06 დეკემბერი, 2019
"საპატიებელი ბევრი მქონდა" - მერაბ სეფაშვილი მეუღლეზე და შვილიშვილებზე
მერაბ სეფაშვილს ინტერვიუები არ უყვარს, თუმცა, როცა ჟურნალისტს ინტერვიუზე თანხმდება, ის გულახდილი რესპონდენტია.

– ბატონო მერაბ, ხანგრძლივი კარიერის მანძილზე მართლაც უამრავი სიმღერა ჩაწერეთ. გამორჩეულ კონცერტს ან განსაკუთრებით საყვარელ კომპოზიციას ხომ ვერ გაიხსენებთ?

– გეთანხმებით, 40 წელია, სცენაზე ვარ. 300-ზე მეტი სიმღერა ჩავწერე და უამრავი საღამო გავმართე, რამაც მართლაც ფასდაუდებელი გამოცდილება შემძინა. ვფიქრობ, კონცერტის მოწყობისას, მთავარია, თვითონ მიიღო სიამოვნება და მაშინ საღამოც წარმატებული იქნება, რადგან შემსრულებლის ემოცია ჯერ მაყურებელზე გადადის და მერე ისევ უკან უბრუნდება. რა
თქმა უნდა, ყველა სიმღერა ძალიან მიყვარს, მაგრამ განსაკუთრებით პირველ ნამუშევრებს გამოვყოფ, რადგან მაშინ ვსწავლობდი და ვეძებდი საკუთარ თავს მუსიკაში. სხვათა შორის, პირველად რომ გამოვედი სცენაზე, პრაქტიკულად ზურგი შევაქციე პუბლიკას, რადგან ძალიან ვღელავდი და საშინლად მრცხვენოდა.



– ახალი ალბომის გამოსვლას გრანდიოზული კონცერტით აღნიშნავთ. როგორ ემზადებით საღამოსთვის და რა სიმღერები გააერთიანეთ ალბომში?


– ალბომის ჩაწერა ზაფხულში გადავწყვიტე აბსოლუტურად მოულოდნელად, რადგან მჩვევია სპონტანური გადაწყვეტილებების მიღება. მეგობრებთან გია მაჭარაშვილთან და თემურ ნიკოლაიშვილთან ერთად ივლისის თვეში შევუდექი მუშაობას და თითქმის დავასრულე. გიასთან და თემურთან ხანგრძლივი მეგობრობა, თანამშრომლობა მაკავშირებს, და დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მათ, რადგან ყოველთვის მხარში მიდგანან და ახლაც უანგაროდ მეხმარებიან. ალბომში 10 სიმღერა გავაერთიანე, რომელთა შორის განსაკუთრებით ვაჟა აზარაშვილის „ისევ წვიმს“ მომწონს, რომელიც ბატონმა გურამ გაჩეჩილაძემ წლების წინ გადააკეთა და სწორედ მაშინ მივხვდი, როგორ შეიძლება არაჩვეულებრივი ნაწარმოების გარდასახვა არანაკლებ საოცარ კომპოზიციად. ყოველთვის ძალიან მინდოდა ამ სიმღერის შესრულება და როგორც იქნა, სურვილი ავისრულე. ალბომის გამოსვლის შემდეგ კი, მართლაც მასშტაბურ კონცერტს ვგეგმავთ, რომელიც ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იქნება.

– როგორ ახერხებთ პირადი და პროფესიული ცხოვრების შეთავსებას?

– განსაკუთრებით რთული იყო, სანამ ბავშვები გაიზრდებოდნენ, სულ გასტროლებზე ვიყავი და ნაკლებად ვახერხებდი მათთან ურთიერთობას.

– თქვენს მეუღლეს, ქალბატონ ნინოს, მართლაც უზარმაზარი ტვირთი აწევს. საინტერესოა, როგორ შეძლო სირთულეების დაძლევა და ოჯახური სტაბილურობის შენარჩუნება?

– რა თქმა უნდა, ჩვენც გვქონდა ჩავარდნები, თუმცა, ნინოს წყალობით, წარმატებით დავძლიეთ ყველა სირთულე. ძალიან მოუწესრიგებელი ვარ და არ მიყვარს სახლში ყოფნა, რადგან უამრავი მეგობარი მყავს, ვისთანაც ინტენსიური ურთიერთობა მჭირდება, ნინოს კი, ბევრჯერ მოუწია დათმობა ჩემი ხასიათისთვის, სურვილებისთვის ანგარიშის გაწევა, რისთვისაც უსაზღვროდ ვემადლიერები.



რა გაპატიათ მეუღლემ ისეთი, რასაც თქვენ ვერ აპატიებდით? გაგრძელება


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS