09 დეკემბერი, 2019
საგვარეულო უბანი წყნეთში, ულამაზესი როტონდა და ფარშევანგები - როგორ გამოიყურება აჩიკო მეფარიძის ციხე-სიმაგრე
მიუხედავად მისი დატვირთული ცხოვრების ტემპისა (გასტროლები, კონცერტები, შეხვედრები, წვეულებები), ცდილობს, შინ რაც შეიძლება მეტი თავისუფალი დრო გაატაროს. აჩიკო მეფარიძისთვის სახლი მყუდრო ციხე-სიმაგრეა, რომელიც ასოცირდება და დაკავშირებულია სიყვარულთან, მშობლებთან, ბავშვობის უდარდელ წლებთან და ყმაწვილობის პერიოდის მოგონებებთან. რუსეთში სწავლობდა, ბალტიისპირეთის შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა და აქედან გამომდინარე, სახლის დიდი მონატრება მუდმივად ჰქონდა. არასდროს ავიწყდება ემოციები, რომლებიც 17 წლის ასაკში რუსეთში, სამედიცინო უნივერსიტეტში სასწავლებლად წასულს, ზამთრის პირველ არდადეგებზე, შინ დაბრუნებისას ჰქონდა. სახლი მისთვის ყველაზე მყუდრო და კომფორტული სივრცეა.

Rating

რა
დროს ატარებთ სახლში?

ა.მ. - სახლში ძალიან დიდ დროს ვატარებ. განსაკუთრებით მიყვარს ღამე, ჩემს ოთახში ძილი. დიდ ყურადღებას ვაქცევ კომფორტს, ზოდიაქოთი კურო ვარ და ჩემს ჰოროსკოპს ახასიათებს ეს თვისება. ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მყუდრო გარემოს.

რომელია თქვენი ყველაზე საყვარელი ადგილი შინ?

ა.მ. - ერთი კონკრეტული საყვარელი ადგილი და კუთხე არ მაქვს. მიყვარს ჩემი საძინებელი, სააბაზანო ოთახი, სამზარეულო და სასტუმრო ოთახი, რომელიც ფოტოებით გავავსე და ძალიან დიდი სითბოთი, სიყვარულით მოვაწყვე. ასევე ძალიან მიყვარს ჩემი გაკეთებული კიბე.


Rating


რა ისტორიას ატარებს თქვენი სახლი? ვინ ცხოვრობდა, სანამ თქვენ დაიდებდით ბინას?


ა.მ. - ეს არის მამის − შოთა მეფარიძის აშენებული სახლი, სადაც დაბადებიდან ვცხოვრობ. მისი დღემდე ძალიან მადლიერები ვართ, ჩვენ − ოჯახის წევრები, შვილები, შვილიშვილები და ახლობლები, რადგან წყნეთში, სადაც ახლა ჩვენი სახლი მდებარეობს, მამამ დაგვასახლა ყველა, ერთმანეთის გვერდიგვერდ და შექმნა მეფარიძეების უბანი.

„სახლს შეუძლია აბსოლუტურად ყველაფერი თქვას და მოჰყვეს მის მფლობელზე − ხასიათი, ჩვევები, ემოციურობა, მისი დამოკიდებულება, პიროვნული თვისებები“

როგორი დაგხვდათ სახლი და რა შეცვალეთ იქ? როგორ და რის მიხედვით დაყავით სივრცეები და ოთახები?

ა.მ. - სახლი იყო ტრადიციული, ქართულ-იმერული სტილის, გარშემორტყმული დიდი აივნით. ფასადი მოვანგრიე, გავუკეთე ახალი შემოსასვლელი, დავანგრიე შიდა ტიხრები და თავიდან დავაპროექტე, შევცვალე აივნები, ფაქტობრივად მხოლოდ გარეთა კედლები და კარკასი დავტოვე. ახალი სუნთქვა და ახალი სიცოცხლე მივეცი სახლს. პრაქტიკულად, თავიდან ავაშენე. გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS