14 ნოემბერი, 2019
"იციან, რომ სამსახურიდან, ღამის 11 საათზე მოსული იქ უნდა მიპოვონ" - ცნობილი ჟურნალისტის უცნობი საქმე და რჩევები მცენარეების მოყვარულებს
"იციან, რომ სამსახურიდან, ღამის 11 საათზე მოსული იქ უნდა მიპოვონ" - ცნობილი ჟურნალისტის უცნობი საქმე და რჩევები მცენარეების მოყვარულებს
"სამ­სა­ხუ­რი­დან შინ ღა­მის 11 სა­ათ­ზე მო­სუ­ლი, სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებს რომ მოვ­რჩე­ბი, ბო­ლოს ჩემს ყვა­ვი­ლებ­თან ვი­ნაც­ვლებ, აი­ვან­ზე, და შინ უკვე იცი­ან, რომ იქ უნდა მი­პო­ვონ. თით­ქოს ძი­ლის წინ რი­ტუ­ა­ლი მაქვს, რომ ჩემს ქოთ­ნის ყვა­ვი­ლებს დავ­ხე­დო­, რო­მელ­თა შეგ­რო­ვე­ბა და მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა 6 წლის წინ და­ვი­წყე", - გვე­უბ­ნე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტი ნინო არა­ზაშ­ვი­ლი, რო­მელ­საც მა­ყუ­რე­ბე­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში "დი­ლის­ გა­და­ცე­მით" იც­ნობ­და, დღეს კი გა­და­ცე­მის
"პირ­ვე­ლამ­დე" წამ­ყვა­ნი და მთა­ვა­რი პრო­დი­უ­სე­რია. უზო­მოდ უყ­ვარს მცე­ნა­რე­ე­ბი და მათ­ზე ზრუნ­ვა ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მი­ა­ნო­ბაა. ნინო არა­ზაშ­ვი­ლი სწო­რედ ამ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა.

- ქოთ­ნის ყვა­ვი­ლე­ბი ყო­ველ­თვის მიყ­ვარ­და, მაგ­რამ როცა დე­და­ჩემ­თან ვცხოვ­რ­ობდი, ფან­ჯრე­ბი და­სავ­ლე­თის მხა­რეს­ იყო და მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რა ძნე­ლია იქ რა­მის­ გა­ხა­რე­ბა, მწველ მზე­ზე. ახლა ჩემი აი­ვა­ნი­ ბა­გებ­ში ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თის მხა­რე­საა­ და მზის სხი­ვე­ბი ჩემს მცე­ნა­რე­ებს ძა­ლი­ან სწყა­ლობს. როცა მინ­და ვინ­მეს ყვა­ვი­ლე­ბი­ ვა­ჩუ­ქო, ქოთ­ნით ვჩუქ­ნი, რომ მას­ზე იზ­რუ­ნოს­. მიყ­ვარს ყვა­ვი­ლე­ბის და­თეს­ვა, თეს­ლი არას­დროს მი­ყი­დია, მსი­ა­მოვ­ნებს, თვი­თონ რომ მო­ვი­პო­ვებ, ვაშ­რობ, ვი­ნა­ხავ და მერე ვთე­სავ.





ყვა­ვი­ლო­ბა "უვა­დოდ"


ყვე­ლა ყვა­ვილს და­თეს­ვის თა­ვი­სი პე­რი­ო­დი აქვს. თუმ­ცა, ვარ­ღვევ ვა­დებს და ხში­რად შე­უ­ფე­რე­ბელ სე­ზონ­ზე ვთე­სავ. რაკი ზამ­თარ­ში აივ­ნი­დან მა­ინც სახ­ლში, სით­ბო­ში უნდა შე­მო­ვი­ტა­ნო, ამი­ტომ ნე­ბის­მი­ერ დროს ვთე­სავ,­ რათა სახ­ლში მუდ­მი­ვად რა­ღაც ყვა­ო­დეს.

ეზო­ში აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ვი­ღა­ცას გულყვი­თე­ლა და­ურ­გავს. ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ფორ­თოხ­ლის­ფე­რი ყვა­ვი­ლე­ბი აქვს. ყო­ველ გავ­ლა-გა­მოვ­ლა­ზე ვაკ­ვირ­დე­ბო­დი, რო­გორ და­ჭკნა, რო­გორ გა­ი­კე­თა თეს­ლი. მერე პეშ­ვი შე­ვუშ­ვი­რე, გად­მოვ­ყა­რე, გა­ვაშ­რე და სულ ერთი კვი­რის წინ ჩავ­ყა­რე მი­წა­ში. უკვე ამო­ყელ­ყე­ლავ­და და ვე­ფო­ფი­ნე­ბი. პა­ტა­რა ბინა მაქვს და უკ­ვირთ, ამ­დე­ნი ყვა­ვი­ლი რო­გორ გაქვს სახ­ლშიო. ამა­სო­ბა­ში ვის­წავ­ლე, რო­გორ გა­ვა­კე­თო სათ­ბუ­რი. ყვა­ვი­ლე­ბის ნა­წილს აი­ვან­ზე ვტო­ვებ,­ მაგ­რამ სათ­ბურს ვუ­კე­თებ. ბა­გებ­ში ყო­ველ­თვის 2 გრა­დუ­სით გრი­ლა, ვიდ­რე ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ უბ­ნებ­ში. ამ სხვა­ო­ბის გამო, ჩემი ქოთ­ნის ყვა­ვი­ლე­ბი უფრო ადრე შე­მაქვს სახ­ლში, ყინ­ვამ ნო­ემ­ბერ­ში რომ და­არ­ტყას და მო­მი­ყი­ნოს? ამი­ტომ ამ სე­ზონ­ზე ვფრ­თხი­ლობ. აი­ვა­ნიც მოზ­რდი­ლია და სივ­რცე მაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ იქ ზამ­თარ­ში სათ­ბუ­რი მო­ვა­წყო.



სათ­ბუ­რი


სათ­ბუ­რის­თვის ცე­ლო­ფანს ვყი­დუ­ლობ, მეტ­რო­ბით ია­ფია, 2 მეტ­რი 5 ლა­რამ­დე ჯდე­ბა და ყვე­ლა ქო­თანს ჰყოფ­ნის, რო­მელ­ზეც ორ ფე­ნად უნდა გა­და­ვაკ­რა. აივ­ნის გრძელ ქოთ­ნებ­ში საყ­რდენს (ხის ან პლასტმა­სის) ჩა­ვა­სობ შუ­ა­ში, მოვრწყავ მცე­ნა­რე­ებს და ზე­მო­დან ცე­ლო­ფანს გა­დავ­ჭი­მავ. გარ­შე­მო თო­კით ვკო­ჭავ, სარ­ტყელს ვუ­კე­თებ ან სკო­ჩი­თაც მიც­დია, ასე კი­დევ უკე­თე­სია. ამ­გვა­რად შიგ­ნით ჰა­ე­რი თით­ქმის არ შე­დის. შე­იძ­ლე­ბა ერთ-ორ ად­გი­ლას ნას­ვრე­ტე­ბი გა­ვუ­კე­თო­ სა­ჰა­ე­როდ. შიგ­ნით­ვე ხდე­ბა ნეს­ტის აორ­თქლე­ბაც და კონ­დი­ცი­რე­ბაც. არა­ნა­ი­რი მორ­წყვა არ სჭირ­დე­ბა. ასე გა­მო­ვა­ზამ­თრე "ივან და მა­რია", სამ­ფე­რა იებს რომ ეძა­ხი­ან.





იე­ბის ფე­რე­ბი

ია მი­წი­დან თავს რომ ამო­ყოფს, უკვე შე­მიძ­ლია სათ­ბურ­ში გა­და­ვი­ტა­ნო და მთელ ზამ­თარს დავ­ტო­ვო. თუ ივ­ლი­სის ბოლო-აგ­ვის­ტოს და­სა­წყის­ში და­თე­სავ, მა­შინ ნო­ემ­ბერ-დე­კემ­ბერ­ში ამო­ვა. ვთე­სავ სექ­ტემ­ბერ-ოქ­ტომ­ბერ­შიც. გა­ზა­ფხულ­ზე ცე­ლო­ფანს რომ გა­დავ­ხსნი, უკვე კარ­გად ყვა­ვის. იები სულ 11 ფე­რის მაქვს. ზოგი ნა­ყი­დია, ზოგი მა­ჩუ­ქეს, ზოგი თეს­ლით მო­ვი­პო­ვე და თვი­თონ გა­ვა­ხა­რე. სათ­ბუ­რის ასე გა­კე­თე­ბა კი არა­ვის უს­წავ­ლე­ბია, თვი­თონ მივ­ხვდი, რომ ასე შე­იძ­ლე­ბო­და გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო.

სუ­კუ­ლენ­ტე­ბი და ჭო­რი­კა­ნე­ბი

რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტმა, დიდ­ხანს ვი­თა­ნამ­შრომ­ლე სუ­პერპრო­ფე­სი­ო­ნალ ზურა შე­ვარ­დნა­ძეს­თან და მის­გან ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე. ერთ-ერთი მარ­ტი­ვი სი­კე­თე, რაც მახ­სოვს, ასე­თია - ვი­საც დიდი დრო არა აქვს, სუ­კუ­ლენ­ტე­ბის გა­ხა­რე­ბა ად­ვი­ლია. ეს ფარ­თო და მსუ­ქან­ფოთ­ლო­ვა­ნი მცე­ნა­რე იმ­დენ წყალს ინა­ხავს, რომ მორ­წყვაც ნაკ­ლე­ბად სჭირ­დე­ბა. სა­ერ­თოდ კი, როცა ქა­ლა­ქი­დან გავ­დი­ვართ, 10 დღე­ში ერთხე­ლაც რომ შე­მო­ვი­ა­როთ სახ­ლში მე ან ჩემი ოჯა­ხის რო­მე­ლი­მე წევ­რმა, ყვე­ლამ იცის, რომ მცე­ნა­რე­ე­ბი უნდა მორ­წყას. სუ­კუ­ლენ­ტე­ბის ბა­ღე­ბი მაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი. ჭო­რი­კა­ნას ტი­პის მცე­ნა­რე­ე­ბი სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას მო­ვი­პო­ვე, მაქვს მუქი მწვა­ნე, ია­სამ­ნის­ფე­რი, რო­მე­ლიც თვი­თონ და­ვა­ფეს­ვი­ა­ნე, ასე­ვე მწვა­ნე თეთ­რი ზო­ლე­ბით და ბად­რიჯ­ნის­ფე­რი თეთ­რი ზო­ლე­ბით. ერთ ქო­თან­ში რომ გა­ი­ზარ­და, სხვა­დას­ხვა ფე­რის ფო­თო­ლი რომ გად­მო­ე­კი­და, ერ­თმა­ნეთს შე­ე­რია, სიგ­რძით 3 მეტ­რი გახ­და, სა­ო­ცა­რი სა­ნა­ხა­ვია. მოკ­ლედ, აი­წყვი­ტეს და გა­გიჟ­დნენ...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS