ­რამ არ ეძებს სამ­სა­ხურს და ვე­უბ­ნე­ბი, - სამ­სა­ხუ­რი იშო­ვე, ასეთ ცხოვ­რე­ბას ნუ მი­ეჩ­ვე­ვი-მეთ­ქი ...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS