- გაგა, თქვენ შესახებ გვიამბეთ...
- 25 წლის ვარ და ერთადერთი პროფესია რაც მაქვს, არის კულინარია. კულინარიის აკადემია მაქვს დამთავრებული. ეს საქმე ბავშვობიდან მაინტერესებს. 18 წლიდან აქტიურად ვმუშაობ ამ კუთხით, არაერთ ცნობილ რესტორანში ვმუშაობდი და ორი წელი შეფ-მზარეულიც ვიყავი პრესტიჟულ რესტორანში.
- რატომ გადაწყვიტეთ პროექტში მონაწილეობის მიღება?
- ჩემი მეუღლის დამსახურებით მოვხვდი ამ
- სად ცხოვრობდით მანამდე?
- ერთი წელია, ესპანეთში ვცხოვრობ. ჩემი მეუღლეც იქ ცხოვრობს და სწავლობს.
- გაგვაცანით თქვენი მეუღლე...
- მარიამ დეკანოსიძე, ისიც 25 წლისაა, დაამთავრა კემბრიჯის უნივერსიტეტის უცხო ენების ფაკულტეტი.
- სად გაიცანით ერთმანეთი?
- ერთმანეთი სოციალური ქსელის მეშვეობით გავიცანით. შემდეგ მარიამმა შვებულება აიღო და ჩამოვიდა საქართველოში. ერთი წლის წინ კი, ერთად ცხოვრების გადაწყვეტილება მივიღეთ და ესპანეთში გადავედით საცხოვრებლად.
- ხშირად ანებივრებთ მეუღლეს გემრიელი კერძებით?
- არც ისე ხშირად.
- ყველაზე მეტად თქვენ მიერ მომზადებული რომელი კერძი უყვარს?
- განსაკუთრებულად უყვარს ჩემს მიერ მომზადებული პასტა ცოცხალი პომიდორით.
- ბევრი თაყვანისმცემელი გამოგიჩნდათ, არ ეჭვიანობს?
- არა, სხვათა შორის, მოსწონს ეს ყველაფერი.
- „მასტერშეფის“ მაყურებლებში ყველაზე დიდი პოპულარობით თქვენ სარგებლობთ, ელოდით ასეთ მხარდაჭერას?
- სიმართლე გითხრათ, სხვა კონკურსანტებზე უფრო აქტიურობდა ხალხი. ვფიქრობდი, რადგან რეალითი შოუა, ე.ი. დიდი მხარდაჭერა არ მექნება და წინ ვერ წავალ-მეთქი, თუმცა, ახლა შემეცვალა აზრი.
- როგორ შეძელი მაყურებლის აზრის შემობრუნება თქვენკენ?
- მეც ვუყურე ეკრანზე ჩემს თავს და შევცვალე რაღაცეები. უფრო თავშეკავებული და საკუთარი საქმეზე ორიენტირებული ვარ. ბევრს ვაკეთებ და ცოტას ვლაპარაკობ.
- ვის მიიჩნევთ მთავარ კონკურენტად?
- სიმართლე გითხრათ, მთავარი კონკურენტი არ მყავს. სამზარეულოა და ნებისმიერს შეიძლია შეეშალოს რაღაც და ნებისმიერმა გაიმარჯვოს. მე არცერთის არ მეშინია და გამარჯვების იმედი მაქვს.
- რატომ გინდათ გამარჯვება? რას შეცვლის თქვენთვის „მასტერშეფის“ ტიტულის მიღება?
- მე ვფიქრობ, გამარჯვება ასი პროცენტით შეცვლის ჩემს ცხოვრებას. მერე უფრო მეტი მოთხოვნა იქნება ჩემზე.