09 დეკემბერი, 2019
"სულელთან რამის მტკიცებას თუ დაიწყებ, მერე შენც სულელი გამოხვალ" - ია ტომაშმა დუმილი დაარღვია და თიკა ჯამბურიასგან ბოდიშის მოხდას ითხოვს
ცოტა ხნის წინ, თიკა ჯამბურიამ „ფარულ კონცერტში“ საკუთარი ცხოვრების იმ მძიმე მომენტზე ისაუბრა, რომელიც მას ზუკა ყალიჩავასთან ჰქონდა. ზუკასთან რომანი, მომღერლის თქმით, ერთ-ერთი ჩხუბის შემდეგ დასრულდა, რაც გაიგო, რომ ზუკასთან ურთიერთობა მის მეგობარს, ია ტომაშს ჰქონდა.

ია ტომაშს ამ თემაზე აქამდე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა დუმილი ჟურნალ „თბილისელებთან“ დაარღვია.
- პირველი შავი პიარი ჩემზე, ჩემს გვარს უკავშირდებოდა, მაშინ როცა პროექტში ვმონაწილეობდი. მეორე შავი პიარი კი ეს იყო. არც ისეთი ცნობილი მეგონა თავი, როგორც თიკამ ახსენა.
მაგრამ არ წყდება თემის მასშტაბური განხილვა, დღემდე მირეკავენ და მეკითხებიან, რა პასუხს გასცემ თიკასო. საკუთარი ენით, შუამავლის გარეშე, მარტივია ადამიანთან საუბარი, მაგრამ სულელთან რამის მტკიცებას თუ დაიწყებ, მერე შენც სულელი გამოხვალ. ამიტომ, ამ ინტერვიუთი პირველად და უკანასკნელად დავაკმაყოფილებ ჩემი გულშემატკივრების ინტერესს.

- რა მოხდა რეალურად?
- ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, მე და თიკა ჯამბურია არ ვყოფილვართ ახლო მეგობრები. თუ მას ჰგონია ურთიერთობა, რომელიც ჩვენ გვქონდა, ახლო მეგობრობას ნიშნავს, გადაეცით, რომ ადამიანებზე არასწორი წარმოდგენა აქვს - ზედმეტად კარგი ან გაბუქებულად ცუდი და ეს არის იმ პირადული თუ კარიერული პრობლემების სათავე, რომელზეც ის მთელი გადაცემის მანძილზე საუბრობდა.

- ზუკას ამბავს რაც შეეხება?
- არც თიკა და ზუკა ყოფილან შეყვარებულები და არც მე და ზუკას გვქონია არანაირი ურთიერთობა. თიკას მიერ გაჟღერებული ინფორმაცია ჩვეულებრივი ცილისწამებაა, ზუკა თიკასგან გავიცანი, ეს მართალია. ერთადერთხელ ვნახე და მას მერე ურთიერთობა არ გვქონია.

- შენი აზრით, რა უნდოდა თიკას? თუ მხოლოდ პიარზე იყო გათვლილი ეს ამბავი, მაშინ შენს სახელსა და გვარს რატომ ასახელებდა?

- წარმოდგენა არ მაქვს. თიკას ბოდიშს მეც და ჩემი გულშემატკივრებიც დიდი სიამოვნებით მივიღებთ. სჯობს, ჩემი სახელით მოგებული თანხა, იმ შუამავალ, ვითომ მეგობრის შურისძიებას მოახმაროს, რომელმაც გააბოროტა და როგორც თვითონ ამბობს, ვანდალობამდე მიიყვანა.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS