20 ნოემბერი, 2019
"პაემანზე შეშინებული მივედი, მეშინოდა ტაფა არ მომხვედროდა თავში" - ირინა ტორონჯაძის ქმრის გულახდილი ინტერვიუ
ქალთა უფლებების დამცველის, ფემინისტ ირინა ტორონჯაძის ქმარი, ლევან სამყურაშილი, ჟურნალ "სარკეს" უყვება, სად და როდის გაიცნო ირინა.

ლევანი ამბობს, რომ მას და მის მეუღლეს ადამიანების თვაისუფლებასა და ზოგადად, თანასწორობაზე ერთნაირი შეხედულებები აქვთ.

"ირინა პირველად ტელევიზორში დავინახე და მომეწონა. შემდეგ "ფეისბუქით" მივწერე და ავუხსენი, რომ არც მანიაკი ვიყავი და არც მექალთანე. დრო დამჭირდა ირინასთვის ამეხსნა, რომ "გრუზინი" ტიპი არ ვიყავი. თავიდან სურვილი მქონდა, მამაკაცებზე მისი წარმოდგენა შემეცვალა. მინდოდა, მეჩვენებინა, რომ თავის გამოსვლებში მამაკაცეთან მიმართებაში ძალიან ცდებოდა,
მაგრამ ამ პროცესში ისე მოვიხიბლე, შედეგი სახეზეა.

აღმოჩნდა, რომ იმ ძირეულ საკითხებზე, რაც ქალისა და მამაკაცის თავისუფლებას ეხება, ერთი აზრი გვქონდა. ირინას შეხედულებებს ვაფასებ, მაგრამ ჩემი აზრი ყოველთვის მაქვს. პაემანზე მეც შეშინებული მივედი, რომ ტაფა არ მომხვედროდა თავში. რატომღაც საქართველოში ბევრს ლიბერალიზმი სხვა რაღაცეებში ერევა. რეალურად კი, ლიბერალიზმი სამ ფუნდამენტალურ ღირებულებაზე დგას, ესაა - თანასწორობა, ტოლერანტობა და თავისუფლება.

ირინას ეკრანზე რომ ვუყურებდი, დარწმუნებული ვიყავი, ძალიან ქალური ნატურა იდგა და არც შევმცდარვარ. რაც კი შეიძლება ქალს კარგი თვისება ჰქონდეს, ყველაფერი მასშია თავმოყრილი", - ამბობს ლევან სამყურაშვილი.

წყარო: სარკე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
Nია
ეს თაღლითი ნახე რა
01:43 / 24-11-2019
გამოხმაურება / 0 /
სოფო
აი ნამდვილი შეყვარებული კაცი :) აბა ჩვენი თვალით შეგახედე როგრი "ქალურია" :)
19:46 / 22-11-2019
გამოხმაურება / 0 /
თომა
არ დაგეკარგოს!
17:02 / 20-11-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS