ქრისტინე იმედაძის პირადი ცხოვრების მიმართ საზოგადეობას ყოველთვის დიდი ინტერესი ჰქონდა, ამ საკითხზე კი მომღერალი არასოდეს საუბრობს, თუმცა, ამჯერად ის ჟურნალ "სარკესთან" მის პირად ცხოვრებაზე ალაპარაკდა.
"პირად ცხოვრებას იმიტომ ჰქვია პირადი, რომ ასე საჯაროდ არ უნდა ისაუბრო. მე არ მესმის და ასე ვიქცეოდი ყოველთვის. შეიძლება გარკვეულწილად ამის ბრალიც არის, რომ ჩემს პირად ცხოვრებაზე ბევრი ცრუ ინფორმაცია ვრცელდებოდა.
გეტყვით, რომ პირად ცხოვრებაში ყველაფერი კარგად მაქვს, კარგად ვგრძნობ თავს და არაფერზე ინერვიულოთ",- თქვა ქრისტინე იმედაძემ ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში.