"ვარ ქართველი, დავიბადე საქართველოში. დავამთავრე უნივერსიტეტი, სპეციალობით ბიოლოგი ვარ. ახლა არ ვმუშაობ. მეუღლესთან ერთად ბავშვების აღზრდით ვარ დაკავებული და მთელი ჩემი ენერგია სწორედ აქეთკენ არის მიმართული. ორი შვილი გვყავს - ბიჭი და გოგონა. გაბრიელი 2 წლისაა, უყვარს ფეხბურთი და მანქანები. ლიზა კი მხოლოდ 6 თვისაა, უყვარს
...ჩვენ უნივერსიტეტში ერთ ფაკულტეტზე ვსწავლობდით. თავიდან უბრალოდ მეგობრები ვიყავით - მიმოწერა და ჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა... მაგრამ ერთხელ, ლექციების შემდეგ, საქმეზე უნდა გავსულიყავით და..
ყველაფერი აქედან დაიწყო. ჩემს მეუღლესთან შეხვედრამდე ფეხბურთი ჩემთვის საინტერესო არ იყო და მატჩებსაც არ ვესწრებოდი. ამბობენ, რომ კარგი კულინარი ვარ. რა თქმა უნდა, ცხოვრებაში, ყველაზე მნიშვნელოვანი ოჯახი, მეუღლე და შვილებია", - ამბობს თამარ კილაძე.
თბილისზე, საქართველოზე, უნიკალურ ქვეყანაზე...
"ძალიან გვიყვარს ბუნებაში ოჯახთან და მეგობრებთან ერთად დასვენება, რესტორნებში სიარული. მაგრამ, სამწუხაროდ, მეუღლის საქმიანობიდან გამომდინარე, ასე ხშირად არ ხდება. ჩვენ გვიყვარს მოგზაურობა საქართველოში. როცა თავისუფალი დრო გვაქვს, ბავშვებთან ერთად ხშირად ლისის ტბაზე ვისვენებთ.
საქართველო თითქმის მთელ მსოფლიოშია ცნობილი. ჩვენი ქვეყანა უნიკალურია - კულტურა, სამზარეულო, ბუნება...
ჩვენთან მთელი მსოფლიოდან უამრავი ტურისტი ჩამოდის. საქარველო ძალიან პატარა ქვეყანაა, მაგრამ ჩვენ ყველაფერი გვაქვს და ბევრი რამ შეიძლება, მოინახულო.
რაც შეეხება თბილისს, ეს არის განვითარებული და ლამაზი ქალაქი საინტერესო წარსულით. ყველაზე ლამაზი ადგილი ჩვენს დედაქალაქში არის, ალბათ, რესტორანი "ფუნიკულიორი". იქიდან თბილისის ძალიან ლამაზი ხედი იშლება"... გაგრძელება