მეორე ლაივის ლიდერი კი გახდა თორნიკე ყიფიანი, რომელმაც AMBEBI.GE-ს გაუმხილა, რომ ამხელა მხარდაჭერას მაყურებლისგან არ ელოდა:
"ამ შედეგს არ ველოდებოდი და დიდი მადლობა ჩემს მხარდამჭერებს, რომ ასეთი ბედნიერი წუთები მაჩუქეს! მათგან საოცარი თანადგომა ვიგრძენი. დღეს ძალიან კარგი კონცერტი იყო, მე ლიზა შენგელიას ვგულშემატკივრობდი, რომელიც სამწუხაროდ, გავარდა.
- დავუშვათ, გახდი „საქართველოს ვარსკვლავი“ - „ევროვიზიაზე“ რა შედეგებს ელი?
- იქ
ნათია თოდუა, ჟიურის წევრი:
- უნდა აღვნიშნო, რომ წლევანდელი კონკურსანტები, ბევრად პასუხისმგებლობით არიან სავსე, ვიდრე წინა სეზონზე იყვნენ. ვერც ერთზე ვიტყვი, რომ მხოლოდ ვოკალურად იხარჯება - თითოეული უდიდეს შრომას დებს თავისი ნომრის მომზადებაში, საკუთარ თავზე ბევრს მუშაობენ.
ამიტომაცაა, რომ თითოეულის ფანი ვარ. რთულია რომელიმეს შეფასება, მიჭირს. ამიტომაც ყველა გულშემატკივარს მათ აქტიურ გულშემატკივრობას ვთხოვ. რთულია, როდესაც ვიღაც ტოვებს პროექტს.
- ვფიქრობ, ლიზა შენგელია დღეს დაუმსახურებლად გამოეთიშა შოუს...
- ლიზა შენგელია ძალიან საყვარელი, სცენური, კარგი ემოციების გოგოა, ისეთია, როცა მღერის, აუცილებელი რომ არ არის მისგან, სასწაულ ნოტებს იღებდე. თავისი ტკბილი ხმით სოულს და ჯაზს "გვიბულბულებდა". იმდენად მგრძნობიარეა, ის სცენაზე უნდა იყოს და მღეროდეს. იმსახურებს, რომ მუსიკით გვაბედნიერებდეს. გაგრძელება