ნინის ცხოვრებაში ბოლო ნახევარ წელიწადში დიდი მწუხარება და დიდი ბედნიერება თითქმის ერთდროულად მოხდა. მამამისი, ყველასთვის საყვარელი გოგიჩა, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა, რამდენიმე თვეში კი მის დას ბიზნესმენმა ნიკა ნაყოფიამ მოულოდნელად სთხოვა ხელი. ნინის გვერდით ახლა მამაც დგას და სიძეც, მამა იმ ქვეყნიდან აძლევს ძალას, დის ქმარი კი
- ამ თემაზე არსად მილაპარაკია… ერთ რაღაცას ვიტყვი - რასაც ვაკეთებ ცხოვრებაში, თუნდაც ახლა პროექტში „ცეკვავენ ვარსკვლავები“, ყველაფერი მამაჩემს ეძღვნება. ის ყოველთვის ბოლომდე მედგა მხარში. წარმატების შემდეგ, პირველი მამა მიგზავნიდა შეტყობინებას და ზუსტად ვიცი, ახლაც ჩემთან ერთად არის და უხარია, რასაც ვაკეთებ.
მამაჩემთან ერთად მთელი ცხოვრება იყო ზღაპარი და საოცრება, თითოეული დღე - უბედნიერესი. ის გიჟდებოდა ჩემზე, ძალიან ვუყვარდი.
- ამ ტრაგედიის შემდეგ, თქვენს ოჯახს დიდი ბედნიერება ეწვია, თქვენი უფროსი და, ნანუკა გათხოვდა. როგორ გრძნობთ თავს ახალი სტატუსით, როდის ექნებათ ქორწილი?
- ქორწილი ერთი წლის მერე ექნება. არალოგიკური იქნებოდა, რომ ახლა გადაეხადათ. ნანუკა ნიკასთან ერთად ძალიან ბედნიერია. მას ისეთი ადამიანი ჰყავს გვერდით, რომელიც ნებისმიერ ადამიანს უქმნის კომფორტს. რაც ყველაზე მთავარია, ძალიან კეთილი ადამიანია. იმდენად მზრუნველია, მგონი მეც კი მამასავით მიდგას მხარში. მასზე კარგის მეტი მართლა არაფერი მეთქმის, ნანუკამ ზუსტად ისეთი თანამგზავრი იპოვა, როგორსაც იმსახურებდა და როგორიც დიდი ხნის განმავლობაში უნდოდა.
- თქვენს პირად ცხოვრებაში არის რაიმე სიახლე?
- არა, იმდენი გამოწვევის წინაშე ვდგავარ, ახლა ამის დრო ნამდვულად არ მაქვს. კიდეც რომ იყოს ვინმე, ჩემს პირადზე ხმამაღლა საუბარს არ ვაპირებ. ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე, ახლა მეორე ნახევარი არ მყავს.
- როგორ ადამიანს ისურვებდით გვერდით?
- ასე ჩამოყალიბებული სტერეოტიპი არ მაქვს. ადამიანმა უნდა შეძლოს, რომ თავი შემაყვაროს. ამისთვის კი ბევრი არაფერია საჭირო, უნდა იყოს კეთილი, შრომისმოყვარე და ერთნაირი ფასეულობები უნდა გვქონდეს.
ჟურნალი სარკე
ირმა ჭკუასელი