06 დეკემბერი, 2019
ქართველი ბარონესას ამერიკული ცხოვრება - როგორია ჰოლივუდის ვარსკვლავების მეზობლობა და რა აკავშირებს პატრიარქის დაცვის ყოფილ უფროსთან
6 წლის წინ ცის­ნა­მი საყ­ვარ­ლიშ­ვილ­მა ამე­რი­კუ­ლი ოც­ნე­ბის ახ­დე­ნა გა­და­წყვი­ტა და იტა­ლი­ა­ში ოთხწ­ლი­ა­ნი ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ, შტა­ტებ­ში სას­წავ­ლო ვი­ზით წა­ვი­და.

წარ­მა­ტე­ბუ­ლი გო­გო­ნა სო­ფელ ვაჩ­ნა­ძი­ა­ნი­დან - ასე მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ მას წლე­ბის წინ ქარ­თულ მე­დი­ა­ში, იბეჭ­დე­ბო­და ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი ამე­რი­კუ­ლი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ, ერ­თვე­ბო­და პირ­და­პირ ეთერ­ში სხვა­დას­ხვა თოქ-შო­უ­ში, თუმ­ცა, ბევ­რს მისი წარ­მა­ტე­ბე­ბის არ სჯე­რო­და. ბევ­რჯერ სკან­დალ­შიც გა­ეხ­ვა, თუმ­ცა, დღეს მისი ცხოვ­რე­ბა და­უ­ჯე­რებ­ლად შე­იც­ვა­ლა.

ცის­ნა­მი ორი წე­ლია, გერ­მა­ნელ ბა­რონ­ზეა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი და მას­თან ოფი­ცი­ა­ლურ ქორ­წი­ნე­ბა­შია. რო­გორც გვიყ­ვე­ბა, მისი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა და ახლა "სუ­პერ­ბედ­ნი­ე­რი" ადა­მი­ა­ნია.



"სო­ცი­ა­ლურ
ქსელ­ში ხში­რად ვაქ­ვეყ­ნებ ფო­ტო­ებს ჩვე­ნი მა­მუ­ლი­დან, ჰამპტო­ნე­ბი­დან, სა­დაც შა­ბათ-კვი­რას ვა­ტა­რებთ მე და ჩემი მე­უღ­ლე. აქ ულა­მა­ზე­სი ბუ­ნე­ბაა - ოკე­ა­ნე, ტყე, სა­ო­ცა­რი ჰა­ე­რი.
სა­მუ­შაო დღე­ებ­ში მა­ნ­ჰე­ტენ­ზე ვცხოვ­რობთ. ერთი წე­ლია, რაც ოფი­ცი­ა­ლურ ქორ­წი­ნე­ბა­ში ვართ, თუმ­ცა, უკვე ორი წე­ლია, ერ­თად ვართ.

აქამ­დე რამ­დენ­ჯე­რაც გა­მოვ­ფი­ნე ჩემი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უარ­ყო­ფი­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა... ბევ­რი სი­ბო­რო­ტე გა­მი­კე­თეს ქარ­თვე­ლებ­მა და ეს არის მი­ზე­ზი, რა­ტო­მაც არ ვწერ ხში­რად ჩემ მე­უღ­ლე­ზე... ის წო­დე­ბით ბა­რო­ნია, გვა­რად ვან მალ­სონ ქო­ნი­ქალ, გერ­მა­ნი­ის სა­მე­ფო ოჯა­ხის გვა­რია. მისი წი­ნაპ­რე­ბი პირ­ვე­ლი ბან­კი­რე­ბი იყ­ვნენ ნიუ იორკში. ჯორჯ ბა­ლან­ჩინს ჩემი დე­დამ­თი­ლის ბიძა და­ეხ­მა­რა, რომ ამე­რი­კა­ში პირ­ვე­ლი სა­ბა­ლე­ტო სკო­ლა გა­ეხ­სნა.



მე ამ სამ­ყა­როს ნა­წი­ლი ვარ, მაგ­რამ ჩემი სუ­ლი­ე­რი საზ­რდოა ქარ­თვე­ლებ­თან კონ­ტაქ­ტი. ვა­დევ­ნებ თვალს სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ და სო­ცი­ა­ლურ მოვ­ლე­ნებს. ყო­ვე­ლი ჩემი დღე სიყ­ვა­რუ­ლის­თვის ლოც­ვაა, ძა­ლი­ან მიყ­ვარს ადა­მი­ა­ნე­ბი, ისი­ნიც კი, ვინც ბო­რო­ტე­ბა გა­მი­კე­თეს.

- ცის­ნა­მი, გყავს შვი­ლი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობს. მოგ­ვი­ყე­ვი მას­ზე...

- ერთი ვაჟი მყავს, 12 წლის ირაკ­ლი ში­ო­ლაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობს. მისი სა­ბუ­თე­ბი სა­ე­მიგ­რა­ცი­ო­შია გაგ­ზავ­ნი­ლი, ჩემი მე­უღ­ლეა მისი სპონ­სო­რი და ვე­ლო­დე­ბით, რო­დის მოგ­ვარ­დე­ბა, რომ ჩვენ­თან ჩა­მო­ვი­დეს სა­ცხოვ­რებ­ლად.

6 წე­ლია, ირაკ­ლი არ მი­ნა­ხავს, მაგ­რამ ყო­ველ­დღი­უ­რად გვაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა. ერთი სული აქვს, ამე­რი­კა­ში რო­დის ჩა­მო­ვა და აქა­ურ სა­კა­ლათ­ბურ­თო სკო­ლა­ში ის­წავ­ლის. ჩემ მე­უღ­ლეს ინ­გლი­სუ­რად ესა­უბ­რე­ბა, მის­თვის ცხე­ნიც კი გვყავს შერ­ჩე­უ­ლი. გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS