დალის მიერ მომზადებული კერძები მის სამეგობროში დიდი პოპულარობით სარგებლობს, თუმცა, კულინარიაში უფრო მეტი გამოცდილების მიღება მოისურვა და პროექტში მონაწილეობით კმაყოფილია. თბილისის ერთ-ერთმა ყველაზე მოდურმა ქალბატონმა გადაწყვიტა, ჰქონდეს საკუთარი კაფე, რომელიც ზაფხულში გაიხსნება.
როგორც AMBEBI.GE-მ გაარკვია, მოდის ექსპერტი რამდენიმე დღის წინ კლინიკაში მოათავსეს და ინტერვიუ სწორედ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით დავიწყეთ:
"სტრესის ნიადაგზე განმივითარდა თიაქარი ხერხემალზე და გავიკეთე სასწრაფო
- თქვენს ცხოვრებაში ახლა მთავარი ადგილი უჭირავს „მასტერშეფს“, ხალხმა სულ სხვა კუთხით გაგიცნოთ... რატომ გადაწყვიტეთ ძალების კულინარიაში მოსინჯვა?
- ყველამ იცის, როგორ მიყვარს კერძების მომზადება და შემოთავაზებას სიამოვნებით დავთანხმდი. მოდა, მუსიკა და კულინარია გამომდის ყველაზე კარგად. ეს სამი სფერო არის ხელოვნება და ყოველთვის ვამბობ, თუ არ გაქვს გემოვნება, პირში გემოც ვერ გექნება.
გუნდზე, რომელიც „მასტერშეფს“ აკეთებს, ადრეც ბევრი კარგი მსმენია, მაგრამ როცა შიგნიდან ხედავ ამ ყველაფერს, როგორ აკეთებს საქმეს „ნოვა პროდაქშენი“, ეს სულ სხვა სიამოვნება და პროფესიონალიზმია. უდიდესი გამოცდილება მივიღე, ცოდნა შევიძინე, ჩემს მიერ მომზადებულ ღომს და ხარჩოს მოჰყვა ყველაზე დიდი შეფასება, მაგრამ კიდევ სხვანაირად ვისწავლე მომზადება, სერვირება და ა.შ.
ვაპირებ, საკუთარი კაფე გავხსნა, უკვე შერჩეული მაქვს ადგილი, სადაც ამ ბიზნესს დავიწყებ. მინი ფაბრიკის ტიპის ლოკაციის მშენებლობა მიმდინარეობს თბილისში და ჩემი კაფეც იქ დაიდებს ბინას, სადაც ჩემს საფირმო კერძებს ყველა დააგემოვნებს.
- კონკურსანტები ხშირად უსვამენ ხაზს თქვენს ასაკს, გაღიზიანებთ ეს?
- ყველა ახალგაზრდას ჰგონია, რომ თავად უკეთესია. თუმცა, გამოცდილებას სხვა ხიბლი აქვს, კარგია ცოდნა, მაგრამ გამოცდილების გარეშე ეს ცოდნა ჰაერში იკარგება. გაგრძელება