ლექს-სენის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
“ადამიანებო, მეგობრებო, ვინც ჯერ კიდე ფიქრობს და სურს წასვლა ისეთ ტერორისტულ ქვეყანაში, როგორიც ისრაელია. გაითვალისწინეთ ჩემი რჩევა, საკუთარ თავზე გამოვცადე, არ წახვიდეთ არასდროს. იმიტომ რომ ვიღაცას არ მოეწონები სახეზე ან ჩაცუმლობაზე ან რამე საბუთი არ გექნება დამაჯერებელი, უბრალოდ პირდაპირ, მიზეზგარეშე
„რეიტინგი“ პოპულარულ ქართველ რეპერს დაუკავშირდა და შეეცადა, მისგან დამატებითი დეტალები გაერკვია.
- ლექსო, რატომ მიემგზავრებოდით ისრაელში?
- კონცერტზე მიმიწვიეს ისრაელის ქალაქ ბატიანში, სადაც ჩემი საღამო ემიგრანტების მოთხოვნით უნდა ჩატარებულიყო. საქართველოდან 22 ნოემბერს გავფრინდი და 24-ში უკან უნდა დავბრუნებულიყავი, თუმცა საზღვარზე გამაჩერეს და ქვეყანაში არ შემიშვეს. მათთვის ქვეყანაში შეშვებაზე დამაჯერებელი მიზეზი არ არსებობს. ჩემთან ერთად დააკავეს ქალები, ბავშვები, ერთ-ერთი გოგონა დააკავეს, რომელსაც უთხრეს, ვინც მოგიწვია ის შემჩნეულია ქვეყანაში ისეთი ადამიანების შემოყვანაში, რომლებიც ქვეყანას აღარ ტოვებენო, გაგიჟდა ეს გოგონა, რადგან მისი დის მიწვევით მიდიოდა ისრაელში.
- თქვენ რა მიზეზით არ შეგიშვეს?
- მე 22-ში ჩავედი და 24-ში უკან ვაპირებდი დაბრუნებას, სწორედ ეს გახდა უარის თქმის ერთ-ერთი მიზეზი. ისრაელი არასდროს ყოფილა ჩემთვის მომხიბვლელი ქვეყანა, არც დასასვენებლად წასვლაზე მიფიქრია მანდ, მე სხვა სტანდარტები მაქვს, თუმცა ემიგრანტების დიდი სურვილი იყო ჩემი კონცერტის ჩატარება და ამ ადამიანებს უარს ნამდვილად ვერ ვეტყოდი. თუ გაქვს ქართული პასპორტი, უნდა გაგაწამონ.
- ორი დღე გაატარეთ ციხეში, რა მდგომარეობაა იქ?
- ეს არის ჩვეულებრივი დილეგი, სადაც საშინლად ექცევიან ადამიანებს. მნიშვნელობა არ აქვს, ქალია თუ ბავშვი. დღეში 5 წუთით გაქვს ჰაერზე გასვლის უფლება. თუ ბევრს „გაა**ებ“, შეიძლება ორი კვირა დაგტოვონ, თუ არადა უახლოესი რეისით დაბრუნდები ქვეყანაში.
- ისრაელში დაგეგმილი კონცერტი თქვენი მიზეზით არ ჩაშლილა, მიიღეთ კუთვნილი ჰონორარი?
- არ მიმიღია კუთვნილი ჰონორარი ჯერჯერობით, ვაპირებ, მოვითხოვო.